გამომყევით სასეირნოდ

თქვენ სცადეთ ყველაფერი იმისათვის, რათა მიგექციათ თანამშრომლების ყურადღება— ინტერაქციული ფერადი დიაგრამები, ტონი რობინსის მოტივაციური ვიდეორგოლები, პიროტექნიკა, რომელსაც შეეძლო სიკვდილამდე მიეყვანეთ, რამაც კინაღამ დაგაკარგვინათ სამსახური და რომლის შედეგადაც თქვენ 1 თვე მოგიწიათ ხელოვნური წარბებით სიარული, მას შემდეგ რაც წარბები შეგეტრუსათ. ვერაფერმა ვერ მოსწყვიტა თქვენი გათიშული კოლეგების თვალები მობილურებს. შესაძლოა, არსებობდეს უფრო მარტივი გამოსავალი, რომელიც აიძულებს თქვენს კოლეგებსა და უფროსს, რომ თავი ასწიონ და მეტად ჩაერთონ საუბარში. გაიყვანეთ ისინი სასეირნოდ. არა, ჩვენ არ ვგულისხმობთ ძაღლის მსგავსად. ჩვენ ვგულისხმობთ, რომ გადაიტანოთ თქვენი შეხვედრა ოფისის გარეთ და წარმართოთ ის სეირნობის დროს.

კვლევებმა დაადასტურა, რომ სეირნობა აძლიერებს კრეატიულ აზროვნებას და ხელს უწყობს პრობლემის გადაჭრას. როდესაც ჩვენ ვსეირნობთ, გული უფრო ჩქარა ცემს, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი სისხლი და ჟანგბადი მიეწოდება თითოეულ კუნთს, მათ შორის ტვინსაც. იქიდან გამომდინარე, რომ სეირნობა არ მოითხოვს ჩვენს ცნობიერ ჩართულობას, აზრები თავში უფრო თავისუფლად მოძრაობს და ეს პროცესი უფრო შემოქმედებითი ხდება, რადგან ვარჯიში ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის კავშირების დამყარებას, რითაც აუმჯობესებს მეხსიერებას და ზრდის ყურადღებას.

ის არა მხოლოდ ეხმარება კრეატიული აზრების შთგონებაში, არამედ გეხმარებათ თქვენც. საშუალო ასაკის ადამიანი დღის განმავლობაში, დაახლოებით 9,5 საათს ატარებს ჯდომაში, რაც თითქმის 1 საათით მეტია ძილში გატარებულ დროზე. ამ გამაოგნებელმა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა აიძულა TED-ის სპიკერი ნილოფერ მერჩანტი გამოეცხადებინა, რომ „ჯდომა არის ახალი მოწევა“. ეს საკმაოდ მკაცრი განაცხადია, თუმცა ისიც ცხადია, რომ ხანგრძლივი ჯდომა ზრდის დაავადებების გაჩენის რისკს. სამუშაო საათებში გასეირნება გაგიუმჯობესებთ ჯანმრთელობას და შეამცირებს სტრესს, რაც მთლიანობაში აისახება თქვენი დაქვემდებარებულების საერთო კარგად ყოფნაზე. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ მსგავს სეირნობებს მწვანე სივრცეში გამართავთ.

სტივ ჯობსი, მიუხედავად მისი პოპულარობისა, არაერთხელ იყო შემჩნეული პალო ალტო-ს მიდამოებში სეირნობისას, როდესაც თავის კოლეგებს ესაუბრებოდა. ასევე აინშტაინი მაშინვე მიდიოდა სასეირნოდ პლაჟზე, როგორც კი რაიმე რთულ პრობლემას წააწყდებოდა და უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი არ აკეთებდა ამას მობილურის ეკრანზე მიშტერებით.

მაშ ასე, რაღას ელოდებით? გახსენით თქვენი iCal, დათქვით თქვენი შემდეგი შეხვედრის ადგილად „პარკი“ და თან გაიყოლეთ რამდენიმე ტრანკვინის ქილა, რომელიც დამატებით დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში. თქვენ და თქვენი თანამშრომლები სასიამოვნოდ დაისვენებთ უმოკლეს დროში. 

განიტვირთეთ ტექნიკის საშუალებით

უთხოვია თუ არა ოდესმე დახმარება თქვენი ოჯახის რომელიმე უფროს წევრს, რომელსაც „ტექნიკური დეფიციტის“ პრობლემა ჰქონდა: მაგალითად, ბაბუათქვენმა, რომელსაც აწუხებს ნიკრისის ქარი, შეცდომით ჩამოუგზავნა ყველას ვისაც კი იცნობს, საკუთარი ფეხის ცერა თითის ფოტო, ან დედათქვენის ფეისბუქ გვერდი რაღაც ჯადოსნური გზით გადავიდა ჩინურ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის კატეგორიულად უარყოფის, ფეისბუქზე შესვლას. რა გასაკვირია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მამათქვენი აჭერს „ჩაკეცვის“ ღილაკს მას თითქმის ნერვული აშლილობა ემართება იმ დროს, როცა ცდილობს იპოვოს დაკარგული ფანჯარა.

ტექნოლოგია შეიძლება გახდეს დიდი სტრესისა და დაძაბულობის წყარო ყველა თაობისათვის და არა მხოლოდ თქვენი მშობლებისათვის— აი, უბრალოდ სცადეთ სკაიპით მნიშვნელოვანი ზარის განხოცრიელება ცუდი ინტერნეტ კავშირის დროს. მაშინ როცა ტექნოლოგიის უმეტესობა რეალურად შექმნილი იყო ეფექტურობის გასაზრდელად, თქვენს ცხოვრებაში მეტი სიმსუბუქისა და მოხერხებულობის შემოტანით, ზოგიერთმა ტექნიკამ გამოიწვია საწინააღმდეგო ეფექტი— გაზარდა დაძაბულობა, როდესაც ის ვერ მუშაობს გამართულად, ან ის მოითხოვს თითოეულ თავისუფალ წუთს, მაშინ როცა ჩვენს ტვინს სჭირდება გადატვირთვა.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე აპლიკაცია, რომლებიც სპეციალურადაა შექმნილი სტრესის მოსახსნელად, რომლებიც გეხმარებათ დატვირთული გრაფიკიდან დროის გამონახვაში და იმაში, რომ იყოთ უფრო ყურადღებიანი და დამშვიდებული. ჩვენ მოვიძიეთ 5 საუკეთესო აპლიკაცია, რომლებიც ტრანქვინის ქილასთან ერთად დაგეხმარებათ მოდუნებაში, სტრესის მოხსნაში და იმაში, რომ ტექნოლოგია თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. 

Headspace (ცარიელი სივრცე)

ეს აპლიკაცია, რომელსაც ჰყავს 8,5 მილიონ მომხმარებელზე მეტი, მათ შორის: ემმა უოთსონი და რიჩარდ ბრენსონი, აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ სტრესის მომხსნელ აპლიკაციად, რომელიც დღესდღეობით ხელმისაწვდომია. იგი მიზნად ისახავს ყურადღებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესებას და სტრესის შემსუბუქებას. აპლიკაცია სპეციფიურად აკეთებს ფოკუსირებას მიმართულ მედიტაციაზე, რომელიც მარტივადაა გაკეთებული. 10-15 წუთი, სულ ესაა, რაც თქვენ გჭირდებათ დღის განმავლობაში, იმისათვის, რომ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და მოიხსნათ სტრესი.

Breathe2Relax (ისუნთქე, რომ მოდუნდე)

„Breathe2relax“ გასწავლით თუ როგორ გაიუმჯობესოთ სუნთქვა სტრესის შემცირების მიზნით, ვიდეოს საშუალებით. დიაფრაგმული სუნთქვა, როგორც მედიტაცია, დამტკიცებულია, რომ ამცირებს დაძაბულობასა და სტრესს და ხელს უწყობს დამშვიდებას. ის ასევე არეგულირებს გუნება-განწყობას, გეხმარებათ სიბრაზის კონტროლში და დაძაბულობასთან გამკლავებაში.

White Noise (თეთრი ხმაური)

სტრესში გაგდებთ ან არ გაძინებთ თქვენს გარშემო არსებული ხმაური? „White Noise“ ბლოკავს ამ ყურადღების გამფანტველ ხმებს და გეხმარებათ დამშვიდებაში. ფოკუსირება კეთდება საუნდტრეკებზე, როგორებიცაა თერაპიული წვიმისა, ან ტალღების ხმაურზე, რომლებიც ეხეთქება სანაპიროს. გამოიყენეთ ის თქვენს ოფისში ან თქვენს საძინებელში ღამე უფრო მშვიდი და მყურდო გარემოს შესაქმნელად.

Pause (პაუზა)

მეცნიერულად შემოწმებული აპლიკაცია ხასიათდება, როგორც „რელაქსაცია თქვენს თითის წვერებში“. „Pause“ ჰგავს თქვენს მობილურზე ლავა ლამპასთან თამაშს. თუ ვესესხებით უძველები ტაიცზის პრინციპებს, მომხმარებელი ნელა და შეუჩერებლად გადაადგილდება ეკრანზე თავისი თითის წვერით და დაჰყვება წვეთის ფორმის ლავას, რომელიც აღჭურვილია სენსორული შეხების ტექნოლოგიით და აუდიო სიგნალებით. აპლიკაცია იწვევს თქვენს „დაისვენე და მწყობრში მოიყვანე“ საპასუხო რეაქციას, რაც გეხმარებათ ფოკუსირების დაბრუნებასა და სტრესის მოხსნაში სულ რამდენიმე წუთში. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ აპლიკაციას მაღალი მიჯაჭვულობის მაჩვენებელი აქვს.

Sleep Cycle (ძილის ციკლი)

კარგი ღამის ძილის მნიშვნელობა, იმისათვის, რომ მოიხსნათ სტრესი და თავი საუკეთესოს იგრძნოთ, ყველასათვის კარგად ცნობილია. „Sleep Cycle“ მონიტორინგს უწევს თქვენი ძილის მსვლელობას თქვენ მობილურში არსებული მიკროფონის ან მოძრაობის დეტექტორის საშუალებით, გრაფიკების გამოყენებით იმისათვის, რომ დაადგინოს რა დროს დაწექით დასაძინებლად, როდის გაიღვიძეთ და თქვენი თითოეული ღამის ძილის ხარისხი. ამ ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ კორექტივები თქვენს განრიგსა და კვების რაციონში, რათა საკმარისად დაისვენოთ.

ასე რომ, თუ თქვენ აპირებთ დროის გატარებას კომპიუტერთან ან მობილურთან, გამოიყენეთ დრო ჭკვიანურად, რათა შეიმსუბუქოთ სტრესი ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციებიდან რომელიმეს გამოყენებით, ან კიდევ უფრო კარგს გეტყვით, ჩაიდეთ მობილური ჯიბეში, აიღეთ ტრანქვინი და გაეშურეთ გარეთ, რათა პოზიტიურად განიმუხტოთ. 

იყავი მშვიდად

რთულია დღევანდელი აჩქარებული ცხოვრების ტემპში მშვიდად ყოფნისთვის გამონახოთ დრო. თქვენგან ელიან აქტიურ ჩართულობას: სამსახურში, ოჯახში, მეგობრებთან, მეგობრების მეგობრებთანაც კი; ელექტრონულ ფოსტასა, სოციალურ მედიასა და ჯგუფურ ჩატებში (სადაც თქვენ დაუკითხავად დაგამატეს) 24 საათიან ჩართულობას. ამასთანავე დრო უნდა მონახოთ პროდუქტების საყიდლად, სარეცხის გასარეცხად, სტომატოლოგთან წასასვლელად, სამსახურის შემდეგ ფუნქციასაც დაესწროთ და ასე შემდეგ, საქმეების სია უსასრულოდ გრძელდება. დასაკარგი დრო არ გაქვთ, მაგრამ სწორედ ამიტომ უნდა გამონახოთ მონაკვეთი, როცა თქვენ შეძლებთ იყოთ მშვიდად და ყურადღებით.

ტიმ ფერისმა, ბესტ-სელერი „4 საათიანი სამუშაო კვირ“-ის ავტორმა და ტიმ ფერისის (ბიზნეს) პოდქასთით წამყვანმა, ინტერვიუ ჩამოართვა ათასამდე სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანის. ფერისმა აღმოაჩინა, რომ „გამოკითხულების 80 პროცენტამდე ახერხებს მშვიდად ყოფნას დღის რომელიმე მონაკვეთში“. ფერისის სიმშვიდის განმარტებაში შედის იოგაც, რომელსაც წარმატებული ადამიანები იყენებენ გონების დასამშვიდებლად, სუნთქვის კონცენტრირებასა და არასასურველი სტრესისგან განსათავისუფლებლად.

წარმოგიდგენთ ხუთ ცნობილ ადამიანს, რომლებიც იოგას საკუთარი წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებად ასახელებენ.

ბეიონსე – მუსიკოსი

თუ გინდათ, რომ „მართოთ სამყარო“ ისევე, როგორც ბეიონსე, მაშინ გააკეთეთ ის, რასაც ბეიონსე აკეთებს. პოპის სენსაცია არის ცნობილი იოგის პრაქტიკოსი, რომელსაც ის ყოველკვირეული ვარჯიშის განრიგში რთავს. ამბობს, რომ „იოგა კარგია სტრესის მოსახსნელად და ამავდროულად უფრო პლასტიურს გხდით“. თუკი მტკიცებულება გჭირდებათ, საჭიროა მხოლოდ მისი ცოცხალი შესრულების მოსმენა ან რომელიმე ცნობილი ვიდეორგოლის ჩართვა.

რიჩარდ ბრანსონი – ბიზნესმენი და ფილანთროპი

გასაკვირი არაა რომ „Virgin Active gyms“-ის უკან მდგომი ადამიანი საკუთარი წარმატების გასაღებად აქტიურ ცხოვრებას ასახელებს. უფრო კონკრეტულად კი, ბრანსონმა თავის ბლოგზე დაწერა: „იოგა არის ნაკლებად დაძაბული გზა გახდე აქტიური, მაგრამ ამასთანავე ძალიან სასარგებლო და მომადუნებელი“. მან ასევე მიგვანიშნა „იოგა ფრენის დროს“ იდეაზეც. ის ხომ ხანგრძლივ გადაფრენას უფრო სახალისოს გახდის.

ელენ დეჯენერისი – თოქ-შოუს წამყვანი

თოქ-შოუების დედოფალი, ელენ დეჯენერისი, ამბობს, რომ გამოიყურება და თავს ასე ახალგაზრდულად იმიტომ გრძნობს, რომ მედიტირებს, ჯანსაღად იკვებება (ელენი ვეგანია) და ასევე იოგათია დაკავებული. ტელევიზიის ყველაზე მხიარული ქალბატონი ყოველ სამუშაოთი დატვირთულ დღეს 60-90 წუთიანი იოგით იწყებს. როცა მისი გონება თავისუფლდება ყველა არასასურველი ფიქრებისგან, მას შეუძლია მოახდინოს კონცენტრაცია იმაზე, თუ რაც მნიშვნელოვანია – გააცინოს ხალხი.

ჟიზელ ბუნდჰენი – სუპერმოდელი

ჟიზელ ბუნდჰენი სავარაუდოდ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მოდელია. ეს არ მომხდარა ხანგრძლივი შრომის გარეშე. ის დღეში მინიმუმ ერთ საათს ვარჯიშს უთმობს, ანუსარა იოგას (იოგის ერთ-ერთი თავისუფალი სახეობა) კი ასახელებს, როგორც რჩეულ აქტივობას, რომელიც ეხმარება ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად და ასევე შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები – ფეხბურთელი და დიზაინერად ქცეული პოპ-ვარსკვლავი

ძალოვან წყვილს უყვარს იოგის ერთად ვარჯიში. ცნობილია, რომ ისინი ერთად დადიან ძალოვან იოგაზე წყვილებისთვის კვირაში ორჯერ, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია, თუკი მათ დატვირთულ გრაფიკს გავითვალისწინებთ. მათთან ახლოს მყოფმა წყარომ The Evening Standard-ს უთხრა: „ძალიან ინტიმური გამოცდილებაა. უნდა ისწავლო ერთ ერთეულად იქცე. იწელები, სუნთქავ და მოძრაობ როგორც ერთი. მათ ვარჯიში ერთი წლის წინ დაიწყეს და საოცარია, თუ რამდენად ერთმანეთთან შეწყობილნი არიან“.

ასე რომ, თუკი თქვენ გსურთ იხრებოდეთ ბექჰემების მსგავსად ან უბრალოდ მოძებნოთ დრო თქვენ გადარეულ განრიგში, რათა სიმშვიდე მოიპოვოთ, ჩართეთ იოგა თქვენს კვირაში და დაუმატეთ Tranquini-ს ერთი ქილა თქვენს დღიურ სიმშვიდეს. 

სიმშვიდის პორტრეტი

ოკეანის ზედაპირიდან 100 მეტრის სიღრმეზე, თითქმის უკუნითი სიბნელეა. თქვენს სხეულს აწვება წნევა, რომელიც 13-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ზღვაში. სასტიკი ყინვაა, თქვენ ზედაპირისგან თითქმის წუთ-ნახევრი ცურვა გაშორებთ და უკვე იხრჩობით. თქვენი ფილტვები მაგრდება, იცავს თქვენს გულმკერდს დამსხვრევისგან და ვინაიდან თქვენ ფილტვებში ძალიან ცოტა ჰაერი გაქვთ, რომელიც ზედაპირისკენ ბიძგს გაძლევთ, უკანა გზაზე გაცურვას ორჯერ მეტი ძალისხმევა სჭირდება. საშინელ კოშმარს გავს, არა? მაგრამ არა გიომ ნერისნაირებისთვის, მსოფლიოში ცნობილი თავისუფალი დაივერისთვის, რომელიც ამბობს რომ თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, როცა ასეთ არანორმალურ სიღრმეზე იმყოფება.

ზედაპირის ზემოთ, ასეთი წნევის ქვეშ, თქვენი ბუნებრივი ინსტინქტი ბრძოლა და წინააღმდეგობის გაწევაა, მაგრამ ნერის მიხედვით, რომელიც რეგულარულად ლახავს სიმბოლურ 100 მეტრიან მაჩვენებელს, თქვენ საპირისპირო უნდა გააკეთოთ. უნდა დაარწმუნოთ თქვენი გონება სულმთლად მოდუნდეს და სიმშვიდე შეინარჩუნოს.

სხვა ექსტრემალური სპორტის ნაირსახეობებისგან განსხვავებით, რომლებიც ადრენალინის მაღალ მაჩვენებელს მოითხოვს, თავისუფალი დაივინგი სხეულისა და გონების სრულ მოდუნებაზეა დამოკიდებული. ნერის სიტყვების მიხედვით: „უნდა უთხრათ საკუთარ თავს, რომ ბუნება და ელემენტები თქვენზე ძლიერია. წყალს საშუალება უნდა მისცეთ დაგამსხვრიოთ. მე ვურერთდები წნევას და მას ვენდობი“.

ის ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიურ ტალღაზე ყოფნა და ამასთანავე ნებისმიერი „იქნებ“ აზრებისგან გათავისუფლება, რადგან ისინი თქვენ დაგძაბავთ და გაგაგიჟებთ. მნიშვნელოვანია მთლიანად აწმყოზე მოახდინოთ კონცენტრირება და საქმე იმასთან გქონდეთ, რისი გაკონტროლებაც თქვენ შეგიძლიათ და არა იმაზე, რასაც თქვენ ვერ შეცვლით. „ნურასდროს შეხედავთ ზედაპირს თვალებით, არამედ შეხედეთ მას თქვენი გონებით“, ამბობს ნერი.

თავისუფალი დაივინგი ასევე ხაზს უსვამს სწორი სუნთქვის მნიშვნელობას. სუნთქვაზე კონცენტრირება საშუალებას გაძლევთ სიმშვიდის შენარჩუნებაში, ხოლო თავისუფალი დაივერები ახერხებენ წყალქვეშა სამყაროს შესწავლას, რაც ყველას არ შეუძლია. 

ზემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენებით, ნერიმ და სხვა თავისუფალმა დაივერებმა შეძლეს ისეთ სიღრმეებზე ჩასვლა, რაც ადრე ექიმებისა და ფსიქოლოგებისთვის შეუძლებლობას წარმოადგენდა. სპორტი აგრძელებს გონების უსასრულო შესაძლებლობების აღმოჩენას.

ასე რომ, შემდეგში, როცა პანიკა შეგიპყრობთ დიდი პრეზენტაციის წინ, ან მნიშვნელოვანი გამოცდა გელით, ან კი ვინმე გზას გადაგიჭრით, გახსოვდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ, მოდუნდით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იყავით აწმყოში, დალიეთ Tranquini-ს ქილა და გაგიკვირდებათ, თუ რამდენის მიღწევას შეძლებთ.

წარმატებული ადამიანების 5 ჩვევა

ავტორი ჯონათან ფრენზენი თავის რომანს „შესწობებები“, რომელმაც ჯილდო მიიღო, ყურის ტამპონების, ყურსასმენებისა და თვალებახვეულობის წყალობით წერდა, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კონცენტრაცია შეენარჩუნებინა. ბრიტანელ მხატვარ ფრენსის ბეკონს ნაბახუსევზე უყვარდა მუშაობა, რადგან მისი თქმით „ჩემს გონებას ენერგიისგან ხრაშახრუში გაუდის, ამიტომ ძალიან ნათლად ვფიქრობ“. ბენჟამინ ფრანკლინს უყვარდა „ჰაერის აბაზანების“ მიღება, რაც გულისხმობდა ყველა კარისა და ფანჯრის გაღებას და ტანსაცმლის გახდას , რაც მას ‘გამოცოცხლებაში“ ეხმარებოდა.

ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს ახასიათებს ჩვევა, რომელიც მათ უფრო მეტად პროდუქტიულს ხდის და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი საკმაოდ ექსცენტრიულია, უმეტესობის უკან საღი აზრის მარცვალი ნამდვილად იმალება.

მაგალითად, არსებობს ერთ-ერთი მცდარი მოსაზრება, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა დაუზოგავი შრომა, ურთიერთობების, დროისა და ძილის ხარჯზე. მაგრამ გაესაუბრეთ მათ, ვინც ამ საკითხში გათვითცნობიერებულია და მიხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, ოჯახთან და მეგობრებთან გატარებული დრო და ხანდახან ყველაფერს გარიდება.

Tranquini-ში ჩვენ გვჯერა ჯანსაღი, ბალანსირებული ცხოვრების წესის, რომელიც საშუალებას აძლევს შრომას, გართობასა და დასვენებას, ამიტომ ჩვენ ვიპოვეთ ხუთი წარმატებული ადამიანი, რომელიც ამ აზრს ეთანხმება. გააგრძელეთ კითხვა და იყავით შთაგონებულნი. 

ყოველთვის იყავით პოზიტიურად განწყობილნი – ელონ მასკი – Tesla

Tesla-ს, Space X-ის კორპორაციების აღმასრულებელი დირექტორი, PayPal-ის დამფუძნებელი, რომელიც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, უამრავ დაბრკოლებას შეხვდა, როგორიც იყო ავტომანქანების ინდუსტრიის მიერ წაყენებული საკითხი ელექტრო მანქანების არაპრაქტიკულობის თაობაზე, ასევე საბანკო ოპერაციების ინტერნეტის საშუალებით განხორციელების შეუძლებლობა და ამასთანავე, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის მარსზე გამგზავრება ვერაფრით მოხერხდებოდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მასკი აგრძელებს წინააღმდეგობების უგულებელყოფას და ამტკიცებს, რომ მისი კრიტიკოსები სცდებიან. ამის მთავარი მიზეზია – ის შეუდრეკელი ოპტიმისტია. მან ჩვევად აქცია იმ გზების ძიება, რომლებიც ყველაფერს შესაძლებელს გახდიდა. მისი თქმით: „თუკი დილით გაიღვიძებთ იმ აზრით, რომ მომავალი უკეთესი იქნება, მაშინ ნამდვილად ნათელი დღე გექნებათ. სხვაგვარად ეს არ მოხდება“.

გარისკეთ – ბეიონსე ნოულსი – მუსიკოსი

ბეიონსემ ჩვევად აქცია ნებისმიერი გამოწვევის ცდა, მაშინაც კი, როცა საქმე დიდ რისკებს ეხება და დამარცხების საშიშროება არსებობს. „ვერასდროს ვიქნები დაცული“, ამბობს ის, „მე ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ. საკმარისია ერთს მივაღწიო, უფრო მაღლა ვუმიზნებ. სწორედ ამან მომიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ“. წარმატებული ადამიანები რისკზე მიდიან, როდესაც სხვები ფრთხილობენ. მაშინაც კი, თუ ისინი პირველად ვერ აღწევენ საწადელს, ისინი საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და თავიდან ცდიან, რის შედეგადაც გრძელვადიან პერსპექტივაში წარატებას აღწევენ.

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ – მარკ ცუკერბერგი

2015 წელს, Facebook-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ ყოველ ორ კვირაში ერთ წიგნს წაიკითხავდა. ბილ გეითსი კვირაში ერთ წიგნს კითხულობს, ხოლო ამერიკელი ბიზნეს მაგნატი უორენ ბაფეტი დღის 80 პროცენტს კითხვას უთმობს. ცნობილია, რომ წარმატებული ადამიანების უმეტესობა ბევრს კითხულობს და საკმაოდ შერჩევითა, როცა საქმე საკითხავს ეხება. როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ არა მხატვრულ ლიტერატურას, არამედ საგანმანათლებლოს და ასევე სხვა წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს.

იყავით აქტიურები – ბარაკ ობამა

ბარაკ ობამას აქვს მკაცრი, კვირაში ექვს დღიანი, 45 წუთიანი ვარჯიშის რეჟიმი, რომელიც მან შეინარჩუნა მთელი პრეზიდენტობის მანძილზე. ის აერთიანებს კარდიოს და გამძლეობას. ის ასევე ცნობილია, როგორც ვაშინგტონის სხვადასხვა ფედერალური შენობების კალათბურთის მოედნების ხშირი სტუმარი. მთავარი რედაქტორი ანა უინტური ყოველ დღე ერთი საათი ჩოგბურთს თამაშობს სამსახურამდე. რიჩარდ ბრენსონი კაიტსერფინგით არის დაკავებული, როცა ჯენიფერ ენისტონი ყოველ დილით სპინ-იოგას კომბოს აკეთებს. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ აქტიური გონისთვის საჭიროა რეგულარული სხეულის გავარჯიშება.

სიჩუმის განცდა – ოპრა უინფრი – ტოქშოუს მასპინძელი

ოპრა უინფრი დღეში 20 წუთის განმავლობაში სიჩუმეში ატარებს. მისი თქმით: „ერთი რამ, რაც მინდა არის საკუთარი თავის ცენტრში დაყენება და საკუთარი თავის შეგრძნება ყოველ დღე. იმიტომ რომ 1000-ჯერ უკეთესი ვარ, როცა ამას ვაკეთებ“. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ მედიტაცია ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციას და უამრავი წარმატებული ადამიანი ამას აკეთებს, როგორებიც არიან ჯეფ უეინერი (Linkedin-ის აღმასრულებელი დირექტორი), რასელ სიმონსი (Def Jam Records-ის აღმასრულებელი დირექტორი) და ლედი გაგა.

ესეც ასე, ძალიან მარტივი ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღ, ბალანსირებულ ცხოვრების წესს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანებისგან, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან . ასევე, არ დაგავიწყდეთ ტრანქუინის ქილის ყოველდღიურ ჩვევად გადაქცევა. 

დიდების სათამაშო მოედანი

„დიდების სათამაშო მოედნები“ – ტერმინი აღვიძებს იმ დროის მოგონებებს, როცა თქვენ და თქვენი სამი მეგობარი აღმოჩნდით შაბათ-კვირის წვეულებაზე, რომელიც მოიცავდა: ლეოპარდის პრინტიან ქამარს, სამხილებით სავსე დაუმიზნე-და-გადაიღე ფოტოკამერას და ანულირებულ ქორწინებას. კარგი დრო იყო. მაგრამ სანამ თქვენ არასწორი აზრი შეგექმნებათ, გაცნობებთ, რომ ჩვენი დიდების სათამაშო მოედანი რაიმე საეჭვო ქცევას არ გულისხმობს.

ეს უფრო ეხება ურბანულ სათამაშო მოედნებსა და პარკებს, რომლებითაც შეუძლიათ ისიამოვნონ, როგორც უფროსებმა, ასევე ბავშვებმაც. ისინი ხშირად ისე არის მოწყობილი, რომ ზრდასრულმა ადამიანმა თავის თავში კვლავ აღმოაჩინოს პატარა ბავშვი, საკუთარ თავს სხვადასხვა ჯანსაღ აქტივობებში ჩართულობით დაეხმაროს სტრესის მოხსნაში და ეს ყველაფერი ნებისმიერი ძვირადღირებული სპორტული ვარჯიშების პროგრამაზე ხელის მოწერის გარეშე.

ეს ტრენდი, მთელი მსოფლიოს მასაშტაბით დიზაინერებისა და ქალაქის დაგეგმარების მუშაკების მიერ არის შემოტანილი. გთავაზობთ სტერილური, სპორტულ დარბაზში ვარჯიშის სასიამოვნო ალტერნატივას, ვარჯიშს, სოციალიზაციას, კრეატიულობას და გართობას საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალურ ადგილებში.

ჩვენ მოვიძიეთ ხუთი არაჩვეულებრივი დიდების სათამაშო მოედანი მთელი მსოფილოს მასშტაბით, რათა თქვენ გაგაოცოთ და ვიმედოვნებთ, ერთხელ თქვენ თავადვე გამოსცდით ამას. 

სუპერკილენი – კოპენჰაგენი, დანია

სუპერკილენი დიდების სათამაშო მოედნის იდეალური მაგალითია. პარკი სამ ნაწილად იყოფა: წითელი კვადრატი, შავი ბაზრობა და მწვანე პარკი, რომლიდანაც თითოეულს აქვს თავისი უნიკალური დიზაინის ელემენტები, როგორებიცაა გასართობი მოწყობილობებბ, ბარებკიუს და პიკნიკის სივრცეები, მწვანე ზონები, ცხოველების მონაკვეთები, სპორტული მოწყობილობები ისევე, როგორც რამდენიმე ველოსიპედის ბილიკი. პარკი განკუთვნილია მრავალფეროვნების აღსანიშნავად და მოიცავს ნივთებს, როგორიცაა საქანელები ერაყიდან, სკამები ბრაზილიიდან, საძრომები ზანზიბარიდან, შადრევანი მოროკოდან და იაპონური რვაფეხას ჯუნგლების სპორტულ დარბაზი. ამ ადგილასთითოეული იპოვის თავისთვის სასურველ რამეს.

მაუნთ მითე – ბერლინი, გერმანია

იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ცოცვა, მაუნთ მითე განთავსებულია ბერლინის შუაგულში. ეს არის მაღალი უზარმაზარი თოკების შეჯამება, რომელსაც გააჩნია სამი სხვადასხვა დონე, ექვსი სხვადასხვა კურსი, ოთხმოცდაათი სხვადასხვა წინაღობე და არაჩვეულებრივი ქალაქის ხედი, თუკი თქვენ, რა თქმა უნდა, არ თავბრუსხვევას არ უჩივით. თუ ცოცვა თქვენთვის შესაფერისი არ არის, მაშინ შეგიძლიათ სანაპიროზე ფრენბურთის თამაშით ისიამოვნოთ, ან კი იქვე მდებარე ჰავაურ ბარში დატკბეთ გემრიელი კერძებითა და სასმელებით.

ვეფხვი და კუ – ჯადოსნური მთა, დუისბურგი, გერმანია

დაპროექტებულია დიზაინერი მხატვრების – ჰეიკე მუთერის და ულრიხ გენტის მიერ. ეს ამაღლებული გზა მიმსგავსებულია ამერიკულ ატრაქციონებს მანქანების გარეშე. 21 მეტრის სიმაღლის ბილიკი მოთავსებულია დუისბურგის მთაზე, რომელიც თქვენს თვალწინ არაჩვეულებრივ ხედებს შლის. მსურველებს შეუძლიათ აისეირნონ, აირბინონ ან აცოცდნენ ამ ბილიკზე, თუმცაღა სადღაც ფიზიკურად ჩაკეტილი გზა დაგხვდებათ. ღიაა დღისით და ღამით, განათებულია და ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილებაა მათთვის, ვისაც გაუმართლა იქ მოხვედრა.

ქალაქის მუზეუმი, სენტ-ლუისი, აშშ

მუზეუმი, რომელიც მოიცავს 600, 000 კვადრატულ ფუტზე მეტს, არის ზღაპრული ადგილი დიდებისთვისა და პატარებისთვის. ის შედგება სხვადასხვაგვარი არქიტექტურული და ინდუსტრიული ობიექტებისგან, სადაც სტუმრები წახალისებულნი არიან შეეხეონ, იცოცონ და ითამაშონ სხვადასხვა გამოფენებზე. მას გააჩნია ათ სართულიანი სასრიალო, ხელოვნური გამოქვაბულები, ეშმაკის ბორბალი და ორი თვითმფრინავი. ხოლო შაბათ-კვირას, საღამოობით, ის ღიაა მხოლოდ ზრდასრულთათვის და გააჩნია ბარი მათთვის, ვისაც კიდევ უფრო მეტად სურს გართობა.

ჯეჯუ ლავ ლენდი, სამხრეთ კორეა

კარგი, ეს ადგილი მოიცავს იმ „სხვა“ უფროსების სათამაშო მოედანს, რომლის შესახებ თქვენ ჯერ კიდევ ფიქრობთ. აღწერილი, როგორც ეროტიული თემატიკის პარკი, ის გაიხსნა 2004 წელს, რის უკანაც სექსის გარშემო ტრადიციული ტაბუს დარღვევის მცდელობა იყო და სექსუალურობის ბუნებრივი სილამაზის აღნიშვნა. პარკი მოიცავს 140 სკულპტურას, რომელიც სხვადასხვა სექსუალურ პოზას განასახიერებს, ისევეე როგორც, ასევე წარმოდგენილია ეროტიულ ვიდეოები და სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები. პოპულარული მათთვის, ვინც თაბლობის თვეშია, ეს პარკი მკაცრად მხოლოდ ზრდასრულთათვისაა.

მიდით, ჩაიკარით გულში თქვენი შინაგანი ბავშვი და მოძებნეთ დიდების სათამაშო მოედანი თქვენს ახლომახლოს, რათა მოიხსნათ სტრესი, ივარჯიშოთ, იურთიერთოთ და აღნიშნოთ სამუდამოდ ახალგაზრდად ყოფნა! 

გამწვანდით

თქვენი ოფისის ხელახალი წარმოდგენა შესაძლებელია მწვანე ოაზისად გამოიყურებოდეს. გასაღების კაკუნი შეიძლება მწვანე ფოთლით დაფარულ მიწაზე შხაპუნა წვიმის წკაპა-წკუპად ისმოდეს. ულმობელი ტელეფონის ზარი კი რომელიმე ტროპიკული ფრინველის მეწყვილესთვის განკუთვნილ ძახილს წააგავდეს. წყლის ქულერის ბუყბუყი კი შესაძლებელია უზარმაზარი ჩანჩქერის ხმას გავდეს, რომელიც წყაროში ჩაედინება. ვის ვატყუებთ, არა? NASA-ს უფრო მეტი შანსი აქვს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღმოაჩინოს მარსზე, ვიდრე თქვენს წინ განლაგებულ მონოქრომატულ პატარა გადატიხრულ ოთახებში.

საბედნიეროდ, არსებობს ბუნების თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოტანის რამდენიმე გზა. პირველი გზა – დრამატული შეუსრულებელი მისიის მსგავსი თავის დაღწევა, ჯერ ოფისიდან, ხოლო შემდეგ შენობიდან, ქვემოთ ნასვადგომებისკენ, სადაც სწრაფმავალი გემი გელოდებათ, რათა შორეულ კუნძულზე გაგაქროლოთ, სადაც ჰერმეტული ცხოვრებით იცხოვრებთ, ასლის გადამღები მანქანებისა, ფლურესცენციული განათებისა და ბუღალტერ ბიბთან სამზარეულოში უხერხული საუბრებისგან შორს. ეჰ, ეს კი არაპრაქტიკულად ჟღერს…

მეორე გზა, უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილებაა – მეტად გაამწვანეთ თქვენი ოფისი. ექსეტერის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თანამშრომლები 15 პროცენტით უფრო პროდუქტიულები არიან, როცა მათ სამუშაო სივრცეში რამდენიმე სახლის მცენარე არის. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მიუხედავად პოპულარული მოსაზრებისა, ცარიელი და დაუსახლებელი სამუშაო სივრცე ადამიანებს უფრო არაპროდუქტიულებს ხდის.

Tranquini-ს სურს დაგეხმაროთ სტრესის ცნობადობის თვეში და მოგცეთ რჩევები, თუ როგორ ახდნეს სასწაულებს, ამაღლებს პროდუცტიულობას და გინარჩუნებთ სიჯანსაღეს, სამუშაო სივრცის გამწვანება. 

საოფისე მცენარეები უფრო პროდუქტიულს გხდით

დამტკიცებულია, რომ მცენარეების ყოფნა თქვენს სამუშაო სივრცეში გეხმარებათ კოგნიტურ დავალებებში, ამასთანავე აუმჯობესებს კონცენტრაციას და ყურადღებას. კვლევებმა აჩვენა, რომ ნაკლებად ხდება შეცდომების დაშვება და მაღალი კონცენტრაციის ხარისხის შედეგად დავალებებიც უფრო სწრაფად სრულდება. კონცენტრაციის მაღალი ხარისხი შეიძლება კავშირში იყოს ჟანგბადის მომატებასა და ნახშირორჟანგის კლებასთან.

მცენარეები სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის

ძალიან რთულია ოფისში ვირუსისგან თავის დაცვა, თუკი თქვენ სამსახურში არ მიხვალთ ბუშტში მოთავსებული ბიჭუნას ფორმაში. საბედნიეროდ, თუკი თქვენ სამუშაო სივრცეში მცენარეები გაქვთ, მაშინ ისე ხშირად არ გახდებით ავად. ეს დაკავშირებულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან, ისევე, როგორც მტვერის კლებასა და ბაქტერიების შთანთქმასთან. საღებავი, ავეჯი, პლასტიკატი და საწმენდი საშუალებები ასევე წარმოშობს ტოქსინებს, რომლების შემცირებასაც მცენარეები ხელს უწყობს. ასე რომ, თუ გსურთ თავი აარიდოთ თქვენი თანამშრომლის ხველას, მაშინ გაამწვანეთ თქვენი მაგიდა.

ბუნებრივი ფერები თავს უკეთესად გაგრძნობინებთ

ისეთი ფერები, როგორიცაა მწვანე და ლურჯი, ორი ყველაზე ხშირი ფერი ბუნებაში, დამტკიცებულია, რომ აუმჯობესებს კონცენტრაციას და ზოგადად უკეთესად გაგრძნობინებთ თავს. მაშინ როცა თქვენი უფროსი არ მოგცემთ მაგიდის ან თქვენი მონაკვეთის შეღებვის უფლებას, რატომ არ უნდა სცადოთ მაგიდის ერთი ან ორი მცენარით მორთვა? სუვენირები, სურათები და პირადი ნივთები ასევე ხელს უწყობს პროდუქტიულობისა და ბედნიერების ხარისხის ამაღლებას. ასე რომ, რას ელოდებით? გადააქციეთ თქვენი პირადი სივრცე თქვენ სახატავ ტილოდ.

საოფისე მცენარეები ამცირებენ ხმაურს

თანამედროვე ღია სამუშაო სივრცეები ხშირად ხმაურიანია, რაც ართულებს კონცენტრაციის შენარჩუნებას. ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ მცენარეები გარეშე ხმაურს ამცირებენ 5 დეციბელით, ხმის შთანთქმის, გამრუდების და გარდატეხის შედეგად. მიიტანეთ სამსახურში მცენარე და არ დაგჭირდებათ ბრუნო მარსის იმ სიმღერისთვის ხმის აწევა.

რომელი მცერანეები უნდა იყიდოთ?

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ოფისი ერთნაირად არ არის დაპროექტებული, საჭიროა თქვენი ოფისისთვის მცენარის სწორად შერჩევა. მაგალითად, ობობისებრი მცენარეები არაჩვეულებრივია იმ ოფისებისთვის, რომლებიც მოკლებულია ბუნებრივ სინათლეს, რადგან ასეთი მცენარეები ნაწილობრივ განათებასა ან ჩრდილში მაინც ყვავიან. ამის მსგავსად, ბარამბოსაც შეუძლია გადარჩეს პირდაპირი სინათლის გარეშე და ამასთანავე გააუმჯობესოს განწყობა და სამუშაო სივრცე. სპათფილიუმი ასევე კარგი არჩევანია ჩრდილისთვის, თან ცნობილია, როგორც ჰაერის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამაუმჯობესებელი მცენარე. თუ არადა კაკტუსი და წვნიანი მცენარეები ასევე კარგია, რადგან მათ არ სჭირდებათ ბევრი მოვლა.

ასე რომ, თუ არ გაქვთ შორეულ კუნძულზე გაქცევის საშუალება, მაშინ რატომ არ უნდა ჩახვიდეთ უახლოეს სანერგე მაღაზიაში და იკითხოთ რომელიმე მცენარე, რომელიც ჩვენ ჩამოგითვალეთ და ამასთანავე გაუზიაროთ ეს სტატია თქვენს უფროსს, თანამშრომლებს და მეგობრებს? ძალიან მალე თქვენ ოაზისში აღმოჩნდებით, ტრანქუინის წრუპვით, ლარივით ბედნიერი. 

სამუშაო ფლეილისტი

ღია სამუშაო სივრცეები განმარტოების საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან ხშირად თქვენს ყურადღებას შეჯიბრება უწევს ოფისის თანამშრომლების მიმოსვლასთან, ჩვეულებრივ იზოლატორის გაჩენასთან ან კოლეგების ხითხითთან, რომლებიც ინტერნეტში კატების უახლეს მემეებს ათვალიერებენ. ძალიან ხშირად ხმაურის დახშობის ან უფრო სწორედ, თქვენს სამუშაოზე კონცენტრირების ერთადერთი გზა არის ყურსასმენების მორგება და შესაბამისი მუსიკის შერჩევა.

კვლევები აჩვენებს, რომ მუსიკა ხელს უწყობს პროდუქტიულობის ამაღლებას და აუმჯობესებს განწყობას. მაგრამ რას მოვუსმინოთ და როდის? ცნობილია, რომ კლასიკური მუსიკა მსმენელების ინტელექტს ამაღლებს – ასევე ცნობილი, როგორც მოცარტის ეფექტი, ხოლო ბუნების ხმები აუმჯობესებს კონცენტრაციას და ამძაფრებს კმაყოფილების შეგრძნებას. მაგრამ ხანდახან ვეშაპის ხმის მოსმენა არ განიჭებთ ისეთ სიამოვნებას, როგორსაც მოგანიჭებთ Mick and The Stones, ორშაბათს, დაძაბული დილის შეხვედრის შემდეგ.

Tranquini _ში გვესმის, რომ ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება, შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში – სხვადასხვა ფლეილისტი. ასე რომ, ჩვენ შევიმუშავეთ სხვადასხვა ფლეილისტები, რათა სამუშაო დღის გადატანაში დაგეხმაროთ. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გემოვნებას, აქ თქვენ აუცილებლად იპოვით იმას, რაც დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში.

დილის მოგზაურობა

სამუშაო კვირა არ იწყება ოფისში. ის იწყება დილის მოგზაურობისას. ისევე როგორც ათლეტი ავტობუსში, რომელიც დიდ თამაშზე მიემგზავრება, ეს ფლეილისტი თქვენ დაგეხმარებათ მორალურად მოემზადოთ იმისთვის, რაც თქვენ წინ გელით, ან ყველაზე ცოტა – ყურადღება არ მიაქციოთ იმ სიგიჟეს, რაც მეტროს ვაგონის მეორე მხარეს ხდება.

ფოკუსირების დროა

ახლა, როცა თქვენ უკვე ოფისში ხართ, დროა ფოკუსირება მოახდინოთ და მთელი კვირის საქმიანობის გეგმა დაალაგოთ. ვფიქრობთ, ცოტა კლასიკური მუსიკა სასურველ ეფექტს მოახდენს.

დიდი შეხვედრა

თქვენ უკვე დაგეგმეთ მთელი თქვენი საქმიანობა და თითქმის მზად ხართ დიდი პრეზენტაციისთვის. ერთადერთი, რაც გჭრიდებათ – შესაბამისი მუსიკა, რომ საჭირო ტალღაზე გადახვიდეთ, დაიპყროთ მთელი ოთახი და მოხიბლოთ სასურველი კლიენტი.

შუადღის უეცარი დაცემა

დადგა სახიფათო ლანჩის შემდგომი საათები და თქვენ ცოტათი გეძინებათ. მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. რაც თქვენ გჭირდებათ – ენერგიის ამაღლებაა, რომელიც დაგეხმარებათ შუადღის უეცარი დაცემის გადატანაში და გამოგაცოცხლებაში.

შეიგრძენით კარგი მელოდიები

დღე თითქმის დასრულდა, თქვენ ბერვი გააკეთეთ და ამის გამო თავს კარგად გრძნობთ. თქვენ გჭირდებათ კარგად ყოფნის საუნდთრექი, რომელიც მიესალმება თქვენს არაჩვეულებრივ განწყობას და დღეს სასიამოვნო ნოტაზე დაასრულებს.

დარწმუნებულები ვართ, რომ როგორი სირთულეც არ უნდა მოგიტანოთ დღემ, ცოტაოდენი მუსიკა დაგეხმარებათ კარგი განწყობის შენარჩუნებაში, ფოკუსირებასა და სტრესის მოხსნაში – ეს და კიდევ ერთი ქილა Tranquini.

ჰოლი მოლი ზამთარი დასრულდა

იანვარი და თებერვალი ბევრისთვის მძიმე თვეებია. არაფერი განსაკუთრებულად მიმზიდველი არ არსებობს ნაცრისფერის ორმოცდაათ ელფერში, რომელიც მკაცრმა ზამთარმა შეიძლება მოიტანოს. ცივმა ამინდმა და მზის სხივების ნაკლებობამ დაგვიკარგა კაშკაშა დღეზე ოცნებაც კი. ჩვენი ოცნებებიც კი შავ-თეთ ფერებშია. ამიტომაც, როდესაც გაზაფხული მოდის, თავს ვგრძნობთ გაახალგაზრდავებულად. მზე ამოდის, ყვალილობს ყვავილები და ჩვენი გუნება-განწყობილება მაღლდება. ფერები შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში.

იმაზე უკეთესი რა უნდა იყოს, რომ გაზაფხულის მოსვლას შევეგებოთ „ჰოლით“. ეს არის ფერების ინდური ფესტივალი, რომელსაც აღნიშნავენ მთელს მსოფლიოში. ფესტივალი ტრადიციულად აღნიშნავს სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებას და გაზაფხულის შემობრძანებას, ასევე ამ დღესასწაულის დროს ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, ერთობიან, ხუმრობენ, პატიობენ ერთმანეთს, ივიწყებენ წყენას და მადლიერებას გამოხატავენ კარგი მოსავლის გამო.

„ჰოლის“ სულისკვეთებით, არსებობს Tranquini, იმისათვის რომ ნათელი ფერები შეიტანოს ფესტივალ „ჰოლი“-ში იმ დღესასწაულების მსგავსად, რაც ეწყობა მთელს მსოფლიოში, სადაც ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს გასართობად, არიან პოზიტიურები და გარკვეული ფერი შეაქვთ მსოფლიოში. 

ჰოლი – ინდოეთი და ნეპალი

ტრადიციულად ინდური ფესტივალი იმართება მის უდიდეს ნაწილში ჩრდილოეთ ინდოეთსა და ნეპალში, მაგრამ მისი პოპულარობის გამო მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ მას. ფესტივალის განმავლობაში ადამიანები იკრიბებიან ქუჩებში, აღნიშნავენ დღესასწაულს, მღერიან, ცეკვავენ და ღებავენ ერთმანეთს ბუნებრივი ელემენტებისგან და მცენარეებისგან წარმოებული ფერადი საღებავებით. შედეგად კი სახეზეა ფერისა და პოზიტიურობის ვიზუალური მშვენიერება.

ფესტივალი სონგკრანი – ტაილანდი

ტაილანდური ახალი წელი ასევე მოიხსენიება როგორც გაზაფხულის ფესტივალი, იგი ცნობილია წყლის ფესტივალის სახელითაც. ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთის წყლით გაწუწვით ასრულებენ გაწმენდის რიტუალს. წყალი წარმოადგენს სიწმინდეს და ცოდვებისგან და უიღბლობისგან გაწმენდას. ახალგაზრდა თაობა გადის ქუჩებში წყლის უწყინარ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად.

The Colour Run – ლონდონი, ინგლისი

ინსპირირებულნი არიან რა „ჰოლი“-ს ფესტივალით, მონაწილეები ახორციელებენ 5კმ-იან მონაკვეთზე სვლას, თეთრებში ჩაცმულები, რომლის განმავლობაში ისინი თავიდან ფეხებამდე იღებებიან სხვადასხვა ფერის საღებავებით. სირბილის იტერაციებს ასევე ადგილი აქვს მსოფლიოს სხვა ადგილებში, მათ შორის ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკასა და კანადაში. თუ იგი თქვენს ქვეყანაშიც არსებობს, ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელები და შეუერთდით მხიარულებას.

ფორთხლებით ბრძოლა – ივრეა, იტალია

ფორთოხლებით ბრძოლა იმართება იტალიის ჩრდილოეთის პატარა ქალაქ ივრეაში, რომელიც არის იტალიაში ყველაზე უფრო მასიური საჭმლით ბრძოლა. ფესტივალი ტარდება მე-12 საუკუნის ტირანის წინააღმდეგ ქალაქის აჯანყების აღსანიშნავად. მონაწილეები დაჯგუფდებიან ცხრა გუნდად და ებრძვიან ერთმანეთს ფორთოხლებით. თუ არ გიყვართ ეს ხილი, ჩვენ გთავაზობთ დატკბეთ ციტრუსის ფერადი აფეთქებით უსაფრთხო მანძილიდან.

ტომატინა – ბუნიოლი, ესპანეთი

ესპანური ფესტივალი, რომელიც ტარდება ყოველწლიურად ვალენსიის ახლომდებარე ქალაქ ბუნიოლში, მოიცავს მხიარულ საჭმლით ბრძოლას, რომელიც ძირითადად შედგება პომიდვრისგან. ბრძოლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდება, რომლის შემდეგ ქუჩაში პომიდვრის მთელი გორა დგება. ამის შემდეგ სახანძრო მანქანები და ადგილობრივები შლანგით რწყავენ ქუჩებს, ზოგიერთი მონაწილე დასაბანად ჩადის los penones-ს აუზში. მისი პოპულარობის გამო ფესტივალს ესპანეთის ფარგლებს გარეთაც აღნიშნავენ.

ასე რომ, იჩქარეთ, წამოდექით, ჩაიცვით, გადით გარეთ და იზეიმეთ გაზაფხულის შემობრძანება Tranquini-სთან ერთად.

გაზაფხული წმენდს თქვენს გონებას

„ჭიკჭიკი-ჭიკჭიკი“. გაზაფხული დადგა. თავს გრძნობთ ენერგიულად, წამოხტებით ლოგინიდან, ზანტად შედიხართ სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად. გარეთ გადიხართ, რათა შეიგრძნოთ ყვავილების სურნელი და ზუსტად დაგეგმოთ დღე. ეს დღე თქვენია, იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ.

რეალობა კი სრულიად განსხვავებულია. „ტინგ ტინგ“ – გაღვიძებთ ელექტრონული შეტყობინება თქვენს ტელეფონზე თქვენი უფროსისგან, რომელიც გწერთ, რომ მას სჭირდება ის მოხსენება, რომლის გაგზავნაც დაგავიწყდათ ერთი კვირის წინ. გაქვთ 36 პასუხგაუცემელი Whatsapp შეტყობინება, 4 Facebook შეტყობინება, 3 მთავარი ახალი ამბავი. ზანტად წამოდგებით ლოგინიდან და ფეხს ადგამთ უადგილოდ დაგდებულ ლეგოს. ტკივილისგან ღრიალებთ, მივარდებით არეულ სამუშაო მაგიდას ამ მოხსენების მოსაძებნად, მაგრამ ვაი, რომ ვერსად პოულობთ.

გაზაფხული ბევრისთვის წლის საუკეთესო დროა სახლის ან ბინის დასალაგებლად. მაგრამ ის ასევე წარმოადგენს დიდ შესაძლებლობას, გაწმინდოთ გონება არასაჭირო სტრესისგან და დაიწყოთ თავიდან. ამისათვის არსებობს Tranquini, რომელიც დაგეხმარებათ 5 ყლუპით გაწმინდოთ თქვენი ცხოვრება და ხელი შეუწყოთ ახალ, პოზიტიურ პერსპექტივას. 

დაიწყეთ სახლში

დადასტურებულია, რომ აურზაური ნიშნავს ენერგიისგან დაცლას. იგი წარმოქმნის მღელვარებას და ვიზუალური სენსორული გადატვირთვა არ გაძლევს საღად აზროვნების საშუალებას. დაიწყეთ თქვენი საძინებლის დალაგება იმ ნივთების მოშორებით, რაც იწვევს თქვენში შფოთვას, ისე რომ შეძლოთ კარგად დასვენება ღამით. გარეცხეთ ჭურჭელი, დაალაგეთ ჭურჭლის კარადა, გარეცხეთ სარეცხი. სუფთა სახლი უზრუნველყოფს ნათელ გონებას.

დააცარიელეთ თქვენი მაცივარი

ზამთრის ცივმა თვეებმა შეიძლება კვების არაჯანსაღ პირობებში ჩაგაყენოთ. ჩვენი ინსტიქტია გამოვიზამთროდ და მოვიმარაგოთ ცხიმიანი საკვები. კვლევებმა აჩვენეს, რომ ბევრად უფრო ხშირად წაიხემსებთ არეული მაცივრიდან, ვიდრე დალაგებული მაცივრიდან. ახლა შესანიშნავი დროა იმისათვის, რომ მოისროლოთ ვადაგასული პროდუქტი მაცივრიდან და შეანაცვლოთ იგი ახალი პროდუქტებით. რაც უფრო ჯანმრთელად იკვებებით, მით უფრო ჯანმრთელად გამოიყურებით და ჯანმრთელად გრძნობთ თავს.

დაალაგეთ თქვენი სამუშაო სივრცე

თქვენი სამუშაო მაგიდა წარმოადგენს არეულ-დარეული ქაღალდების ზღვას დანაგვიანებული ყავის ფინჯნებით და ქაღალდის სამაგრებით? დადასტურებულია, რომ მოუწესრიგებელი სამუშაო გარემო ნეგატიურად აისახება სამუშაოს შესრულების ხარისხზე, რასაც მოჰყვება გაცდენილი შეხვედრები, ძილიანობა და ზოგადი უუნარობა. ერთი დღე შეამცირეთ შესვენების დრო და დამატებითი დრო გამოიყენეთ არეული ფურცლების მოსაწესრიგებლად და თქვენი სამუშაო მაგიდის დასალაგებლად. თქვენ დაუბრუნდებით მაქსიმალურ შრომისუნარიანობას პირველივე მცდელობისთანავე და ამისათვის დაიმსაუხრებთ თქვენი უფროსის სიყვარულს.

მოაწესრიგეთ თქვენი ინტერნეტ ცხოვრება

თანამედროვე სამყაროში, სადაც 24/7-ზე უნდა იყოთ კავშირზე, ჩვენ ხშირად გადავამეტებთ ხოლმე და თვალს ვერ ვაშორებთ ჩვენს კომპიუტერებსა და ტელეფონებს. „მრავალი სტიმულის“ ვიზუალური შთანთქმა ამცირებს ჩვენს უნარს, დავამუშაოთ ინფორმაცია. იგი ქმნის უზარმაზარ სტრესსა და მღელვარებას. ჩვენი ტვინი გადატვირთულია ინფორმაციით, რომელიც არ გვაძლევს საღად აზროვნების ან შემოქმედებითი აზროვნების საშუალებას. გაიხადეთ ყოველდღიურ ჩვევად, რომ გამორთოთ ეკრანები რამდენიმე საათით და მიეცით თქვენს ტვინს უაღრესად საჭირო დასვენების საშუალება და იფიქრეთ მშვიდად.

გადით გარეთ

გარეთ გაზაფხულია. გადით სუფთა ჰაერზე. იყავით აქტიური. ირბინეთ ან ფეხით გაისეირნეთ დიდი ხნის უნახავ მეგობართან ერთად. სუფთა ჰაერზე დაკავდით იოგით. ისუნთქეთ სუფთა ჰაერი. სუფთა ჰაერზე ცოტაოდენი ვარჯიში გამოგაცოცხლებთ, დაწვავთ ზამთრის ზედმეტ ნარჩენებს და გაწმენდთ თქვენს გონებას არასაჭირო სტრესისგან, რომელიც დაგროვდა ზამთრის ცივ თვეებში.

რაღას ელოდებით? შეეგებეთ გაზაფხულს, მიირთვით Tranquini და გაიზიარეთ ჩვენი სასარგებლო რჩევა-დარიგება. თავს უთუოდ იგრძნობთ მშვიდად პირველივე მცდელობისთანავე.