სადღესასწაულო ჰანგები

მუსიკა ძლიერი და დადებითი სტიქიაა. იგი ყველაფერს უცვლის განწყობას. მას შეუძლია თქვენი სულიერი სამყარო დღემდე უცნობ სიმაღლეებზე აიყვანოს. მუსიკა გვეხმარება დაძინებაში ან შთაგვაგონებს მზის ამოსვლამდე გაუჩერებლად ვიცეკვოთ.

მუსიკა ხშირად სხვადასხვა მოვლენებისა თუ რიტუალების განმსაზღვრელია და, მათ შორის, დღესასწაულებისაც. უფრო მეტიც, სწორედ დღესასწაულებს შეუძლიათ წარმოაჩინონ მუსიკა თავისი საუკეთესო ან უარესი კუთხით, გააჩნია თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ საშობაო სიმღერებისა თუ სადღესასწაულო ჰიმნების მიმართ.

რაც არ უნდა ვთქვათ, სადღესასწაულო პერიოდი და მუსიკა ისე ერწყმის ერთმანეთს, როგორც სპორტული ფეხსაცმელი და აიპოდი.

არ აქვს მნიშვნელობა ის დაბალი ხარისხისაა თუ ძველმოდური, უდავოა, რომ მუსიკის გარეშე დღესასწაულები წარმოუდგენელია. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ უამრავ ცნობილ მუსიკოსს აქვს სადღესასწაულო სინგლი ან ალბომი ჩაწერილი. მიმდინარე სეზონზე iTunes-იდან საშობაო სიმღერების ჩამოწერის საოცარი სიმრავლეც სწორედ ამით აიხსნება.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, თქვენთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ცნობილ შემსრულებელთა საშობაო ალბომების საუკეთესო ხუთეულს გთავაზობთ.

A Very Gaga Holiday (გაგასეული შობა) -ლედი გაგა

2015 წლის დეკემბერში გამოშვებულ ალბომში, ლედი გაგა ისეთ საშობაო სიმღერებს ასრულებს, როგორიცაა White Christmas. აქვეა მისი ყველასთვის საყვარელი სიმღერების, მაგალითად You and I–სა და The Edge of Glory-ს აკუსტიკური და ცოცხალი შესრულებები.

Days of Christmas (შობის რვა დღე) – დესთინის ჩაილდ

მართალია ბიონსემ დიდი ხანია, რაც R&B ჯგუფი დატოვა, მაგრამ „შობის რვა დღე“ დღემდე ერთ–ერთი ყველაზე სამახსოვრო სადღესასწაულო ალბომია.

The Taylor Swift Holiday Collection (ტეილორ სვიფტის სადღესასწაულო კრებული ) – ტეილორ სვიფტი

ეს არის ქანთრის ჟანრის სინთეზი საშობაო პერიოდთან. ტეილორის საშობაო კრებულში მოისმენთ “Last Christmas”-ის ფანტასტიურ ვერსიას. ეს სიმღერა თავდაპირველად ოთხმოციანი წლების პოპ ვარსკვლავთა დუეტმა, სახელად Wham! შეასრულა.

Under The Mistletoe (ფითრის ქვეშ) – ჯასთინ ბიბერი

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ დიახ, ჯასთინს საშობაო ალბომიც აქვს. აქ ძველი და ახალი სადღესასწაულო სიმღერების მიქსს რამდენიმე ისეთი მოულოდნელი სტუმარი უერთდება, როგორიც ბასტა რაიმსია. ისინი აუცილებლად შეგიქმნიან ისეთ განწყობას, რომ სიმღერა Drummer Boy–ს ფონზე თქვენც კი გარეპოთ.

Blue Christmas (ლურჯი შობა) – ელვის პრესლი

ელვისის საშობაო ალბომმა კი დროის გამოცდას გაუძლო და ამას ყოველ სადღესასწაულო სეზონზე ამტკიცებს.

ასე რომ, მოძებნეთ თქვენს აიპოდში რაიმე შესაფერისი, ჩართეთ, მოდუნდით და დადებითად განეწყვეთ, რადგან დღესასწაული კარგს მოგვადგა! 

Tranquini Positively Relaxed Annual Partners Meeting

Gathering to close another successful year is quickly becoming a tradition for the Tranquini family. Distribution partners, Investors, Business partners as well as the Tranquini management team came together for the Tranquini Annual Partners Meeting, this year held in Berlin?s renowned Westhafen Convention Centre. დაწვრილებით „Tranquini Positively Relaxed Annual Partners Meeting“

იყავი ჩემი სტუმარი

დასვენების დღეები მოახლოვდა. რელაქსაციის, მოდუნებისა და ამოსუნთქვის დროა. გეძლევა შესაძლებლობა, რომ გასული წელი შეაჯამო და მომავალი გამოწვევებისთვის ფსიქოლოგიურად მოემზადო. თუმცა, „კაკ კუკ“ – ვინ არის? ნუთუ დაგავიწყდა? შენი რძალი, მისი მეუღლე და ორი ბავშვი დასასვენებლად გესტუმრნენ. მთელი წლის ნანატრი უქმე დღეები, რომელიც ასე ძალიან გჭირდება, უეცრად შესაძლოა დიდ გაუგებრობად გადაიქცეს.

დიასახლისისთვის ეს ყოველთვის უდროო დროს ხდება.

თუმცა ნუ შეშინდები. ჩვენ შენთვის ხუთი რჩევა გვაქვს, რომელიც ამ დღეების სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარება.

მოამზადეთ ოთახი სადაც მათ დარჩენა ესიამოვნებათ

სახლის საუკეთესო ოთახი მათ შესთავაზე. თუ მოგიწია, შენი საძინებელიც კი დაუთმე. შეუქმენით ისეთი გარემო, სადაც ყოფნა ესიამოვნებათ. ამგვარად სახლის დანარჩენი ოთახები თქვენთვის თავისუფალი იქნება.

იყავით საქმის კურსში თქვენს ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.

შეეცადეთ ურჩიოთ ისეთი ადგილები, სადაც გართობას შეძლებენ, ამით მათ სახლიდან გაიყვანთ და თავისუფალი დრო დაგრჩებათ. გახსოვდეთ, ხშირად საჭიროა დატოვოთ ისინი მარტო, არ არის აუცილებელი ყველგან თან ახლდეთ.

დაყავით დღე ორ ნაწილად

დღე ორ განსაზღვრულ ნაწილად უნდა გაიყოს. თქვენთვის ეს იქნება დილა და შუადღე, თუმცა რეალურად მათ უნდა დაარქვათ „დრო ჩემთვის“ და „დრო ჩვენთვის“. შეგიძლიათ დღის მონაკვეთებს მონაცვლეობა გაუკეთოთ, თუმცა აუცილებელია, რომ დღის ერთი ნაწილი მთლიანად თქვენს დასვენებას დაუთმოთ. ასე უფრო გაგიადვილდებათ, მეტი ენთუზიაზმით გაატაროთ დღის დარჩენილი ნახევარი თქვენს სტუმრებთან ერთად.

სთხოვეთ დახმარება

ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი სტუმრიანობისას ის არის, რომ ყველაფრის დასუფთავება გიწევთ. როგორც წესი სტუმრები არაფერს ალაგებენ, რადგან მასპინძლები ამის უფლებას არ აძლევენ. თუკი დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ უთხრათ. ეს ცხოვრებას ბევრად გაგიმარტივებთ. თუ არ უნდათ, რომ დაგეხმარონ, მაშინ სავარაუდოდ ეს მათი ბოლო სტუმრობა იქნება.

ბედს შეეგუეთ

რადგან თქვენს სახლში დარჩენაზე დათანხმდით, ეს ნიშნავს, რომ ისინი თქვენთვის ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ხალხია. გახსოვდეთ ეს და ეცადეთ შექმნათ პოზიტიური სადღესასწაულო განწყობა.

ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.