მოდუნების უჩვეულო საშუალებები

სტრესის გავლენა თქვენს სხეულზე გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე სტივენ კინგის ნაწარმოებების კითხვა. ეს გავლენა იმდენად დიდია, რომ თქვენ მუდმივად ჩაიდანს ჰგავხართ, რომელიც დუღს და უსტვენს. თავი გტკივათ, გულმკერდის არეში ტკივილს გრძნობთ, არტერიული წნევა მაღალია და უძილობა გაწუხებთ. აღარაფერს ვამბობთ, სტრესთან დაკავშირებულ შეგრძნებებზე. თუ თქვენ ამ სიმპტომებს განვითარების საშუალებას მისცემთ, ამით თქვენი სხეული სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებისგან დაუცველი გახდება. სტრესი– მტერია. უბრალო აბის მიღებით, თავს ვერ უშველით. კარგი იქნება, თუ სტრესის მოხსნის არატრადიციულ მეთოდებს შეისწავლით.

მოემზადეთ ბუშტის გახეთქვისთვის

დაუჯერებელია, მაგრამ ბოლო გამოკვლევების თანახმად, გაბერილი ბუშტის ხელით გახეთქვა სტრესთან გამკლავების ჩინებული საშუალებაა. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ბუშტის ხელის ერთი დარტყმით გახეთქვას ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ოცდაათ წუთიან მასაჟს.

გარეცხეთ ჭურჭელი

განმეორებადმა მოძრაობებმა შეიძლება სულიერად დაგამშვიდოთ. საქმის კეთება, რომელიც არ გღლით, დაგამშვიდებთ და სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ. გარეცხეთ ჭურჭელი და ეს სტრესის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ, რომელიც ალბათ ძალიან გაწუხებთ.

ბევრი იკითხეთ!

აანთეთ სინათლე და დამშვიდდით. 2014 წელს სამედიცინო ჟურნალ Explore-ში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ბიბლიოთერაპიას მიმართავდნენ, შეძლეს სტრესის შემსუბუქება. შფოთვები გაქრა და მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა. კარგი იქნება, თუ ყველა კვირა საღამოს ასე გაატარებთ.

მცენარეებს მიმართეთ.

მცენარეები გვამშვიდებს. ნუ დასცინებთ მეგობარს, რომლის მაგიდას გვიმრა ამშვენებს. ჟურნალ HortTechnology-ში გამოქვეყნებული კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც იმ ოთახში შედიხართ, სადაც მცენარეებია, თქვენი არტერიული წნევა მცირდება და წუხილიც ქრება. მშვიდი ადამიანი სამსახურში უკეთ მუშაობს, ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია.

თუ თქვენს შვებულეამდე დიდი დროა დარჩენილი, უბრალოდ წაიკითხეთ წიგნი, გარეცხეთ ჭურჭელი და გახეთქეთ ბუშტი და არ დაგავიწყდეთ მცენარეები.