ზეცა ზღვარია

სირბილი დიდი ხნის განმავლობაში იყო პოპულარული საშუალება რელაქსირებისთვის. იმისთვის, რომ მოწყვიტო გონება ყოველდღიურ სტრესს, შეისუნთქო სუფთა ჰაერი და აგრეთვე ფიზიკური ვარჯიშისთვის. მაგრამ როგორც ჩანს, ეს წარმოდგენა თანდათან იმსხვრევა. ბოლო ათ წელიწადში სულ უფრო მეტიადამიანი გადის რეგისტრაციას იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა მარათონშიან ნახევარ მარათონში 10 კილომეტრ მანძილზე. უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით პოლულარული ხდება უსწორმასწორო ზედაპირზე სირბილის სახეობა. რაიან სენდსის ტემპით (მაღალ სიმაღლეზე სირბილის სუპერვარსკვლავი).

გამძლეობაზე მორბენლები არ კმაყოფილდებიან მოლოდ იმით, რომ დარბიან ისეთ მანძილებზე, რომელთა გავლა მანქანით არის შესაძლებელი, ისინი გადადიან უფრო მაღალ ეტაპზე, Skyrunning-ზე, სირბილის ახალი სახეობის მეშვეობით.

Skyrunning-ი განისაზღვრება, როგორც სირბილი მაღალ მთაში. გარდა ამისა,იმისათვის, რომ იყოს კვალიფიცირებული, როგორც ოფიციალური ღონისძიება, სირბილი უსწორმასწორო ზედაპირზე უნდა იყოს სულ ცოტა 2000 ფუტზე ზღვის ზედაპირიდან და ქონდეს საშუალო დახრა 30 გრადუსი!

თუმცა ეს სპორტის სახეობა უდავოდ ყველასათვის არ არის, მის მინდევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი გამძლეობა.

სიმაღლეზე რბენისთვის გამძლეობის გამომუშავება ხანგრძლივი მიზანია, ასე რომ თქვენ უნდა დაიწყოთ რაღაცით, რაც ოდნავ უფრო ადვილია ფილტვებისთვის და გაცილებით უფრო მიმზიდველია თვალისთვის. ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაცი უსწორმასწორო რბენის ტრასა, რომლებზეც თქვენ შეგიძლიათ აიღოთ სტარტი.

რბენა იმოჯენის უღელტეხილზე, აშშ

რბენა სან ჰუანის მთების 14 000 ფუტი სიმაღლის მწვერვალებს შორის მდებარე იმოჯენის უღელტეხილზე წარმოადგენს ინიციაციის რიტუალს კოლორადოს სიმაღლეზე მორბენალთათვის . ტრასა იწყება ქალაქ ურეიში, მიჰყვება 17 მილის გრუნტის გზას, რომელიც აერთებს ყოფილი მაღაროს საგუშაგოს და სამთო-სათხილამურო ქალაქ ტელურიდს.

მონბლანი, საფრანგეთი

ლეგენდარული ტრასა, რომლებიც გარშემო უვლის ევროპის უმაღლესი მწვერვალის მონბლანის ჩრდილში მყოფ ქალაქ შამონის. ყოველწლიურად მონბლანის მარათონი იწყება ქალაქის მოედანზე; წამყვანი მორბენლების წინაა 26.2 მილის სიგრძის ტრასა უძველესი სოფლების და მაღალმთიანი ალპური მდელოების გავლით.

Table Mountain, სამხრეთ აფრიკა

მთა კეიპტაუნში, სამხრეთ აფრიკაში სამოთხეა მორბენალთათვის . ამ მთაზე მრავალი ტრასაა, რომლებიც თვალწარმტაც საოცრებებას სთავაზობენ როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ სპორტსმენებს.

ფუძიამა, იაპონია

დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი, იაპონიის მთა ფუძი ეპიკური ადგილია რბენისთვის. ტრასის ბილიკები მიყვებიან წრეწირზე, რაც მას ხდის სრულყოფილ ადგილად ამ სპორტის სახეობისთვის, მთა ფუძის ულტრატრასის შეჯიბრის მოსაწყობათ. 168-კილომეტრიანი სარბენი წრე იწყება და მთავრდება ქალაქ ფუძი-კავაგუჩი-კოს პარკ იაგიძაკში, იამანაშის პრეფექტურაში, ცირკულირებს მთა ფუძის ირგვლივ, და ჯამში აღწევს დაახლოებით 9 500 მეტრ სიმაღლეს.

უისტლერ ბლექ კომბი, კანადა

სიმაღლე მერყეობს 3000-დან 7000 ფუტამდე (2000 მეტრი) ფარგლებში, უისტლერის ალპური ტრასები შეიძლება იყოს მიმზიდველი ვერტიკალური სიმაღლეების დიდი ჯამის და გაუხშოებული მთის ჰაერის გამო. აქ მორბენლები შეიძლება დაატყვევოს მყინვარების ხედმა, პატარა მდინარეებმა, ცოცხალი ბუნების ღირსშესანიშნაობებმა და ალპური ყვავილების ვრცელმა მდელოებმა.

Free Hugs

ხანდახან ერთი ჩახუტებაც კი საკმარისია, იმისათვის რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს! ეს არის უბრალო და გამოუთქმელი ჟესტი რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს განწყობა. იგი წარმოადგენს სიახლოვის შეგრძნებას, ფიზიკური თანაგრძნობის გამოხატულებას… ჩახუტებისას ჩვენ ვახდენთ არა ვერბალური ფორმით კომუნიკაციას და ფიზიკურ ემპათიას.

თანადგომის ამ მარტივი ფორმით გამოხატულებამ შთააგონა ავსტრალიელი, რომელსაც ხუან მანნის ფსევდონიმით ვიცნობთ. მან 2004 წელს შექმნა გლობალური მოძრაობა,რომელსაც free hugs (უფასო ჩახუტება) ეწოდება.

სწორედ ამ წელს გარკვეული პირადი სირთულეების შემდგომ ხუანი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მშობლიურ სიდნეიში. აქ მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებსაც ის იცნობდა შეცვლილიყვნენ. ის თავს უცხოდ გრძნობდა მშობლიურ ქალაქში.

იზოლაციისა და მარტოობის გრძნობამ მალევე დეპრესიის მორევში ჩაითრია ხუანი, მაგრამ ერთ საღამოს ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა!.. იმ საღამოს ხუანი ესწრებოდა წვეულებას. უეცრად მას მიუახლოვდა სრულიად უცნობი ადამიანი და ჩაეხუტა! “თავი მეფედ ვიგრძენი! ამაზე კარგი განცდა ჯერ არასდროს დამუფლებია !”

ამ შეგრძნებამ ერთი რამ შთააგონა ხუანს: მან მუყაოზე გააკეთა წარწერა “უფასო ჩახუტება!” 

პირველად ხუანმა ეს მუყაო წაიღო სიდნეის სასეირნო ხეივანში, პით სთრით მოლზე. ეს მოხდა 2004 წლის 30 ივნისს. თხუთმეტი წუთის განმავლობაში გამლელები მას ზედაც არ უყურებდნენ, არვინ იყო მზად იმისათვის, რომ მას მოხვეოდა. ბოლოს, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მასთან ერთი ასაკოვნი ქალბატონი მივიდა და მოეხვია.

ხუან მანნი კვლავ და კვლავ იხსენებს იმ მომენტს, როდესაც მისმა მოძრაობამ პოპულარობა მოიპოვა: “პირველი გამომვლელი მომიახლოვდა, მხარზე მომითათუნა და მითხრა, რომ სწორედ ამ დილით მოკვდა მისი საყვარელი ძაღლი. და სწორედ ამასვე დილას, ზუსტად ერთი წლის წინ, მისი ერთადერთი ქალიშვილი დაიღუპა საავტომობილო ავარიაში. და ახლა, ამ წუთას, როდესაც იგი მსოფლიოში ყველაზედ მარტოდ დარჩენილ ადამიანად გრძნობდა თავს, მას არაფერი ისე არ სჭირდებოდა, როგორც ხვევნა. მე დავიჩოქე მის წინაშე, ჩვენ ხელები გადავხვიეთ ერთმანეთს, და მერე – როდესაც იგი დამემშვიდობა – მის სახეს უკვე ღიმილი ამშვენებდა”.

პირველი ჩახუტების შემდეგ ხუან მანნმა დააარსა თავისი მოძრაობა – free hug”უფასო ჩახუტება” – მას შემდეგ იგი ცდილობს შთააგონოს სხვადასხვა ადამიანი მთელს პლანეტაზე, გაუწოდონ ერთმანეთს ხელი, მოეხვიონ ერთმანეთს, თუნდაც, უცნობ გამვლელებს საზოგადოებრივ ადგილებში.

მალევ, ხუან მანნმა დაიმეგობრა ადგილობრივი როკ-ჯგუფის ლიდერი, რომელმაც შექმნა ვიდეო-ჩანაწერი ხუანისა და მისი თანამოაზრეთა მონაწილეობით – დღესდღეობით, ამ მოძრაობის ამსახველი ჩანაწერის აუდიტორიამ 75 მილიონს გადააჭარბა. https://www.youtube.com/watch?v=vr3x_RRJdd4 

ხუან მანნმა ისე გაითქვა სახელი, რომ 2066 წელს ოპრა უინფრის შოუში მიიწვიეს.

ასე რომ თქვენ უკვე იცით ის მარტივი გზა, თუ როგორ უნდა იგრძნოთ თავი უკეთესად. საკმარისია უბრალოდ ჩაეხუტოთ ვინმეს და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში უფასოა. 

გასცდე დადგენილ ჩარჩოებს

ჩვენს დროში, უფრო და უფრო მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ ყოფას. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია სურვილით, გასცდნენ დადგენილ ჩარჩოებს, დაუბრუნდნენ ისეთი ცხოვრების წესს, სადაც მეტია შეგრძნება და განცდა, ხოლო ნაკლებია სტრესი და მატერიალურ პრობლემებზე ზრუნვა. სწორედ ამ თემას ეხმიანება ნოელ ჰენკოკის ისტორია.

2010 წელს, ნოელ ჰენკოკი ცხოვრობდა ისთ-ვილიჯში, კუნძულ მანჰეტენზე. იგი ჟურნალისტად მუშაობდა, მისი ხელფასი კი ექვსნიშნა რიცხვს უახლოვდებოდა. უცხო ადამიანები ფიქრობდნენ, რომ სწორედ ეს იყო “ ამერიკული ოცნება“.

მაგრამ მოგეხსენებათ, როგორია ცხოვრების მაჯისცემა ნიუ-იორკში. მისი დაუნდობელი გიჟური რიტმითა და კონკურენციით! მისს ჰენკოკმა აღმოაჩინა, რომ მთელს ამ ორომტრიალში ვერ ნახულობდა დროს მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ოჯახის წევრებისთვისაც კი. კუნძულზე მცხოვრებ ოთხ მილიონ ადამიანს შორის ის გრძნობდა თავს სრულიად მარტო.

მალევე აღმოაჩინა, რომ ხშირ-ხშირად აღმოხდებოდა გულის სიღრმიდან: ” როგორ მჭირდება შვებულება!” … მერე კი გაახსენდა სადღაც წაკითხული აზრი: თუკი განუწყვეტლივ გგონია, რომ გჭირდება შვებულება, ესე იგი მოვიდა დრო რაღაც შეცვალო შენს ცხოვრებაში.

ერთ მშვენიერ დღესაც, ნოელმა ჩაალაგა ბარგი და მანჰეტენის კუნძულიდან სულ სხვა კუნძულზე გაეშურა: ეს იყო სენტ-ჯონი, ყველაზე პატარა კუნძული შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულების არქიპელაგში.

რაღა თქმა უნდა, ნოელის მეგობრებმა და მისმა ოჯახის წევრებმა ერთხმად იფიქრეს, რომ ნოელი ჭკუიდან შეიშალა : “აბა, როგორ შეიძლება, უბრალოდ წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხარ!” – აპროტესტებდა ნოელის დედა.

მაგრამ ნოელი მტკიცედ იდგა. გადაწყვეტილება არ შეუცვლია და აი, ექვსი კვირის შემდეგ, იგი ჩავიდა ბორანიდან ქრუზ-ბეიში – სენტ-ჯონის მთავარ ქალაქში. სულ ორიოდე დღეში, მან საცხოვრებელიც ნახა და სამუშაოც, ადგილობრივ სანაყინეში.

“კი მაგრამ… ამისთვის დაამთავრე იელის უნივერსიტეტი?!” – კვლავ ეწინააღმდეგებოდა დედა.

ნოელს მშვენივრად ესმის დედის სკეპტიკური დამოკიდებულება. მაგრამ არც მისი არგუმენტებია ნაკლები! – საკუთარი სახლიდან შეუძლია უყუროს კარიბის ზღვას, და თან ნაყინიც მიირთვას, რამდენიც გაუხარდება!

იყო პოზიტიური, ჯანმრთელი და ბედნიერი! – სხვა რა სჭირდება ადამიანს ამაზე მეტი!? შესაძლებელია, რომ სწორედ ნოელ ჰენკოკმა გასცა პასუხი კითხვას, თუ რას ნიშნავს იპოვო საკუთარი გზა პოზიტიური ცხოვრებისკენ!..

იყავი მშვიდად, შეიძინე ჰობი

არსებობს ძველი გამოთქმა: ყველას სჭირდება ჰობი. ჰობი გეხმარებათ ცხოვრებაში განავითაროთ თქვენი გემოვნება და ემოციები, ასევე გეხმარებათ რელაქსაციასა და ინტერესთა მიმართულების შეცვლაში. ჰობი თამაშობს გადამწყვეტ სოციალურ როლსაც, რადგან ის ეხმარება ადამიანებს თანამოაზრეების მონახვასა და საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებაში; ასე იბადება და საზრდოობს მეგობრობაც.

მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უყურებს ჰობის, როგორც რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტას, ვიდრე საჭირო საქმიანობას, რომელიც გვეხმარება ყოველმხრივ განვითარებული პიროვნების შექმნაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში მუდამ სტრესულ სამყაროში. უმრავლესობა ჰობისა ნამდვილად გვაძლევს შესაძლებლობას განვავითაროთ და დავხვეწოთ უნარები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებში, და აგრეთვე გვაძლევს ესოდენ საჭირო თავისუფალ დროს.

მაშ, თუ გსურთ შეისწავლოთ ახალი ჰობი და განავითაროთ ზოგიერთი უნარი, რომლებიც დაგეხმარებათ გაწაფულობისა და პროდუქტიულობის გაძლიერებაში, ნახეთ ამ 5 ჰობის სია და სარგებელი, რაც მათ მოაქვთ.

მოამზადეთ ენერგიულად

სავარაუდოდ მზადება არის ყველაზე პრაქტიკული ჰობი. ის მაღალ პროდუქტიულია და ეხმარება ადამინის მთლიან ჯანმრთელობას, ვინაიდან გაძლევთ მეტ კონტროლს თქვენ საკვებზე და იმაზე, თუ როგორ არის ის მომზადებული. მზადება აგრეთვე გაიძულებთ მომავლის გეგმების შედგენას, რაც კარგი ვარჯიშია.

ჩანაწერების გაკეთება

წერა არის თვითგამოხატვის ძლიერი და მნიშვნელოვანი ფორმა, მას შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ენერგია მიმართოთ რაღაცაში, რაზეც თქვენ გიფიქრიათ გატაცებით. არა აქვს მნიშვნელობა, რა ფორმას მიიღებს ის; წერა გეხმარებათ თქვენი შემოქმედებითი მხარის აღმოჩენაში.

დაიწყეთ ქსოვა

ქსოვა ხშირად ასოცირდება მოხუცებთან, მაგრამ ის იძენს პოპულარობას ყველა ასაკის ჯგუფებში. გარდა იმისა, რომ ის სასიამოვნო გატაცებაა, ქსოვა მწარმოებლობის გაძლიერების ფანტასტიკური ხერხია. ქსოვისთის გამოიყენება ისეთივე მრავალამოცანიანი და დაგეგმვის უნარები, რომლებსაც იყენებს თანამედროვე სამუშაო ადგილი და ის იძლევა მატერიალურ ხელშესახებ საბოლოო პროდუქტს, რომელიც განიჭებთ წარმატების გრძნობას.

ხეზე მუშაობა

ხეზე მუშაობა საოცრად პროდუქტიული ჰობია, იმ ფაქტის წყალობით, რომ თქვენ უნდა დაძაბოთ ყურადღება, რათა წარმოიდგინოთ ის, რისი შექმნაც გინდათ. რაიმეს გაკეთება ნულიდან აგრეთვე საოცრად დამაკმაყოფილებელია, განავითარებს გამოწვევის გრძნობას და საბოლოოდ გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ ყველაზე ძვირფასი უნარი – შეუპოვრობა. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ გააკეთოთ რაღაც ნამდვილად სასარგებლო.

დაიკარგეთ თქვენ საკუთარ თავში

თქვენ სავარაუდოდ არ განიხილავთ ამ უკანასკნელს, როგორც ჰობის, მაგრამ ფიქრი და ოცნება აღვიძებს თქვენ შემოქმედებით მხარეს და გაძლევთ შესაძლებლობას გამოიკვლიოთ იდეები, რომლებზეც თქვენ არასდროს გიმსჯელიათ – იდეები, რომლებიც შეიძლება იყოს პასუხები, რომლებსაც თქვენ ეძებთ.

თუ თქვენი ოცნება გამოიწვევს თვლემას, ეს კიდევ უკეთესია – კვლევებმა აჩვენეს, რომ დღის სწრაფი 20-წუთიანი თვლემა გეხმარებათ სიცხადეში, დამახსოვრებაში, გხდის უფრო ყურადღებიანს და პროდუქტიულს.

ამრიგად, თუ თქვენ ეძებთ რელაქსაციის პოზიტიურ ხერხს, რატომაც არ უნდა სცადოთ ამ ჰობიდან ერთ-ერთი. ან უბრალოდ დალიეთ Tranquini-ი

Tranquini Global Meeting

Tranquini teams from 32 countries gathered for the first Tranquini Global Meeting which took place this November in Warsaw. More than 60 people shared their positive and relaxed philosophy, their experiences in different markets and their plans for 2017. It was an exceptional and exciting opportunity to jointly discuss achievements, ideas and plans for the future as well as to have some fun with shared positive moments within the Tranquini “family”. დაწვრილებით „Tranquini Global Meeting“