იოგის ძალა

დღესდღეობით იოგა არის აერობიკის ექვივალენტი. ოთხმოციანი წლების შალის ფეხის გამათბობლები და რეზინის სარტყელი თავზე შეიცვალა თანამედროვე სავარჯიშო შარვლებით, მოკლე ტოპებით და სავარჯიშო ხალიჩა-ჩანთებით. მაგრამ საიდან ასეთი აჟიოტაჟი?

იოგის ზუსტი წარმოშობის შესახებ დღემდე გრძელდება დავა, მაგრამ სავარაუდოდ, ის წარმოიშვა ინდოეთში, დაახლოებით 5 000 წლის წინ. ისტორიის განმავლობაში იოგის ტრადიციები და ნაირსახეობები ვითარდებოდა და იცვლებოდა, მას პრაქტიკაში გამოიყენებდნენ: ინდუსების, ბუდისტების, სუფისტების და სხვა რელიგიური უმცირესობები.

„მიუხედავად იმისა, რომ თითოეული იოგის ნაირსახეობაში სხვადასხვა ფოკუსის წერტილია, ისტორიის განმავლობაში არ შეცვლილა ზოგადი მიზანი: დაეხმაროს ადამიანებს, საკუთარი ბუნების სიღრმისეულად შესწავლაში“, ამბობს ანდრეა ჯეინი, ინდიანას უნივერსიტეტის რელიგიების შემსწავლელი ფაკულტეტის ასისტენტ – პროფესორი.

„იოგა არის გზა განმანათლებლობისკენ“, ნიუ-იორკ თაიმსის აზრების განყოფილებაში დაწერა განეშ დასმა, ჯივამუქტის იოგის სკოლის დირექტორმა. „ის აქვეითებს ეგოცენტრიზმის ხარისხს, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი გავიგოთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესახებ უფრო ფართო საზოგადოების მიმართ – სხვა ადამიანებსა, ცხოველებსა და ბუნების მიმართ, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს“. 

მაგრამ ბოლო დროს ამ სიღრმისეულმა აზრმა ცოტათი უკან გადაიწია, რადგან დღეს იოგა უფრო აღქმულია, როგორც გზა ჯანსაღი და მოხდენილი სხეულისკენ. როგორიც არ უნდა იყოს მოტივაცია, მარტივი სუნთქვის ვარჯიში და სხეულის დატვირთვა აქვეითებს სტრესსა და შფოთვას, რაც დადებითად მოქმედებს სხეულსა და სულზე, ისევე როგორც ქმნის ცხოვრების მიმართ პოზიტიურ შეხედულებას. ამასთანავე არსებობს ნაირსახეობა, რომელიც ყველას მოერგება.

ქვემოთ ჩამოთვლილია 5 ყველაზე პოპულარული იოგა და მათი დადებითი მხარეები:

ჰათა

ყველაზე პოპულარული იოგის ნაირსახეობა ამერიკაში. ჰათა იოგა კონცენტრირებულია სუნთქვაზე, მდგომარეობის შენარჩუნებასა და გონების დამშვიდებაზე, რაც საბაზისოა ნებისმიერი იოგის ვარჯიშისთვის. ჰათა არაჩვეულებრივია დამწყებთათვის.

ვინიასა

ვინიასა გავს ჰათას, მაგრამ უფრო განვითარებადი და ფიტნესზე მეტად ორიენტირებულია. პოზები ერთმანეთთან სხვადსხვა მოძრაობებით არის დაკავშირებული,რომლებიც სინქრონშია სუნთქვასთან. აქცენტი კეთდება სუნთქვასა და პოზებს შორის გადასვლებზე.

ბიკრამი

ბიკრამი იოგა არის საკმაოდ მხურვალე იოგის ფორმა, რომელიც შედგება 26 პოზის შესრულებისგან, წინასწარ გახურებულ სივრცეში, რათა იოგის სამშობლოს – ინდოეთის ტემპერატურის იმიტაცია მოხდეს. მაღალი ტემპერატურა ბუნებრივად ზრდის მოქნილობას, დეტოქსიფიკაციის ხარისხს და ამცირებს სხეულის დაზიანების ალბათობას.

აშანთგა

აშანთგა ექვემდებარება პოზების ექვს სერიას, რომლებიც იცვლება სირთულის მიხედვით და საშუალებას გაძლევთ თქვენთვის შესაბამის ტემპში ივარჯიშოთ. ასევე ცნობილია, როგორც ძალისმიერი იოგა, რომელიც სულ მოძრაობაში გამყოფებთ და საშუალებას მოგცემთ ერთი პოზიდან მეორეში გადასვლას მთელი ვარჯიშის მანძილზე.

კუნდალინი

ეს უძველესი იოგის ფორმა არის საკმაოდ რთული, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. კუნდალინი აერთიანებს იოგის ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ ასპექტებს, რაც მიზანმიმართულია ხერხემლის ძირში ენერგიის გამოღვიძებისკენ, რომლის ამოტანაც ხდება სხეულის ზედა ნაწილში. პოზების გარდა, მზად იყავით სიმღერის, მედიტაციისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის.

ასე რომ, თუ გსურთ თქვენი გონის გავარჯიშება ისევე, როგორც ფიზიკური დატვირთვა, მაშინ დროა შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები იოგის ფორმა და მოძებნოთ შესაფერისი შალა (სავარჯიშო დარბაზი) – თქვენს ახლომახლოს აუცილებლად იქნება რამდენიმე. 

ბუნების დამამშვიდებელი ძალა

საუკუნეების განმავლობაში მტკიცდებოდა ბუნების დამამშვიდებელი ძალა… გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბუნებასთან, მიწასთან სიახლოვეს დიდი გავლენა აქვს შრომის ნაყოფიერებასა და ბედმიერებაზე.

ბუნებსთან მუდმივი კონტაქტი მარტო სულისთვის კი არ არის კარგი, არამედ სხეულისთვისაც.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეხსიერებასა და ყურადღებაზე ჩატარებული ტესტის შედეგები 20%-ით გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა შესვენება და ექსპერიმენტში მონაწილეებს ბუნებაში გასეირნება შესთავაზეს. როცა ეს ადამიანები ქალაქის ქუჩებში გაუშვეს სასეირნოდ, შედეგები არ გაუმჯობესებულა.

მაშ, სად უნდა მივიდეთ, რომ ჩვენი დოზა მივიღოთ?

დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება ისეთი მშვიდი ადგილი, როგორიც ავსტრიაშია, წარმოიდგინეთ, ქვეყნის ერთი მესამედი ზღვის დონიდან 500 მეტრის სიმაღლეზეა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიელები მართლაც განსაკუთრებული ჰაერით სუნთქავენ.

მაგრამ მხოლოდ ზღვის დონიდან სიმაღლე როდი ქმნის ასეთ სიმშვიდეს. ეს ევროპაში ყველაზე მთაგორიანი რეგიონია, ულამაზესი ბუნებითა და მშვენიერი ტბებით. ეს მართლაც ბუნების საოცრებაა. ჩვენ კი ვიცით, რომ აქ, ეს მთები და ბორცვები მუსიკით ცოცხლობენ.

ასე რომ, თუ თქვენ გჭირდებათ სერიოზული რელაქსაცია, ავსტრიაში გამგზავრება, ალბათ, საუკეთესო წამალი იქნება თქვენთვის. დაგეგმვაში რომ დაგეხმაროთ, ჩამოგითვალეთ ავსტრიის ყველაზე მშვენიერი ბუნებრივი ხუთი დანიშნულების ადგილი.

დუნაი-აუენის ეროვნული პარკი

დუნაი-აუენის ეროვნული პარკი ვენიდან მოკლე მანძილზეა. ეს ცენტრალურ ევროპაში გადარჩენილი ბოლო დიდი ჭარბტენიანი ტერიტორიაა. აქ მდინარე დუნაი კვლავ მიედინება თავისუფლად. ის რეგულარულად დიდდება და გადმოდის მიმდებარე დაბლობზე, რომელიც მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ამ ლამაზი და მშვიდი ეროვნული პარკის დასათვალიერებლად საუკეთესო გზაა ფეხით, ველოსიპედით, ან ნავით გადაადგილდეთ.

მიწისქვეშა ტბა ზეეგროტტე

Seegrotte, რაც ინგლისურად ტბის გამოქვაბულს ნიშნავს, არის ევროპის უმსხვილესი მიწისქვეშა ტბა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ის ბუნებრივი მღვიმე არ არის – ადამიანების გათხრილი თაბაშირის მაღაროა, Seegrotte შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაბაა ავსტრიაში. მას შემდეგ, რაც მისი ჭერი ჩამოინგრა 1912 წელს, ის ნაწილობრივ აივსო წყლით, შეიქმნა უზარმაზარი მიწისქვეშა ტბა, რომლის შესწავლაც ნავითაა შესაძლებელი.

ტბა ჰალშტატი

ავსტრიის განსაცვიფრებელი მთის ტბებიდან ერთ-ერთია ტბა ჰამშტატი . ქალაქი ჰალშტატი და ტბა, ფაქტობრივად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილიებია, სადაც იღებენ უამრავ ფოტოს. ტბა და მის ირგვლივ ტერიტორია იდეალური ადგილია ნავითა და ველოსიპედით სასეირნოდ, თევზაობისთვის, სალაშქროდ და ალპინიზმისათვის.

აისრიზენველტი- ყინულოვანი მღვიმე

აისრიზენველტი- ყინულოვანი მღვიმე, ზალცბურგის სამხრეთით არც ისე შორსაა. ეს არის მსოფლიოს უდიდეს ყინულის გამოქვაბული. მისი სახელი ინგლისურად ყინულის გოლიათების სამყაროს ნიშნავს. ამ ყინულის ლაბირინთში დაახლოებით 40 კილომეტრზეა გადაჭიმული გამოქვაბულები. აქ ნახავთ უზარმაზარ სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, ყინულის დიდ დარბაზებისა და განსაცვიფრებელ ყინულის წარმონაქმნებს.

Thayatal_ ეროვნული პარკი

Thayatal-ის ეროვნული პარკი ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვარზე მდებარეობს. აქ ამაყადაა გადაჭიმული ციხის ნანგრევები, ლამაზი ხეობები, ველური ბუნება და ტყე. ეს პარკი სავსეა დიდი რაოდენობით ველური ბუნების წარმომადგენლით, მათ შორის ზოგიერთი ძალიან იშვიათი სახეობისაც. Thayatal-ის ეროვნული პარკი იწვევს სტუმრებს ზურგჩანთებით ბუნებაში სახეტიალოდ.

თუ ავსტრია ცოტა შორია თქვენგან, უბრალოდ ეწვიეთ ადგილობრივ პარკს, ან თქვენი სახლის შემოგარენში გაიხადეთ ფეხსაცმელი და ნიადაგზე შიშველი ფეხით გაიარეთ – მოგვიანებით მადლობას ეტყვით თქვენს თავს.

Tranquini at Turkey's MindBody Festival

The MindBody Festival is an international event offering three days of discovery about wellbeing, health and nutrition. The Festival, held in Istanbul, gave visitors the opportunity to listen to renowned experts who advocate Happy and Healthy Living, meet friends who share similar lifestyle beliefs and create a personalized program from all that was on offer: Yoga, pilates, tai chi, dance, reflexology, tantra, biotherapy and more. დაწვრილებით „Tranquini at Turkey's MindBody Festival“