Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. The query does not contain the correct number of placeholders (2) for the number of arguments passed (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-includes/functions.php on line 4192
. მწვანე თითები – TranQuini

მწვანე თითები

სუფთა ჰაერზე გატარებული დრო აუცილებლად მოგხსნით სტრესს და თავისდაუნებურად ჩაგრთავთ პოზიტიური ცხოვრების წესსში. მაგრამ დღევანდელობაში ჩვენი დრო და სივრცე მხოლოდ კლებისკენ მიდის, ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სახლთან ახლოს მდებარე სიმწვანე. ეს არის სიგნალი იმისთვის, რომ უნდა გაიზარდოს ძველმოდური მებაღეობის დაჯგუფებები.

მებაღეობა ძალიან ჯანმრთელი და პოზიტიური ჰობია; თქვენ იღებთ დღიური მზის სხივის დოზას და სუფთა ჰაერს, გრძნობთ კავშირს დედამიწასთან, ამასთანავე ცოტას ვარჯიშობთ თქვენს სახლთან ახლოს. ერთადერთი, რაც გჭირდებათ – მიწის პატარა ნაკვეთი, ცოტაოდენი თესლები, პირსახოცი და თქვენც ფეხზე ხართ და დარბიხართ.

ურბანული მებაღეობის ზრდამ წარმოშვა გამწვანებისთვის მოძრაობა, რაც ძალიან კარგია გარემოსთვის, ხელშემწყობი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანულ პროდუქტსაც კი სთავაზობს მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს. 

ასე რომ, თუკი თქვენ ცხოვრობთ კორპუსის სახლში, თქვენს გარშემო აუცილებლად უნდა იყოს მებაღეობის საზოგადოება. ამიტომ მოძებნეთ მსგავსი პროექტი და ჩაერთეთ მასში!

წარმოგიდგენთ 5 ურბანულ საზოგადოებრივ მებაღეობის პროექტებს, რომლებიც შთაგაგონებთ.

ბერლინი, Prinzessinnengarten

დაიწყო 2009 წელს, რამდენიმე ბერლინის მაცხოვრებლის მიერ, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბეს სახელწოდებით Nomadisch Grün (მომთაბარე მწვანე), ეს ბაღი გადაჭიმულია მიტოვებულ ტერიტორიაზე, რომელიც მათ ქალაქისგან იქირავეს. Prinzessinnengarten-ის მიზანია აამაღლოს ხალხში ცნობიერება ორგანული საკვებისა და მდგრადი ცხოვრების შესახებ ისევე, როგორც გაზარდოს ბიოლოგიური, სოციალური და კულტურული მრავალფეროვნება მიმდებარე ტერიტორიაზე.

ლონდონი, Culpeper Community Garden

Culpeper Community Garden არის ულამაზესი ღია ტერიტორია ისლინგტონის შუაგულში, ლონდონში, რომელიც ასრულებს ქალაქის პარკის როლს და ამასთანავე არის გარემოს დაცვის საზოგადოების პროექტი. იგი იმართება ადამიანების მიერ და ადამიანებისთვის. არის უნიკალური პროექტი, სადაც ნებისმიერი ტიპის ადამიანს შეუძლია ერთად შეიკრიბოს და ხელი შეუწყოს გარემოს გაუმჯობესებას.

ქეიფ თაუნი, The Oranjezicht City Farm

თეიბლ მაუნთაინის ძირში მდებარე გარეუბანში მდებარეობს the Oranjezicht City Farm (OZCF), რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი. ის ქეიფ თაუნში ურბანული ფერმერობის საშუალებით ზეიმობს ადგილობრივ საკვებს, კულტურასა და საზოგადოებას. ყველას შეუძლია შეუერთდეს მათ, დაწყებული მოყვარულებით და დამთავრებული კარგი მებაღეებით.

ვენა, GGardening

Guerilla Gardening არის მზრდადი ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2008 წელს, როგორც Kukuma-Network-ის ნაწილი. GGardening არის დამოუკიდებელი ჯფუგი, რომელიც მოიცავს ურბანული გამწვანებისა და პარტიზანული მებაღეობის თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს. ისინი არ ელოდებიან პოლიტიკური პარტიის დამტკიცებას და მარტივად იწყებენ ნერგების დანერგვას, რომლისთვისაც იყენებენ საზოგადოებრივ ადგილებს, რათა მოიყვანონ სასოფლო-სამეურნეო მოსავალი პირადი გამოყენებისთვის.

სტამბოლი, The Bostan

სიტყვა „ბოსტან“ ნიშნავს „შენს სახლთან ახლოს ბაღი, სადაც ზრდი შენს ყოველდღიურ საკვებს“. თუმცა სწრაფმა ურბანიზაციამ ნამდვილად გამოიწვია ბოსტანის აღმოფხვრა თანამედროვე სტამბოლიდან. ერთ მამაკაცს ამის შეცვლა სურს; გიურსან ერგილმა შეიმუშავა პროექტი სახელწოდებით „შექმენი შენი საკუთარი ბაღი“, რომელიც იყენებს მხოლოდ ერთ კვადრატულ მეტრის ტერიტორიას.

ასე რომ, აიკაპიწეთ მკლავები, ჩაიცვით ძველი მაისური, დახეული ჯინსები და გადით გარეთ, გაისვარეთ ხელები! ამის გამო თავს უკეთესად იგრძნობთ.


Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/blog_post.php on line 178
You may also like...

Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/footer.php on line 164

Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/footer.php on line 176