Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. The query does not contain the correct number of placeholders (2) for the number of arguments passed (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-includes/functions.php on line 4192
. წარმატებული ადამიანების 5 ჩვევა – TranQuini

წარმატებული ადამიანების 5 ჩვევა

ავტორი ჯონათან ფრენზენი თავის რომანს „შესწობებები“, რომელმაც ჯილდო მიიღო, ყურის ტამპონების, ყურსასმენებისა და თვალებახვეულობის წყალობით წერდა, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ კონცენტრაცია შეენარჩუნებინა. ბრიტანელ მხატვარ ფრენსის ბეკონს ნაბახუსევზე უყვარდა მუშაობა, რადგან მისი თქმით „ჩემს გონებას ენერგიისგან ხრაშახრუში გაუდის, ამიტომ ძალიან ნათლად ვფიქრობ“. ბენჟამინ ფრანკლინს უყვარდა „ჰაერის აბაზანების“ მიღება, რაც გულისხმობდა ყველა კარისა და ფანჯრის გაღებას და ტანსაცმლის გახდას , რაც მას ‘გამოცოცხლებაში“ ეხმარებოდა.

ძალიან ბევრ წარმატებულ ადამიანს ახასიათებს ჩვევა, რომელიც მათ უფრო მეტად პროდუქტიულს ხდის და მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანი საკმაოდ ექსცენტრიულია, უმეტესობის უკან საღი აზრის მარცვალი ნამდვილად იმალება.

მაგალითად, არსებობს ერთ-ერთი მცდარი მოსაზრება, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა დაუზოგავი შრომა, ურთიერთობების, დროისა და ძილის ხარჯზე. მაგრამ გაესაუბრეთ მათ, ვინც ამ საკითხში გათვითცნობიერებულია და მიხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკმარისი ძილი, ოჯახთან და მეგობრებთან გატარებული დრო და ხანდახან ყველაფერს გარიდება.

Tranquini-ში ჩვენ გვჯერა ჯანსაღი, ბალანსირებული ცხოვრების წესის, რომელიც საშუალებას აძლევს შრომას, გართობასა და დასვენებას, ამიტომ ჩვენ ვიპოვეთ ხუთი წარმატებული ადამიანი, რომელიც ამ აზრს ეთანხმება. გააგრძელეთ კითხვა და იყავით შთაგონებულნი. 

ყოველთვის იყავით პოზიტიურად განწყობილნი – ელონ მასკი – Tesla

Tesla-ს, Space X-ის კორპორაციების აღმასრულებელი დირექტორი, PayPal-ის დამფუძნებელი, რომელიც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, უამრავ დაბრკოლებას შეხვდა, როგორიც იყო ავტომანქანების ინდუსტრიის მიერ წაყენებული საკითხი ელექტრო მანქანების არაპრაქტიკულობის თაობაზე, ასევე საბანკო ოპერაციების ინტერნეტის საშუალებით განხორციელების შეუძლებლობა და ამასთანავე, რომ მისი სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის მარსზე გამგზავრება ვერაფრით მოხერხდებოდა. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მასკი აგრძელებს წინააღმდეგობების უგულებელყოფას და ამტკიცებს, რომ მისი კრიტიკოსები სცდებიან. ამის მთავარი მიზეზია – ის შეუდრეკელი ოპტიმისტია. მან ჩვევად აქცია იმ გზების ძიება, რომლებიც ყველაფერს შესაძლებელს გახდიდა. მისი თქმით: „თუკი დილით გაიღვიძებთ იმ აზრით, რომ მომავალი უკეთესი იქნება, მაშინ ნამდვილად ნათელი დღე გექნებათ. სხვაგვარად ეს არ მოხდება“.

გარისკეთ – ბეიონსე ნოულსი – მუსიკოსი

ბეიონსემ ჩვევად აქცია ნებისმიერი გამოწვევის ცდა, მაშინაც კი, როცა საქმე დიდ რისკებს ეხება და დამარცხების საშიშროება არსებობს. „ვერასდროს ვიქნები დაცული“, ამბობს ის, „მე ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ. საკმარისია ერთს მივაღწიო, უფრო მაღლა ვუმიზნებ. სწორედ ამან მომიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ“. წარმატებული ადამიანები რისკზე მიდიან, როდესაც სხვები ფრთხილობენ. მაშინაც კი, თუ ისინი პირველად ვერ აღწევენ საწადელს, ისინი საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და თავიდან ცდიან, რის შედეგადაც გრძელვადიან პერსპექტივაში წარატებას აღწევენ.

იკითხეთ, იკითხეთ, იკითხეთ – მარკ ცუკერბერგი

2015 წელს, Facebook-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა პირობა დადო, რომ ყოველ ორ კვირაში ერთ წიგნს წაიკითხავდა. ბილ გეითსი კვირაში ერთ წიგნს კითხულობს, ხოლო ამერიკელი ბიზნეს მაგნატი უორენ ბაფეტი დღის 80 პროცენტს კითხვას უთმობს. ცნობილია, რომ წარმატებული ადამიანების უმეტესობა ბევრს კითხულობს და საკმაოდ შერჩევითა, როცა საქმე საკითხავს ეხება. როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ არა მხატვრულ ლიტერატურას, არამედ საგანმანათლებლოს და ასევე სხვა წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებს.

იყავით აქტიურები – ბარაკ ობამა

ბარაკ ობამას აქვს მკაცრი, კვირაში ექვს დღიანი, 45 წუთიანი ვარჯიშის რეჟიმი, რომელიც მან შეინარჩუნა მთელი პრეზიდენტობის მანძილზე. ის აერთიანებს კარდიოს და გამძლეობას. ის ასევე ცნობილია, როგორც ვაშინგტონის სხვადასხვა ფედერალური შენობების კალათბურთის მოედნების ხშირი სტუმარი. მთავარი რედაქტორი ანა უინტური ყოველ დღე ერთი საათი ჩოგბურთს თამაშობს სამსახურამდე. რიჩარდ ბრენსონი კაიტსერფინგით არის დაკავებული, როცა ჯენიფერ ენისტონი ყოველ დილით სპინ-იოგას კომბოს აკეთებს. წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ აქტიური გონისთვის საჭიროა რეგულარული სხეულის გავარჯიშება.

სიჩუმის განცდა – ოპრა უინფრი – ტოქშოუს მასპინძელი

ოპრა უინფრი დღეში 20 წუთის განმავლობაში სიჩუმეში ატარებს. მისი თქმით: „ერთი რამ, რაც მინდა არის საკუთარი თავის ცენტრში დაყენება და საკუთარი თავის შეგრძნება ყოველ დღე. იმიტომ რომ 1000-ჯერ უკეთესი ვარ, როცა ამას ვაკეთებ“. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ მედიტაცია ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციას და უამრავი წარმატებული ადამიანი ამას აკეთებს, როგორებიც არიან ჯეფ უეინერი (Linkedin-ის აღმასრულებელი დირექტორი), რასელ სიმონსი (Def Jam Records-ის აღმასრულებელი დირექტორი) და ლედი გაგა.

ესეც ასე, ძალიან მარტივი ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც ხელს უწყობს ჯანსაღ, ბალანსირებულ ცხოვრების წესს, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანებისგან, რომლებიც დღესაც ცოცხლები არიან . ასევე, არ დაგავიწყდეთ ტრანქუინის ქილის ყოველდღიურ ჩვევად გადაქცევა. 


Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/blog_post.php on line 178
You may also like...

Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/footer.php on line 164

Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/footer.php on line 176