Notice: ფუნქცია wpdb::prepare გამოძახებულია არასწორად. The query does not contain the correct number of placeholders (2) for the number of arguments passed (3). გთხოვთ იხილოთ გამართვა WordPress-ში დამატებითი ინფორმაციისათვის. (ეს შეტყობინება გაიგზავნა 4.8.3 ვერსიიდან.) in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-includes/functions.php on line 4192
. All That Jazz – TranQuini

All That Jazz

როცა გესმით სიტყვა “ჯაზი”, გეფიქრებათ კვამლით სავსე იატაკქვეშა კლუბზე ამერიკაში. წარმოიდგენთ შუახნის ვირტუოზებს, რომლებიც ხმამაღლა მღერიან იმპროვიზაციებს ჩასაბერი საკრავების აკომპანიმენტის თანხლებით, ვნებიანი მომღერლები ვისკით გაჟღენთილ ჰანგებს ბგერების ვარიაციებს აყოლებენ, სანამ მსმენელები კომფორტულად არიან მოთავსებულები ტყავის სკამებზე. სინამდვილეში, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

Jimi Hendrix, The Beatles, The Rolling Stones, James Brown და ბევრი სხვა ჯაზს მათ პირველ და ძირითად შთაგონებად იხსენიებდა. ჰიპ ჰოპსა და რეპშიც კი ცნობილია ჯაზის ზეგავლენა, რამაც გამოიწვია ფრისტაილის გამოჩენა და უამრავი კლასიკის რეინტერპრეტაცია თანამედროვე აუდიტორიისათვის.

რაც შეუცვლელია, არის ჯაზისა და მისი ჟანრების პოზიტიური და მშვიდი აურა.

A Tribe Called Quest – Jazz (We Got)

A Tribe Called Quest ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და გავლენიანი სახელია; ეს მათი სასიყვარულო სიმღერაა, მიძღვნილი ჯაზისთვის. აქ გამოყენებულია ცნობილი საქსაფონისტის, John Coltrane-ის თანამედროვე Eli ‘Lucky’ Thomson-ის შესრულება.

https://youtu.be/cxN4nKk2cfk 

Lauren Hill & Carlos Santana’s – To Zion

მარტივი შესაძლებელია, რომ Lauren Hill ჯაზის ოქროს ხანიდანაა მოსული. ამ სიმღერაში მან ლეგენდარულ გიტარისტ Carlos Santana-სთან ერთად ჯაზის ლეგენდის, Lou Donaldson-ის ‘Ode To Billie Joe’ თანამედროვე კლასიკად აქცია ‘To Zion’.

https://youtu.be/QZD8FEzxaig 

Ludacris – The Number One Spot

Ludacris თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპის შემსრულებელია. მისმა უნიკალურმა ტექსტებმა და ჟანრთან დამოკიდებულებამ რეპი ფართო საზოგადოებამდე მიიტანა. ყველაზე ნათლად ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ჯაზის ლეგენდა Quincy Jones-ის ‘Soul Bossa Nova’ აქცია თავისი ჰიტის ‘The Number One Spot’ ნიმუშად.

https://youtu.be/dQW6zMWOnic 

US3 – Cantaloop

ინგლისურმა ტრიომ US3 Herbie Hancock-ის ‘Cantaloupe Island’ გამოიყენა ნიმუშად, რომ შეექმნათ ‘Cantaloop’, სიმღერა, რომელიც მილიონობით კაფესა და კლუბის საუნდტრეკად იქცა.

https://youtu.be/JwBjhBL9G6U 

ასე რომ, შეიძლება არც კი იცით, რომ გულის სიღრმეში ჯაზის ფანი ხართ.


Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/blog_post.php on line 178
You may also like...

Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/footer.php on line 164

Notice: Use of undefined constant ICL_LANGUAGE_CODE - assumed 'ICL_LANGUAGE_CODE' in /home/capemorris/websites/tranquini_dev/wp-content/themes/twentyseventeen/footer.php on line 176