რომანტიკული ჟესტები

რომანტიკული ლანდშაფტი რთულად მართვად სამყაროდ გადაიქცა. სად შეუძლია ადამიანს სიყავრულის პოვნა დღეს? ტინდერში? ჰეპპენში? ოქეი კუპიდში? გრაინდერში? როდესაც გახსნი ამ აპლიკაციას რას აკეთებ? ასრიალებ თითს, მარცხნივ? მარჯვნივ? ზევით თუ ქვევით? “სელფის” გადაღება კარგის თუ ცუდის ნიშანია? ენდობი ბიჭს სახელად ბიფი, რომელსაც ჰყავს ბულდოგი სახელად ბრუზერი, რომლის ჰობიც არის პოეზია და კროსფიტი?

სამყაროში, რომელიც უგრძნობი გახდა წუთიერი გატაცებებით და ურთიერთ-გასაცნობი აპლიკაციებით, ადვილია სიყვარულის შესახებ ცინიზმით საუბარი. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, რადგან კარგი ადამიანები შეგახსენებენ, რომ სიყვარული საკმაოდ ცოცხალი და ჯანმრთელია. შევამოწმოთ ყველა დროის ხუთი ყველაზე რომანტიკული ჟესტი, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ სიყვარულში.

რომეო და ჯულიეტა

ალბათ შექსპირის ყველაზე ცნობილი პიესა უიღბლო შეყვარებულების შესახებ სხვადასხვა ოჯახებიდან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ უმჯობესი იყო მომკვდარიყვნენ, ვიდრე ერთმანეთის გარეშე ეცხოვრათ, მაგრამ მათ ტრაგიკულ სიყვარულს ამაოდ არ ჩაუვლია. სიყვარულის ფატალურმა აქტმა ორი ყველაზე გავლენიანი ოჯახი ვერონაში ერთად შეჰყარა და ახალგზარდებს მრავალი წლის განმავლობაში სიყვარული შთააგონა.

ტაჯ მაჰალი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული საოცრება, ტაჯ მაჰალი წარმოადგენს მავზოლეუმს, რომელიც აშენებულია მუმთაზ მაჰალის სიკვდილის აღსანიშნავად, რომელიც გახლდათ შაჰ იაჰანის მესამე ცოლი, რომელიც გარდაიცვალა მე-14 შვილზე მშობიარობისას. დამწუხრებულმა შაჰ იაჰანმა დაავალა შენობის აგება მის საპატივსაცემოდ, სიყვარულის სახელით. საინტერესოა, როგორ მიიღო ეს მისმა ორმა ცოლმა?

ედუარდ VIII სიყვარულის გამო სამეფო ტახტზე უარი თქვა

1936 წელს გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V გარდაიცვალა და სამეფო ტახტი თავის ვაჟს, ედუარდ VIII დაუტოვა. ედუარდი შეყვარებული გახლდათ ამერიკელ სოციალისტ უალის სიმპსონზე. იგი არათუ ბრიტანელი არ იყო, არამედ განქორწინებულიც გახლდათ, რაც იმ დროისათვის სკანდალად ითვლებოდა. ედუარდი არჩევანის წინაშე დადგა სამეფო ტახტს და სიყვარულს შორის და ვინაიდან ის რომანტიკოსი იყო, მან სიყვარული არჩია. წყვილი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა.

ჯეი ზიმ ბიონსეს კუნძული უყიდა

როდესაც შენ ჯეი ზი ხარ, ყვავილების უბრალო თაიგული საკმარისი არ არის. ბიონსეს 29-ე დაბადების დღეზე ჯეიმ წინ ერთი ნაბიჯი გადადგა და მას კუნძული უყიდა ფლორიდას სანაპიროზე, რომლის ღირებულება 20 მილიონი დოლარია. უდავოა, რომ ფასი იაფი არ არის.

ჯასტინ ბიბერმა სელენასათვის არენა დაიქირავა

17 წლის ასაკში ჯასტინ ბიბერმა თავისი მეგობარი გოგონა სელენა გომესი პაემანზე მოიწვია ლოს ანჟელესში, კალიფორნაიში სტეპლ ცენტრში, მეოცდაერთიათასე ადგილზე. წყვილმა მარტო უყურა ტიტანიკის დახურულ ჩვენებას. რაც შეეხება პაემანს, ბიებრმა ტვიტერში გაავრცელა ინფორმაცია: “რომანტიკა არ მომკვდარა. მოექეცით თქვენს გოგონებს, როგორც ჯენტლმენები”. და თუ ეს სიტყვები საერთაშორისო პოპ სენსაციიდან ამაში არ დაგარწმუნებთ, მაშინ ვერც სხვა რამ დაგარწმუნებთ.

ასე რომ, გაუზიარეთ სიყვარული, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და უყიდეთ თქვენს მეგობარ გოგონას კუნძული. თუ ამას ვერ შეძლებთ, რას იტყვით ერთ ქილა ტრანქუინზე? 

შოკოლადის მოყვარულთათვის

ფორესტ გამპის მიხედვით “დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, რომ ცხოვრება ჰგავს შოკოლადის კოლოფს, როდესაც არ იცი, თუ რომელი შეგხვდება”. მაპატიეთ ქ-ნ. გამპის საწინააღმდეგო აზრის გაჟღერებისათვის, მაგრამ საკმარისად ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისათვის, რომ დავამტკიცოთ შოკოლადის გონებრივი, ფიზიკური და სექსუალური სარგებლობის ფართო სპექტრი.

რადგან ვალენტინობის დღე გვიახლოვდება, ახლა სწორედ დროა, ვისაუბროთ შოკოლადის სხვადასხვა თვისებების შესახებ, რაც მოგანდომებთ, რომ თქვენთვის ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანს შოკოლადის კოლოფი მიართვათ საჩუქრად.

შავი შოკოლადი ამცირებს სტრესს

კვლევებმა დაადასტურა, რომ შავი შოკოლადი განსაკუთრებით გვეხმარება თირკმელზედა ჯირკვლებიდან სტრესის ჰორმონების გამოყოფის ჩახშობაში მღელვარების გამომწვევ სიტუაციაში. ასე რომ, თუ თქვენ თავს ოდნავ განერვიულებულად გრძნობთ, სანამ თქვენი რომანტიული სანთელი ანათებს ორ პერსონაზე გაშლილი სადილის მაგიდაზე, რატომ არ შეიძლება დააგემოვნოთ რამდენიმე ცალი შოკოლადი, რათა საკუთარ თავს რელაქსაციაში დაეხმაროთ. ამის გამო თქვენი პარტნიორი მთელი ღამის განმავლობაში თქვენთვის საქებარ სიტყვებს არ დაიშურებს.

შოკოლადი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

დადასტურებულია, რომ კაკაო შეიცავს სისხლის შედედების საწინააღმდეგო, სისხლის გამათხელებელ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის მიმოქცევის ზრდას. ყოველდღიურად მცირე რაოდენობით შავი შოკოლადის მიღება (ერთი ან ორი ფილა) ასევე დაიცავს თქვენს გულს ანთებითი პროცესებისაგან და შეამცირებს გულთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების შანსს. ამბობენ, რომ შავი შოკოლადი უპირატესობას ფლობს რძიან შოკოლადთან შედარებით, რამდენადაც მასში მაღალია ფლავანოლი, ნაკლებია შაქარი და ცხიმი. რასაკვირველია, ყველაფერი საჭიროა ზომიერების ფარგლებში.

შოკოლადი აძლიერებს ტვინის მოქმედებას

ფლავანოლი, ანტიოქსიდანტი, რომელიც გვხვდება შოკოლადში, დადასტურებულია, რომ ზრდის სისხლის მიმოქცევას ტვინში, რაც თავის მხრივ აუმჯობესებს მეხსიერებას და აღქმით უნარებს. ერთ ჭიქა წითელი ღვინოც, რომელიც მსგავს ნივთიერებებს შეიცავს და ბლიც-პაემანზე თქვენ დონ ჟუანზე უფრო გონებამახვილი გახდებით.

შოკოლადი სასარგებლოა თქვენი კანისათვის

ამ შესანიშნავი ფლავანოლის ანტი-ოქსიდანტების შემდეგი სარგებელი, რომელიც შავ შოკოლადში გვხვდება, არის ის, რომ ის ეხმარება სისხლის ნაკადს ეპიდერმისში მოხვედრაში, რაც თქვენს კანს უფრო გლუვს, მკვრივს და დატენიანებულს გახდის. ანტი-ოქსიდანტი ასევე იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან – რაც იმას არ ნიშნავს, რომ ვიდრე ზღვის სანაპიროზე გაეშურებოდეთ, შოკოლადით გაიპოხოთ (გთხოვთ გამოიყენოთ მზისგან დამცავი საცხი). ამის მიუხედავად ჩვენ ვერ განვსჯით, თუ რის გაკეთებას განიზრახავთ დახურულ კარს მიღმა.

შოკოლადი გიქმნით კარგ განწყობას

ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი, შოკოლადი შეიცავს უნიკალურ ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ეიფორიას და აღგზნებას, რაც ნიშნავს მღელვარების, თავბრუსხვევის და სტიმულის ზრდას სქესობრივი ურთიერთობისას. იგი ასევე ზრდის მგრძნობელობას, დაკმაყოფილებას და სურვილს. მაშასადამე, ეჭვგარეშეა, რომ იგი არის ყველაზე პოპულარული საჩუქარი ვალენტინობის დღეს ყვავილებთან ერთად.

ასე რომ, რასაც არ უნდა გეგმავდეთ ვალენტინობის დღეს, რატომ არ უნდა გაანებივროთ საკუთარი თავი ცოტაოდენი შოკოლადით. ვინ იცის, იქნებ კუპიდონმა წყალობის თვალით გადმოგხედოთ.

Tranquini De-Stressing Germans

In Germany, we have been sharing a positively relaxed lifestyle philosophy since May 2016. Tranquini helps people to de-stress and it is particularly popular amongst those living a hectic life in big cities. It continues to gain momentum and shelf space in the new year as more people are striving to live a natural and healthy lifestyle without stress. დაწვრილებით „Tranquini De-Stressing Germans“

Tranquini enhancing active relaxation in Egypt

Tranquini has been spreading its positive relaxation in Egypt since 2015. Consumers can find Tranquini in major cities; it is in all main supermarkets including Carrefour and Spinney’s, along with petrol stations On The Run and convenience stores and kiosks.

More than 130 000 people have experienced Tranquini during their stressful moments at work, study, doing sport and during leisure activities on North Coast Summer holidays, inspiring them to enhance active relaxation and positivity.

People in Egypt are in love with the relaxed and focused feeling that drinking Tranquini brings. One of the comments from social media:

#bepositive at the beginning of the day, expect #goodhappens #tranquini a very good start of the day. Follow your #dream and #dreambigger

There’s is a lot of enthusiasm from people to get their hands on the new flavors. One of the consumers commented:

I love the idea and I like the flavor (mixed berries) ? I?m very excited to taste the others.

Drivers getting positive relaxation before their travel at the petrol station
Tranquini Positively Relaxed in Sporting and Social Clubs in the heart of Cairo.
North Coast holidaymakers enjoying Tranquini
Tranquini at After-Sports Events
Office workers enjoying Tranquini
Tranquini sharing positive relaxation with office workers