სულით სერფერი

ყველა სერფერს აქვს ნანახი ფილმი Jaws. წყალში შეცურვის დროს, თითქმის ყველა მათგანს წაუმღერია მისი საუნდრეკი. ტალღებზე მონადირეები ჭეშმარიტად პატივს სცემენ ოკეანესა და მის მთავარ მტაცებელს. თუმცა ცხოვრებაში მხოლოდ რამდენიმე მათგანს თუ შეხვედრია დიდი, დამშეული ზვიგენი. ბეთანი ჰამილტონიც არ განსხვავდებოდა უმრავლესობისგან მანამ, სანამ ერთ დღესაც მისი ცხოვრება არ შეიცვალა.

2013 წელს, 13 წლის ბეთანი, მეგობართან ერთად, ჰავაის კუნძულ კაუაიზე მდებარე სანაპირო თანელსზე, სერფინგით ერთობოდა. სწორედ მაშინ, გოგონას 4 მეტრის სიგრძის ვეფხვისებრი ზვიგენი დაესხა თავს.

მწვავედ დაზიანებული მარცხენა მკლავით იგი ახლომდებარე საავადმყოფოში წაიყვანეს. სწორედ იმ დროს მამამისთვის გეგმიური ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ მუხლზე, თუმცა მამის საოპერაციო მაგიდა ბეთანიმ დაიკავა. ჭრილობების შედეგად, ბეთანიმ სისხლის 60% დაკარგა და ჰიპოვოლემიურ შოკში იმყოფებოდა. იგი ტკივილს ვერ იხსენებს, რადგან მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ესუნთქა.

ბეთანი საავადმყოფოდან ერთი კვირის შემდეგ გამოწერეს. მან სწრაფადვე დაიწყო ახალ რეალობასთან, ცალი ხელით ცხოვრებასთან შეგუება.

არავინ განსჯიდა მას თუკი, იგი ოკეანესთან აღარასოდეს დაბრუნდებოდა. თუმცა ეს ახალგაზრდა ქალი სხვებს არ ჰგავს. დაუჯერებელია, მაგრამ თავდასხმიდან ერთი თვის თავზე, ბეთანი ტალღებზე ცურვას დაუბრუნდა. 

მომდევნო რამდენიმე თვისა და წლის განმავლობაში მან ფიზიკური თერაპიის ინტენსიური კურსი გაიარა. გამძლეობის გასაწრთობი მკაცრი რეჟიმით ისწავლა როგორ შეენარჩუნებინა სხეულის ბალანსი და ცალი ხელის ნაკლებობის კომპენსაციისათვის აუცილებელი მოძრაობები აითვისა. გრძელ სარეაბილიტაციო გზაზე მას უსაზღვრო რაოდენობის პოზიტივი დასჭირდა, რომელიც ალბათ ყველაზე კარგად მის ცნობილ ფრაზაში გამოიხატება: „მე არ მჭირდება სიმარტივე. მთავარია შესაძლებელი იყოს.“

თუმცა ბეთანის მიზანი უბრალოდ ტალღებზე დაბრუნება არ ყოფილა. მას სურდა აეხდინა ოცნება და პროფესიონალი სერფერი გამხდარიყო. ბეთანიმ ეს ოცნება ჯეროვნად აიხდინა.

დღეს ბეთანი, ქალ სერფერთა ლიგაში, პროფესიონალი ათლეტების მხარდამხარ ასპარეზობს. ერთადერთი რითიც იგი სხვა სპორტსმენებისგან განსხვავდება, არის ის, რომ სერფინგის დაფაზე ხელის მოსაჭიდი აქვს, რათა წინ გადახრა და დიდი ტალღის ქვემოდან გამოსრიალება შეძლოს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ფიჯიზე გამართულ პროფესიონალ ქალთა შეჯიბრზე, ბეთანიმ მესამე ადგილი აიღო, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. აღნიშნულ კონკურსზე მანდ ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი სტეფანი გილმორი და მსოფლიოს პირველი ნომერი ტაილერ რაითი დაამარცხა.

ბეთანი მუდამ ირწმუნება, რომ იგი სერფინგით გართობის მიზნით არის დაკავებული და ცდილობს ახალგაზრდა გოგოებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს: „ჩემი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქვს იმის პრივილეგია, რომ ახალგაზრდა გოგოებს თავიანთი ოცნებების ასრულებისკენ ვუბიძგო“.

მისი დაუჯერებელი ისტორია და სიმამაცე მსოფლიოს საინფორმაციო არხების ყურადღების ცენტრში მოექცა. სწორედ ბეთანის ამბავი გახდა ინსპირაცია ფილმისთვის „სულით სერფერი“,რომელიც 2011 წელს ჰოლივუდში გადაიღეს. მთავარ როლებს დენის ქუაიდი და კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ჰელენ ჰანტი ასრულებენ.

„ხელის დაკარგვის შემდეგაც კი ვაკეთებ ყველაფერს, რისი კეთების იმედიც მქონდა. ამით ვცდილობ დავარწმუნო ახალგაზრდა გოგონები, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თუკი ამას მოინდომებ.“

როდესაც საკუთარ გამოწვევებზე ვფიქრობთ, ბეთანი ჰამილტონის მაგალითი უნდა გავიხსენოთ და გავიაზროთ, რომ თუკი ნერვიულობის ნაცვლად, პოზიტიურად განვეწყობით, მწვერვალებსაც დავიპყრობთ. 

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა დღესასწაულების შემდეგ

დღესასწაულებმა ჩაიარა და თქვენ გაიღვიძეთ შეგრძნებით, როგორც კონკიამ მეჯლისის შემდეგ. შეხედავთ თქვენს ანარეკლს სარკეში და იტყვით: ” მე მჭირდება რადიკალური ცვლილებები”. ეს რა თქმა უნდა ბუნებრივი რეაქციაა ერთთვიანი სადღესასწაულო საკვების, სასმელის და საუბრების შემდეგ. სამწუხაროდ უმეტესობა ჩვენთაგანისა ამ ზერეაქციის შედეგად ადგენს სიას, რომელიც სავსეა არარეალური, ბუნდოვანი გეგმებითა და მიზნებით, რომლის შესრულებას ვვარაუდობთ უკვე გუშინდელი დღისთვის. მაგრამ გამოკვლევების თანახმად, მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილი ასრულებს დასახულ გეგმებს , ზუსტად იმიტომ, რომ ისინი არასწორად მიდიან დასახული გეგმების განხორციელების გზაზე.

მაგრამ არ შეშინდეთ, 5 სასარგებლო რჩევით ჩვენ დაგეხმარებით დღესასწაულების შემდეგ მარტივად ჩადგეთ ფორმაში.

არ გადადო, იყავი ენერგიული

როგორც ამბობენ არ არსებობს დრო აწმყოს გადრა. არ შეჩერდეთ წამოწოლილ მდგომარეობაში შედგენილ გეგმებზე. დაიხურეთ ქუდი, გაიკეთეთ ხელთათმანი და მოემზადეთ სარბენად. ან დღესვე ჩაეწერეთ იოგას ჯგუფში,სადაც ყოველთვის გინდოდათ სიარული. ან კიდევ გაიყვანეთ თქვენი შინაური ცხოველი სასეინდოდ . დაიწყეთ წელი აქტიური მოქმედებებით.

იმოქმედე ნელა

იმ დროს, როდესაც ცდილობთ გააკეთოთ ყველაფერი რაც შეიძლება ჩქარა, აღიდგინოთ ჩვეული ფრორმა დღესასწაულების შემდეგ, არის საშიშროება ზედმეტი გულმოდგინებით გადააჭარბოთ და ზიანი მოუტანოთ თქვენს სხეულსა და ორგანიზმს. ამიტომ გახსოვდეთ, რომი ერთ დღეში არ აშენებულა.

იფიქრეთ განსაზღვრული შედეგისთვის

მიზნების დასახვისას რაც არ უნდა იყოს ეს, ფიტნესის თუ დიეტის ნაირსახეობები, შეეცადეთ, რომ ის იყოს რაც შეიძლება კონკრეტული, უკვე განსაზრვრული შედეგით.თუ თქვენი მიზანია დაიკლოთ წონაში, განსაზღვრეთ წინასწარ რა უნდა იყოს შედეგი და შემდეგ დააკვირდით ყოველდღიურად თქვენს პროგრესს. საკითხის გადაჭრა მოითხოვს სტრატეგიას და არა ნებისყოფას.

იყავით სოციალური

დღესასწაულების პერიოდის დასასრული არ გულისხმობს დაუბრუნდეთ მუშაობას და შეწყვიტოთ სოციალური აქტივობა. სოციალურობა ეს არის ერთ–ერთი განმსაზღვრელი თქვენი ჯანმრთელობის, ბედნიერების და ხანგრძლივი ცხოვრების. ამიტომ აუცილებებია თქვენს ყოველდღიურ რუტინაში გამონახოთ დრო ურთიერთობებისთვის.კიდებ უფრო უკეთესია ჩართოთ სოციალურობა თქვენს აქტიურ ცხოვრების წესში. იყოლიეთ აქტიური მეგობრები, რათა მათ მოგცენ მოტივაცია თქვენი მიზნების მისაღწევად.

გეგმა და დასვენება

დღესასწაულების დასრულების შემდეგ ახალ წელიწადს ვუყურებთ როგორც რთულ და გრძელ გასავლელ გზას წინ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელობანი დავგეგმოთ დამსახურებული გაჩერებები ამ გზაზე, რათა გადავტვირთოთ და განვაახლოთ ჩვენი გონება და სხეული. დასვენების მოლოდინში ვმუშაობთ მოტივირებულად და ვრჩებით პოზიტიურ განწყობაზე.

თუ გსურთ თქვენი ახალი წელიწადი იყოს წარმატებული, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. დალიეთ Tranquini, იფიქრეთ პოზიტიურად და პოზიტიური ცვლილებებიც არ დააყოვნებს.

Tranquini Positive Relaxation Experience in Saudi Arabia

Saudi Arabia is an important country globally and plays a trend-setting role in the region. Together with our distribution partner in Saudi Arabia, MOHAMMED BAWAZIR FOR TRADING Co.ltd., Tranquini arrived in September 2016, launching the 2 flavors Mixed Berries and Green Tea Twist in most prominent supermarkets throughout Jeddah, Riyadh and Dammam like Al-Danube, Carrefour, Tamimi,  Manuel and Bindawood. Now the flavor range has been extended to include Ginger & Lemongrass and Hops and Malted Barley. დაწვრილებით „Tranquini Positive Relaxation Experience in Saudi Arabia“