იცეკვეთ !

ცეკვა ალბათ ყველაზე მეტად ექსპრესიული ხელოვნების ფორმაა. მაგრამ უამრავი ჩვენგანისთვის საცეკვაო მოედანზე გამოსვლა შეიძლება უამრავი შფოთვის მიზეზი გახდეს. რაც საკმაოდ ირონიულია, თუკი წარმოვიდგენთ ყველა იმ დადებით შედეგს, რომელიც მოყვება საცეკვაო მოედანზე გასვლას.

ცეკვა ნებისმიერი სიხშირით არაჩვეულებრივი ვარჯიშის ფორმაა და ამასთანავე საშუალებას გაძლევთ დაიხარჯოთ . ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება. რამდენად კარგად გამოგდით ეს უფრო ადამიანების დამოკიდებულებასთანაა კავშირში.

კარგად ნაცნობი დადებითი თვისებები, რომლებიც ახასიათებს ცეკვას არის: წონის დაკლება, ელასტიურობის გაზრდა, უკეთესი ბალანსი, ამასთანავე ბევრი ცნობარი იუწყება, რომ ცეკვას შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი მეხსიერება!

ყველაფრის მიუხედავად , ეს უბრალოდ ძალიან კარგი გასართობიცაა. მისი პოტენციალის ზრდა კი განუზომელი.

საცეკვაო განწყობისთვის წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე დასამახსოვრებელ საცეკვაო სცენებს პოპულარული ფილმებიდან. 

კრიმინალური საკითხავი – სასადილო

როცა ჯონ ტრავოლტას ვინსენტ ვეგა ჯეკ რებიტ სმიტის საცეკვაო მოედანზე უმა თურმანთან ერთად უხალისოდ გავიდა, იმ დროისთვის ჰოლივუდისთვის მივიწყებულმა მამაკაცმა ყველას შეახსენა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია კარგად მოძრაობა.

https://www.youtube.com/watch?v=Ik-RsDGPI5Y 

თავისუფლები – გაბრაზებული ცეკვა

კევინ ბეკონის თინეიჯერული ანგსტი წინა პლანზე წამოვიდა ამ საკულტო კლასიკაში. იქამდე ძალიან ცოტას შეეძლო ეფიქრა, რომ შესაძლებელია იმდენად გაბრაზდე, რომ ცეკვა მოგინდეს! მაგრამ ამან აშკარად იმოქმედა და ისიც ფოლადის წისქვილს ისე ტოვებს, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მოიხსნა!

https://www.youtube.com/watch?v=j8XGmZ8HDIU 

ბინძური ცეკვები – არავინ მოიმწყვდებს პატარას კუთხეში

სავარაუდოდ უმეტესობა ადამიანისთვის ეს არის ყველაზე საყვარელი საცეკვაო სცენა. ხშირად მიბაძული, მაგრამ არასდროს უფრო უკეთესად შესრულებული, პატრიკ სუეზის და ჯენიფერ გრეის ნახტომი კინემატოგრაფიის ისტორიის წიგნებში. ამიტომ ნურავის შეგვეპარება ეჭვი, რომ „არავინ მოიმწყვდევს პატარას კუთხეში!“

https://www.youtube.com/watch?v=l9BbUqHrWFI 

ნაპოლეონი დინამიტი – ხმა მიეცით პედროს

თუკი ოდესმე წაგიგიათ, მაშინ უდაოდ შეგიყვარდებათ ეს სცენა უცნაურად მომაჯადოებელი ფილმიდან „ნაპოლეონი დინამიტი“. ის უბრალოდ გაჩვენებთ, რომ შესაძლებელია იმდენად ცუდად ცეკვავდეთ, რომ საკმაოდ კარგადაც გამოგივიდეთ. ეს ბუგი ნამდვილია!

https://www.youtube.com/watch?v=BiAwpYIkRmU 

პატარა მის მომხიბვლელობა – Super Freak

მაშინ, როცა ჩანს, რომ არაფერს შეუძლია პატარა ოლივის დისფუნქციური ოჯახის გაერთიანება, ის უეცრად იწყებს „სუპერ ფრიკის“ რუტინას და ანგრევს ადგილობრივი ნიჭიერების შეჯიბრს. შეიძლება ისინი განსხვავდებოდნენ, მაგრამ ყოველთვის შეთანხმდებიან, როცა რიკ ჯეიმსია ჩართული, დროა ყველამ ცეკვა დაიწყოს…

https://www.youtube.com/watch?v=GkjhhNtW8JY 

გაიღიმე და მთელი სამყარო გაიღიმებს შენთან ერთად

ღიმილი. სავარაუდოდ ეს არის ყველაზე ძლიერი ჟესტი მთელ პლანეტაზე. სრულიად უფასოა და სარგებელი მოაქვს ორივესთვის – ვინც იღიმის და ვისაც უღიმიან. ღიმილი დაძაბულობას ხსნის, უფრო მეტს ეუბნება თქვენს შესახებ გარშემომყოფებს, თუ როგორ გრძნობთ თავს, რაც მათ უფრო მეტ ხალისს მატებს.

იცით, როცა უცხო ადამიანი ან ვინმე ჩვენთვის ძვირფასი გვიღიმის, ეს აძლიერებს ჩვენში გრძნობას, რომ ვუყვარვართ და გვაფასებენ. ძველი ანდაზის თანახმად, ორმოცდასამი კუნთია საჭირო, რომ ადამიანმა დაიბღვიროს და მხოლოდ ჩვიდმეტი ღიმილისთვის – აქედან გამომდინარე, ღიმილი ეკონომიურიცაა!

თუ ჯერ კიდევ არ დარწმუნდით, მაშინ წარმოგიდგენთ ღიმილის ხუთ გულწრფელად დადებით თვისებას.

ღიმილი უფრო მიმზიდველს გხდით

ჩარლს გურდის ცნობილი ნათქვამია: „ღიმილი არც ისე ძვირადღირებული გზა არის თქვენი გარეგნობის უკეთესობისკენ შესაცვლელად!“. მარტივად რომ ვთქვათ, სხვები უფრო მიმზიდველნი გვეჩვენებიან, როცა იღიმიან. წარმოიდგინეთ რომელიმე ნაცნობი, რომელიც ცუდად გრძნობს თავს, სევდიანია, გაღიზიანებული, გაბრაზებული ან კიდევ რაიმე სხვა. რამდენად მიმზიდველია ის? ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ იღიმის. ხედავთ განსხვავებას?!

ღიმილი გადამდებია

ისევე, როგორც მთქნარება, ღიმილის იგნორირება შეუძლებელია. გაუღიმეთ სამყაროს და სამყაროც გაგიღიმებთ თქვენ. თქვენ გაუნათებთ დღეს გარშემომყოფებს და ცვლილებას შეიტანთ მათ ცხოვრებაში… უბრალოდ ღიმილით!

ყოველთვის, როცა იღიმით, დატოვეთ ხანგრძლივი კვალი!

ნაოჭებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. მაგრამ თუკი ჩვენ ვიფიქრებთ მათზე, როგორც ჩვენი მთელი ცხოვრების ემოციური განწყობის მუდმივ კვალზე, მაშინ შესაძლებელია მათ მიმართ უფრო პოზიტიურად ვიყოთ განწყობილნი. ღიმილი ტოვებს ბედნიერების მუდმივ კვალს და ცოტა მოგვიანებით, როცა მათზე ისაუბრებთ, აუცილებლად გაიღიმებთ!

ღიმილი უბრალოდ უკეთესად გაგრძნობინებთ თავს

ღიმილის დროს გამოიყოფა სეროტონინი – ნერვული გადამცემი, რომელიც წარმოქმნის ბედნიერების და კარგად ყოფნის განწყობას. ეს არის თითქოს ბედნიერების წრე. გაიღიმეთ და თავს ბედნიერად იგრძნობთ, ბედნიერი ხართ და იღიმით! მაშინაც კი, როცა არც ისე კარგად გრძნობთ თავს, ეცადეთ გაიღიმოთ, გულწრფელად. და დაინახავთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა.

ღიმილი გეხმარებათ უკეთესი ურთიერთობის ასაწყობად, სწრაფად

ღიმილი არის საკვანძო საკითხი, როცა საქმე ეხება კარგი პირველი შთაბეჭდილების დატოვებას. როცა პირველად ხვდებით ვინმეს, ღიმილი მას მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ გახსნილი, მეგობრულად განწყობილი და პოზიტიური ადამიანი. და თუ გსურთ ერთადერთი კვალის დატოვება მაინც, ეს ნამდვილად ის არის.

ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს თქვენს განწყობას ახლა, ღრმად ჩაისუნთქეთ, მოდუნდით, პოზიტიურად განეწყვეთ და გაიღიმეთ! ამას მხოლოდ დადებითი შედეგი მოყვება! : )

სიმშვიდე გაგყვებათ დიდი ხნის განმავლობაში

ხშირად მედიტაცია შეცდომით ასოცირდება ბერებით სავსე ტაძრებთან ან დაბოლილ ჰიპებთან, რომლებიც გარიყულნი არიან მთაში და წრეში სხედან. სინამდილეში კი ის უფრო ხშირად გამოიყენება ჩვეულებრივი ადამიანების მიერ ყოველდღიურად, ხოლო მის დადებით მხარეებს ხანგრძლივი ეფექტი აქვს.

მედიტაციის და მისი ეფექტების შესახებ 300-ზე მეტი კვლევის შეფასების შედეგად ცნობილია, რომ ძალიან ხანმოკლე მედიტაციაც კი ამცირებს შფოთვას, ასევე პანიკის შეტევების სიმპტომებს და არეგულირებს ხასიათის ცვალებადობას.

მედიტაციის ღირებულება ნათელია, ამასთანავე ყველგან შეგიძლიათ მედიტირება. აქ არის მედიტაციის სამი ძირითადი სასარგებლო თვისება. 

ემოციური კეთილდღეობა

მხოლოდ მცირე დოზით მედიტაციაც კი საკმარისია, რომ შემცირდეს შფოთვა და იმპულსურობა, ის ამცირებს სტრესს, შიშებს და მარტოობის შეგრძნებას, დეპრესიას . მისი უპირატესობა მოიცავს თვითშეფასების ამაღლებას, ზრდის ოპტიმიზმს, ამაღლებს განწყობას და ემოციურ ინტელექტს , ადუნებს .

სუპერ გონება

მედიტაცია იდეალურია გონებისთვის, აუჯობესებს მეხსიერებას, ფოკუსირებას,რასაც მივყავართ პრობლემის მარტივად გადაჭრის უნართან. ის გეხმარებათ მართოთ საკუთარი გონება, იყოთ მეტად მიზანმინართული იმაზე რაც მნიშვნელობანია.

ჯანმრთელი სხეული

არსებოს კარგად დასაბუთებული ფიზიკური უპირატესობებიც, როგორც ცნობილია იოგა აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, ენერგიის დონეს სუნთქვის ოპტიმიზაციის ხარჯზე, ამცირებს არტერიულ წნევას , რომელიც დაკავშირებულია გულგან და ტვინთან , ერთროულად აუმჯობესებს მათ სასიცოცხლო ძალას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს.

ასე, რომ თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ დაკავებული მედიტაციით, იპოვეთ წყნარი ადგილი, სადაც ჩამოჯდებით და დაფიქრდებით ცხოვრების დადებით მხარეებზე.ეს არ შეგიშლით ხელს ისიამოვნოთ ცივი Tranquini -თ.მედიტაციამდე ან შემდეგ.

მიეცით საშუალება ნამცხვარი მიირთვან

ყოველ დღე, 30 წელზე მეტია, 9 ქალბატონი დილის 4 საათზე იკრიბებოდა იმისთვის, რომ ვინმესთვის დღე უფრო მეტად გაეფერადებინათ და შეექმნათ ამაღლებული განწყობა თავისი გამომცხვარი ტკბილეულობით. ამ ამბავს ისე კარგად ინახავდნენ საიდუმლოდ, რომ საკუთარმა ქმრებმაც კი არაფერი იცოდნენ!

მოფერებითი სახელით ცნობილები, როგორც 9 ნანა, ეს 9 ქალბატონი, დასავლეთ ტენესიდან, არც ისე შორს გრეისლენდიდან, სამი ათწლეულის განმავლობაში აცხობდნენ ნამცხვერბს და უგზავნიდნენ მათ გაჭირვებულ ადამიანებს.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა დედა რუთმა დაიწყო ნამცხვრების ცხობა და მათთვის გაგზავნა, ვისაც ახლახანს გარდაეცვალა საყვარელი ადამიანი. ის უბრალოდ კითხულობდა ნეკროლოგს ადგილობრივ გაზეთში და იწყებდა ცხობას.

მაგრამ მას შემდეგ, რაც საიდუმლოს ფარდა აეხადა, ბავშვებმა შესთავაზეს ნამცხვრების ინტერნეტის საშუალებით გაყიდვა, ონლაინ-რეჟიმში. ვერც კი მოასწრეს მომხდარის გააზრება, როცა დღეში 100-მდე შეკვეთის მიღება დაიწყეს!

ისინი დღესაც საწყისი მიზეზის ერთგულნი არიან, ამიტომ თანხას ადგილობრივ საზოგადოებას ახმარენ. 35 წლის განმავლობაში 9 ნანამ 900 000 დოლარზე მეტი შესწირა ადგილობრივი საზოგადოებების სხვადასხვა პროექტებს.

ახლახანს ისინი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს დაეხმარნენ 5, 000 დოლარზე მეტით, ბალიშებით, თეთრეულით და პირადი მოვლის საშუალებებით. ამ აგვისტოში კი ისინი აღნიშნავენ ზედიზედ მეორე „ბედნიერება ხდება ამ თვეში“-ს და ერთ ადამიანს თითოეულ შტატში, რომელმაც ცვლილება შეიტანა მათ საზოგადოებაში, უგზავნიან პატივისცემის გამომხატველ სუვენირებს.

ეს ყველაფერი კი გვიჩვენებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, თუკი გაქვს მიზანი და მონდომება, ხარ გულუხვი და პოზიტიური, მაშინ შეგიძლია სამყარო შეცვალო უკეთესებისკენ.

8 Ways Kayaking Can Create A Successful Start-Up

With a paddle in one hand and a can of Tranquini in the other, our team decided to go kayaking together for active relaxation.  While dodging tree branches and paddling through a shallow, muddy river, we started to compare our kayaking adventure with our daily start-up challenges.  In order to succeed, whether it?s kayaking or launching Tranquini, we need to work as a team, head in one direction, and course-correct as obstacles arise. დაწვრილებით „8 Ways Kayaking Can Create A Successful Start-Up“

Relaxation Drinks Arrive In Spain

Tranquini is a premium relaxation drink that can be enjoyed by everyone. At the moment, there are five flavours available. The product arrived in Spanish shops this summer and is available in supermarkets: Hipercor, El Corte Inglés, Carrefour and E. Leclerc:

cincodias.com/cincodias/2016/09/23/sentidos/1474650026_474831.html დაწვრილებით „Relaxation Drinks Arrive In Spain“

Tranquini Global Marketing Team Summit

Extraordinary brand requires extraordinary marketing ideas. In September 2016 the Tranquini Global Marketing Team from 32 countries gathered for the first time together. The summit was dedicated to idea generation, best practice sharing and discussion of strategic milestones for the future. It was an exciting and creative occasion, driving forward marketing excellence, when all of the team felt inspired and enthusiastic about upcoming developments.  დაწვრილებით „Tranquini Global Marketing Team Summit“

What is the relaxation drink segment and what are its chances of success?

Tranquini is leading the charge globally in relaxation drink segment. Relaxation category is estimated to grow above 1 billion euro size globally by 2020:

www.just-drinks.com/analysis/what-is-the-relaxation-drink-segment-and-what-are-its-chances-of-success-research-in-focus_id121188.aspx დაწვრილებით „What is the relaxation drink segment and what are its chances of success?“