არ მიუდგეთ საკუთარ თავს ასე სერიოზულად

ინტერნეტი ზოგიერთისთვის, ყველაზე დიდი საინფორმაციო წყაროა, მაგრამ ბევრისთვის, იგი კატების ვიდეოების გაზიარების და საათობით მათი ქცერის საუკეთესო საშუალებაა.

სცადეთ და მოძებნეთ კატების ვიდეოები YouTube- ზე და თქვენ დაახლოებით 27 მილიონ ვიდეოს გადააწყდებით. BuzzFeed -ის , რედაქტორმა ერთხელ YouTube-ი შეაფასა როგორც “კატების ვირტუალური პარკი“. და ის მართალია.

მაგრამ, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? მარტივი ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ კატების ვიდეოები და gif-ები გვახალისებს და თავს კარგად გრძნობთ. მსოფლიოში, სადაც დღეს მოწყენის უმარავი მიზეზი არსებობს, ვფიქრობთ, რომ ყველას აქვს უფლება, მოიწყოს მცირეხნიანი ბედნიერება და გამხიარეულდეს ნებისმიერი საშუალებით.

ასე რომ, ნუ იგრძნობთ თავს დამნაშავედ თუ თქვენც მუდმივად კატების ვიდეოებს უყურებთ. მოდუნდით, გადაწექით დივანზე და დატკბეთ ჩვენს მიერ შერჩეულ კატების 5 საუკეთესი ვიდეოთი.

მე ვარ მარუ

მარუ, მამრობითი სექსის, Scottish Fold-ის ჯიშის კატა. აღიარებულია როგორც ყველაზე ცნობილი კატა ინტერნეტ სივრცეში, მას დაგროვებული აქვს 300 მილიონზე მეტი ნახვა.იგი გამოირჩევა ყუთებში ხტომის განაკუთრებული სიყვარულით.

https://www.youtube.com/watch?v=z_AbfPXTKms 

ბედნიერი კნუტი (ორიგინალი)

მარტო ამ ვიდეოს 76 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ეს არის 16-წამიანი ვიდეო სადაც კნუტს მოფერებაზე აქვს უსაყვარლესი რეაქცია.

https://www.youtube.com/watch?v=0Bmhjf0rKe8 

კატები თამაშობენ Patty-cake -ს.

ორი კატის ვიდეო Patty-cake-ს თამაშისას, მათი თამაში გახმოვოვანებული ადამიანების მიერ. მოარგეთ კატებს ადამიანის თვისებები და თქვენ გამარჯვება გარანტირებული გაქვთ

https://www.youtube.com/watch?v=X3iFhLdWjqc 

BaneCat 1 ეპიზოდი

თუ თქვენ კრისტოფერ ნოლანის „ ბეტმენის“ ფანი ხართ მაშინ ეს ვიდეო აუცილებლად მოგეწონებათ.

https://www.youtube.com/watch?v=5ywjpbThDpE 

ჩარლი შმიდტის პიანისტი კატა !

დღეისთვის ბოლო, მაგრამ, ერთ-ერთი ორიგინალური ვიდეო. 44 მილიონი ნახვა. როგორც ბითლების ასევე პიანისტი კატის ვიდეოს უმარავი ნახვა აქვს.

https://www.youtube.com/watch?v=J—aiyznGQ 

თუ თქვენ ამ ვიდეოების ნახვის შემდგეგ არ შეგექმნათ პოზიტიური განწყობა ან ვერ განიტვირთეთ, მაშინ ჩვენ გირჩევთ დალიოთ Tranquini-ი.

ოქროს იუბილე

ცხოვრების ვინმესთან განაწილება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სტრესებთან ბრძოლის მარტივი გზაა. ვიღაცის ყოლა შენს გვერდით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ანტიდოტია სამყაროს ზეწოლის საწინააღმდეგოდ, რომლის სირთულეების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება. ამასთანავე, რა თქმა უნდა არსებობს ფიზიოლოგიური დადებითი მხარეებიც, რომლებიც ურთიერთობას თან სდევს.

მაგრამ დღევანდელ რეალობაში, მედიცინის განვითარების შედეგად, ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ხოლო ზეწოლა ურთიერთობებში ნაპერწკლის შესანარჩუნებლად, რომელსაც შეუძლია ხუთი ათწლეული გასტანოს, თავისთავში უკვე ზეწოლაა.

მაგალითისთვის ავიღოთ ბარი და შერონი. ახლახანს მათ ორმოცდაათ წლიანი იუბილე აღნიშნეს – ოქროს იუბილე, როგორც მათ უწოდეს, იშვიათობის გამო. მათ გაზარდეს შვილები, გადაურჩნენ კატასტროფულ გლობალურ შემთხვევებს და პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი თვალებით დაინახეს დედამიწის ცვალებადობა – მაგრამ სიმართლე ვთქვათ, ეს მათ ერთად გააკეთეს.

შერონი ამბობს: „ცხოვრების ვინმესთან გატარება რთულია. მათ აქვთ გამაღიზიანებელი თვისებები, როცა პირველად ხვდები, დროთა განმავლობაში კი კიდევ ახალ ჩვევებს იძენენ, რომლებსაც შეუძლიათ გაგაგიჟონ. მხოლოდ ამაზე სიცილის შემთხვევაში შესაძლებელია ყველაფრის გაძლება“. ბარი ამატებს: „სქელი ტყავი არაფერს გავნებთ!“

ასე რომ წარმოგიდგენთ ბარის და შერონის 5 საიდუმლო გასაღები – ბედნიერი, ჯანსაღი და ხანგრძლივი ქორწინებისთვის. 

იცინეთ ბევრი.

„ხანდახან შეგიძლია მხოლოდ იცინო ან იტირო. მე ვირჩევ სიცილს,“ ამბობს შერონი. „არის რაღაცეები, რასაც ბარი აკეთებს და რაც მე მაგიჟებს. მაგრამ ვისწავლე, რომ ამდენი წლის შემდეგ ის უკვე აღარ შეიცვლება. ასე რომ ახლა ვხუმრობ ამაზე. ხშირ შემთხვევაში“.

არ დაწვეთ დასაძინებლად გაბრაზებული.

„ძილი ძალინ მნიშნელოვანია ჩვენი გუნება-განწყობისთვის. თუ დასაძინებლად გაბრაზებულები მივდივართ, მაშინ ვიღვიძებთ გაბრაზებულები. ასეთ შემთზვევაში პატარა კამათიც კი შეიძლება ერთკვირიან წყენასა და ჩხუბში გადაიზარდოს,“ ამბობს ბარი. „ ასე რომ, როცა ვკამათობთ, ეს დაძინებამდე გრძელდება, ხოლო შემდეგ ვრიგდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ამის კომპენსირებას ვახერხებთ, დილისთვის გვავიწყდება კიდეც, თუ რაზე ვიკამათეთ!“ ამატებს შერონი.

ისწავლეთ ცალ-ცალკე ყოფნა.

„ცალ-ცალკე ყოფნა არ ნიშნავს ქორწინების დასასრულს,“ ამბობს შერონი. „წადით სათევზაოდ, მოაწყვეთ გოგონების შეკრების შაბათ-კვირა, დამოუკიდებლად მოინახულეთ შვილიშვილები. ეს სიმართლეა, რომ განშორება გულს არბილებს“.

შეეკითხეთ ერთმანეთს, თუ როგორ ჩაიარა დღემ.

„25 წლის შემდეგ შერონი აღარ მეკითხებოდა, თუ როგორ ჩაიარა ჩემმა დღემ. მეც შევწყვიტე ამ კითხვის დასმა. ჩვენ მხოლოდ ტელევიზორს ვუყურებდით და შემდეგ დასაძინებლად მივდიოდით. საშინელება იყო,“ ამბობს ბარი. „მაგრამ ჩვენ ამას მალევე მივხვდით და შევთანხმდით, რომ რაც არ უნდა უმნიშვნელოვანი რამ მომხდარიყო იმ დღეს, ჩვენ მაინც გავუზიარებდით ერთმანეთს ამის შესახებ. ეს არ არის ანგარიშის ჩაბარება, უფრო ჩვენი ცხოვრების და გამოცდილების ურთიერთდაკავშირებაა“.

ჩაეხუტეთ ერთმანეთს.

ცნობილია, რომ ადამიანური კონტაქტის შედეგად გამოიყოფა ენდორფინები და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მიზეზია იმისა, რომ წყვილები, რომლებიც ხშირად ეხუტებიან ერთმანეთს, უფრო დიდხანს რჩებიან ერთად. „რაც უფრო ასაკი გემატება, ლტოლვა იკლებს და მას ენაცვლება დაფასება. ძლიერი, უთქმელი სიყვარული, რომელიც გამოიხატება ხელების ჩაკიდებით ან ჩახუტებით ძალიან ბევრის მთქმელია. ეს გაძლევს ფიზიკურ შეგრძნებას, რომ შენ ცხოვრებაში გყავს პარტნიორი,“ ამბობს ბარი.

ასე რომ, თუ თქვენს გეგმაში საკმაოდ მაღლა არ დგას ვინმეს მოძებნა, ვისაც ცხოვრებას გაუზიარებდით, იქნებ ღირს ამის შეცვლა და რამდენიმე საფეხურით წინ წაწევა – ფიზიკური და ემოციური სარგებელი მართლაც რომ უსაზღვროა.