ბრწყინვალე გონება

ბრწყინვალე გონა ყველასთვის ცნობილია, როგორც ფილმის სათაური, რომელიც შთაგონებული იყო მათემატიკოს ჯონ ნეშის მიერ, მაგრამ ბრწყინვალე გონება არის ის, რისკენაც ჩვენ ყველანი უნდა ვისწრაფოდეთ. მაშინ, როდესაც ნეშის შემთხვევაში ეს ეხება მის უნარს, შეასრულოს რთული მათემატიკური ამოცანები, როცა ის ებრძვის ფსიქიკურ დაავადებას, ჩვენ ვამჯობინებთ ვხედავდეთ ამას, როგორც ადამიანის უნარს, გამოიყენოს საკუთარი გონება სხვისთვის და სხვის სასარგებლოდ.

წარმოგიდგენთ ბრწყინვალე გონების ხუთეულს – არა თანმიმდევრული განლაგების გარეშე.

დალაი ლამა

რელიგიურ თემას რომ არ შევეხოთ, ცოტა ადამიანი თუ არ დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დალაი ლამა იმსახურებს ადგილს ამ სიაში.

უსაზღვრო მოთმინების, შეუდარებელი თანაგრძნობისა და სიკეთის უნარის მქონე ადამიანი, დალაი ლამა ფართოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოს მორალური კომპასი.

ეს ადამიანი ცხოვრობს შემდეგი ფილოსოფიის მიხედვით: „იყავით კეთილნი, როცა შესაძლებელია. ეს ყოველთვის შესაძლებელია“.

ნელსონ მანდელა

ნელსონ როლიჰლაჰლა მანდელამ, მოფერებით კი მადიბამ, 27 წელი ციხეში გაატარა თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში და გახდა სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.

არავის მოუცია ისეთი დოზით მშვიდობის დამყარების მაგალითი, როგორც ეს მადიბამ მოახერხა.

მადიბას ცნობილი ნათქვამია: „როცა საკუთარი თავისუფლებისკენ მივდიოდი, ვიცოდი, რომ თუ ჩემს სიმწარეს და სიძულვილს უკან არ მოვიტოვებდი, მაშინ ისევ ციხეში დავრჩებოდი“.

მაჰათმა განდი

თუკი სამყაროში ოდესმე არსებობდა ადამიანი, რომელიც იქცა ნებისყოფის სიმბოლოდ, ეს უდაოდ ინდოეთის საყვარელი შვილი, მაჰათმა განდი იქნებოდა.

განდი ქადაგებდა არაძალადობრივ პროტესტს და როცა ბრიტანეთს ომი გამოუცხადა, თავის გონებას, სინდისს და სულს იყენებდა, როგორც იარაღს.

იგი ურყევად იდგა თავისი პასიური იდეალებით და უარს ამბობდა გარშემომყოფების შხამიანი ენით ყოფილიყო მართული. ეს მან პოეტურად შეაჯამა, როცა თქვა: „თვალი თვალის წილ მთელ სამყაროს აბრმავებს“.

დედა ტერეზა

წარმოშობით ალბანელი, დედა ტერეზა სიკეთის სიმბოლოდ იქცა. მისი სწავლება, ასეთი მარტივი და საოცრად ნათელი, მთელ მსოფლიოს ექოდ მოედო.

ის სთავაზობდა ქვემლოქმედებას და თანაგრძნობას, ამასთანავე მას ქონდა თავისებური სიტყვების ფორმულიების უნარი, რამაც იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხშირად ციტირებულ ადამიანად აქცია. „კეთილი სიტყვები არის მოკლე და მარტივი სათქმელი, მაგრამ მათი ექო მართლა უსასრულოა“.

ჯონ ლენონი

მასაც მოსწონდა მრგვალი ფორმის სათვალის ჩარჩო, როგორც განდის. თქვენ გეპატიებათ იმაზე ორჭოფობა, თუ რატომ მოხვდა ჯონ ლენონი ამ სიაში. ისინი უფრო მეტად გვანან ერთმანეთს ვიდრე თქვენ გგონიათ; ბითლზების სოლისტი გახდა მშვიდობის, სიყვარულის და ურთიერთგაგების სიმბოლო საკუთარი სიკვდილის შემდეგ.

ცნობილი ამბავია, რომ ლენონი მთელი ერთი კვირით დარჩა საწოლში თავის ახლად მოყვანილ ცოლთან – იოკო ონოსთან ერთად, ვიეტნამის ომის გაპროტესტების ნიშნად. ასეთმა არა ძალადობრივმა პროტესტმა ნამვილად გაიმეორა ჰიპების მოძრაობის დევიზი; დაკავდით სიყვარულით, არა ომით.

ერთ-ერთი მისი ცნობილი გამონათქვამი აჯამებს მის მთელ ფილოსოფიას: „თუკი ვინმეს გონია, რომ სიყვარული და მშვიდობა არის კლიშე, რომელიც სამოციანებში უნდა დარჩენილიყო, ეს მისი პრობლემაა. სიყვარული და მშვიდობა მარადიულია“.

ლოლ

იუმორი სამყაროს ატრიალებს. მაგრამ ზოგი ხუმრობა მაინც უფრო სასაცილოა ვიდრე სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავიდან ბოლომდე სუბიექტურია და დამოკიდებულია ადამიანის იუმორის გრძნობაზე ისევე, როგორც კულტურულ ფონზე, მაინც ძალიან ბევრი მცდელობა იყო მსოფლიოს ყველაზე სასაცილო ხუმრობის გამოსავლენად.

ახლახანს Facebook-ზე შედგენილმა გამოკითხვამ ოცდათექვსმეტი ათას ყველაზე აქტიურ აუდიტორიის წარმომადგენელს საუკეთესო ხუმრობები წარუდგინა და სთხოვა საუკეთესო აერჩიათ. როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხები ვარირებდა, მაგრამ ერთი ხუმრობა გამოდგა „ყველაზე სასაცილოდ“.

მსოფლიოს არაოფიციალური ყველაზე სასაცილო ხუმრობა

ქალი ბავშვთან ერთად ადის ავტობუსში. ავტობუსის მძღოლი ეუბნება: „ეს ყველაზე მახინჯი ბავშვია, ვინც კი ოდესმე მინახავს!“ ქალი გაცოფებული მიდის ავტობუსის ბოლოში და ჯდება. გვერდით მჯდომ მამაკაცს ეუბნება: „მძღოლმა შეურაცხყოფა მომაყენა!“. მამაკაცი ეუბნება: „მიდი და უთხარი სათქმელი. მიდი, მე კი დაგიჭერ შენს მაიმუნს!“.

არის თუ არა ეს ხუმრობა ყველაზე სასაცილო საკამათოა, მაგრამ სასაცილო ხომ ნამდვილად არის. ხოლო სადავო არ არის მხოლოდ ის ფაქტი, რომ სიცილი კარგია თქვენი სხეულისთვის, გონებასა და სულისთვის. 

ასე რომ ამის გათვალისწინებით, ქვემოთ მოცემულია ჩვენი ხუთი უსაყვარლესი ხუმრობა. ასე რომ მოეშვით და ისიამოვნეთ.

ლოკოკინა განსაკუთრებული დამოკიდებულებით

ბიჭი თავის სახლში ზის, როცა კარზე კაკუნი ესმის. კარს აღებს და შესასვლელში ლოკოკინას ხედავს. იღებს ლოკოკინას და მთელი ძალით ისვრის, რაც შეიძლება შორს. სამი წლის შემდეგ კარზე კაკუნია. ბიჭი კარს აღებს და ისევ იმ ლოკოკინას ხედავს. ლოკოკინა ეუბნება: „ეს რა ჯანდაბის გამო იყო?“

ჯინი და იდიოტი

სამი ტიპი უკაცრიელ კუნძულზეა გაჭედილი და ჯადოსნურ ლამპარს პოულობს, რომელშიც ჯინია და ის თითოეულს ერთი სურვილის ასრულებას პირდება. პირველს უნდა რომ კუნძულიდან მოშორდეს და სახლში აღმოჩნდეს. მეორესაც იგივე სურს. მესამე კი ამბობს: „აქ მარტო ვარ. მინდა ჩემი მეგობრები დაბრუნდნენ“.

შენ ერთადერთი ხარ მილიონში

ჩინეთის მოსახლეობა ერთი მილიარდია. ერთი მილიარდი. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი შენ ხარ ერთადერთი მილიონში, შენს გარშემო კიდევ ათასია შენნაირი!

ბავშვი დალაქის წინააღმდეგ

პატარა ბიჭი შედის სადალაქოში , ხოლო დალაქი თავის კლიენტს ეუბნება: „ეს ყველაზე შტერი ბავშვია მსოფლიოში. შეხედე და დაგიმტკიცებ“. დალაქი ერთ ხელში ერთ დოლარიანს იღებს და მეორეში ორ ოცდახუთ ცენტიანს, შემდეგ ეძახის ბიჭს და ეკითხება. „რომელი გინდა, შვილო?“ ბიჭი იღებს ორ ოცდახუთ ცენტიანს და მიდის. „რა გითხარი?“ ამბობს დალაქი. „ეს ბავშვი ვერასდროს ისწავლის!“. მოგვიანებით, როცა კლიენტი ტოვებს იქაურობას, იმავე პატარა ბიჭს ხედავს, რომელიც სანაყინედან გამოდის. „შვილო, შემიძლია ერთი რამ გკითხო? რატომ აიღე მონეტები ერთ დოლარიანი კუპიურის მაგივრად?“. ბიჭი ნაყინს ენას უსვამს და პასუხობს: „იმიტომ რომ, როცა დოლარიანს ავიღებ, თამაშიც დამთავრდება“.

დათვთან შეჯიბრება

ორი მოლაშქრე დასეირნობს ხეებს შორის, როცა უზარმაზარი ყავისფერი დათვი ჩნდება მათ წინ, 50 ფუტის რადიუსში. დათვი ხედავს მოლაშქრეებს და მათკენ იღებს გეზს. პირველი ტიპი იხსნის ზურგჩანთას, იღებს ბოტასებს და გამწარებული იცვამს მათ. მეორე კი უყურებს მას: „რას აკეთებ? ბოტასები ვერ დაგეხმარება დათვს სირბილში გაუსწრო“. „მე არ მჭირდება დათვის სირბილში გასწრება!“ ამბობს პირველი, „მე მჭირდება, რომ შენ გაგისწრო!“

თუკი აქამდე არც კი გაგეცინათ, მაშინ დროა ექიმს მიმართოთ, რომელიც შეამოწმებს საერთოდ გაქვთ თუ არა იუმორის გრძნობა! 

გაიღიმეთ!

დაღლილმა ნიჭიერმა წყვილმა სამხრეთ აფრიკიდან – სტივო დირნბერგერმა და შანელ კარტელმა მიატოვეს თავიანთი ზაზუნის ბორბლის მაგვარი სამსახურები, გაყიდეს მთელი მატერიალური საკუთრება და დაიწყეს მთელ მსოფლიოში მოგზაურობა. მაგრამ რაც ამ ამბავს ყველაზე მხიარულს ხდის, არის ის, რომ ყველგან, სადაც ისინი მიდიან, ადგილობრივი ცხოველების სახალისო სურათებს იღებენ!

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცხოველი არ ითვლება „კლასიკურად ფოტოგენური“, ისინი ამბობენ, რომ ჯერ არ შეხვედრიათ ცხოველი, რომელიც კამერებს მორიდებოდა.

მხიარულება ჩვენს გარშემოა

კარტელმა და დირნბერგერმა ახსნეს, თუ როგორ იღებენ იუმორისტულ კადრებს: „ჩვენ ყოველთვის გვიზიდავდა ცხოველების პორტრეტები. იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ფოტოს სტილი, ვიყენებდით ფართო კუთხის ლინზას და ახლოს მივდიოდით ცხოველებთან, რაც საკმაო სირთულეს წარმოადგენდა“.

ამ ნაწილობრივ უჩვეულო მიმართულებამ მათი მოგზურობის დოკუმენტირებამ, მოულოდნელი ყურადღება გამოიწვია სოციალურ მედიაში. მაგრამ ისინი ამტკიცებენ, რომ ეს მათი უცნაური მოგზაურობის მხოლოდ ერთ-ერთი ასპექტია.

„ჩვენ გადავიღეთ მაღალმთიანი ძროხები და ალპაკები ავსტრიაში, ბაჭიები და ღორები შვედეთში, ლემურები, ცხრაფეხები და ქუოკები ავსტრალიაში, კატები და ძაღლები თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც კი ვყოფილვართ“.

ჩვენ არ გვიკვირს, რომ მოგზაურობამ და მოგონებების ამგვარად შექმნის მიდგომამ მსოფლიო დონის ინტერესი გამოიწვია; იდეა, რომ ყველაფერი გააერთიანო, მოიარო მსოფლიო იმის კეთებაში, რაც გიყვარს, იმ ადამიანთან ერთად, რომელიც გიყვარს, არის ის, რისგანაც შედგება ყველა ოცნება.

თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მათ და მათ სახალისო ცხოველთა სურათების თავგადასავლებს შემდეგ ბმულზე www.howfarfromhome ან Instagram-ზე @howfarfromhome

ქვემოთ წარმოგიდგენთ მათ საყვარელ რჩეულ ფოტოებს მოგზაურობიდან, რომლებიც აუცილებლად-გაგაცინებთ და სიცილისაგან გახტუნავებთ.

Central Sweden, Lake District
Johannesburg, South Africa
Salzburg Zoo, Salzburg, Austria
Seekirchen am Wallersee, Austria
Salzburg Zoo, Salzburg, Austria
Trasti Og Trine Husky Lodge, Alta, Norway

უბრალოდ თქვი დიახ

ადამიანები ძალიან ფრთხილები არიან. ჩვენ ყოველთვის ვიხრებით უსაფრთხო გზისკენ და ეს მხოლოდ მოულოდნელობის შიშის გამო ხშირად ზოგ შესაძლებლობაზე უარს ვამბობთ. მაგრამ თუკი არასდროს გამოიყენებ შანსს, არასდროს იტყვი „დიახ“-ს, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ შენ გამოტოვო საკუთარი ცხოვრების ყველაზე არაჩვეულებრივი მომენტები.

საქმე იმაშია, რომ „დიახ“ თავის თავში მოიცავს რაღაც მაგიურს. უპირველეს ყოვლისა, ის პოზიტიური სიტყვაა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ რაღაც ახლისკენ მიისწრაფით. ასევე ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას ცდილობთ – ხოლო ახლის და საინტერესოს გამოცდილება ყოველთვის საჭიროა.

როცა გადაწყვეტთ, რომ „არა“ არ არის არჩევანი, მაშინ თქვენი ცხოვრების წინ გადაიშლება ახალი გარემოებები და შესაძლებლობები.

თუ ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდით, მაშინ წარმოგიდგენთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ უნდა თქვათ „დიახ“ ცხოვრებაში:

„დიახ“-ის თქმა სახალისოა:

როცა ვამბობთ „არა“-ს, ჩვენ არა მხოლოდ შესაძლებლობაზე ვამბობთ უარს, არამედ იმ ხალისზე, რაც მას შეუძლია მოგვიტანოს, რაც შეუძლია გვასწავლოს და ყველა იმ საჩუქარზე, რაც შეიძლება ცხოვრებამ შემოგვთავაზოს.

„დიახ“ არის პასუხი მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია:

როცა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა თქვათ „დიახ“, ეს უკვე ნიშნავს, რომ ვიღაცას სჯერა, რომ თქვენ ამას გააკეთებთ.

„დიახ“ აღებს ნებისმიერ კარს:

როცა თქვენ ამბობთ „დიახ“-ს, ეს უკვე ნიშნავს დაეთანხმოთ იმას რაც მას შემდეგ მოჰყვება, ხოლო „არა“-ს, შემთხვევაში იქვე სრულდება ყველაფერი.

„დიახ“ იზიდავს მეტ პოზიტივს:

სიტყვა „დიახ“ არის გამოწვევა მტკიცება. ეს იგივეა, რომ თქვათ, „სამყარო, მე ამას ვაკეთებ!“. როცა ჩვენ ვამბობთ „დიახ“-ს, ჩვენ უფრო მეტს ვაკეთებთ, ვქმნით უფრო მეტს და საბოლოოდ უფრო მრავალფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობთ.

ცხოვრება ხანმოკლეა, რაც უფრო ხშირად ამბობთ „დიახ“-ს, მით უფრო მეტს ცხოვრობთ

სტივ ჯობსის ცნობილი სიტყვებია, „იმის გახსენება, რომ მალე მოვკვდები, არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც დამეხმარა უმთავრესი გადაწყვეტილებების მიღებაში“. იფიქრეთ ამაზე და მოძებნეთ გზა, რომ უფრო ხშირად თქვათ „დიახ“.

ასე რომ, შემდეგში, როცა გექნებათ არჩევანი „დიახ“-ს და „არა“-ს შორის, არჩევანი პოზიტიურ პასუხზე შეაჩერეთ – ვინ იცის, ამან რა არაჩვეულებრივ გამოცდილებამდე შეიძლება მიგიყვანოთ?

Interview With Chief Relaxation Officer And Founder of Tranquini, Ahmed Elafifi In Ecozine From Hong Kong

‘Tranquini, relaxation drink, is a relevant proposition for all countries around the world. There are same consumer tendencies and perceptions, which contributes to the development of relaxation beverage market. In an era where mindfulness is increasingly important to consumers, relaxation beverages would offer the necessary relaxation and a healthy alternative to soft drinks.’

www.ecozine.com/article/tranquini-0 დაწვრილებით „Interview With Chief Relaxation Officer And Founder of Tranquini, Ahmed Elafifi In Ecozine From Hong Kong“

Even Better Scores In Golf Tournament With Tranquini

Golf requires a lot of concentration and focus in order to achieve good results. Stress, arising from such things as daily issues at work, family obligations or commuting, often prevents golf players from immediately concentrating on the game and producing their best performance. Tranquini makes it possible for golfers to reach the relaxed and balanced state of mind which can help them to achieve the best results. დაწვრილებით „Even Better Scores In Golf Tournament With Tranquini“