გაუმარჯოს ლავანდას

ლავანდის მითიურ შესაძლებლობას შეაჩეროს გამელოტება, განკურნოს დამწვრობა და აკნე ისევე, როგორც დაარეგულიროს კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ცოტა მხარდამჭერი ყავს მეცნიერების მხრიდან. მაგრამ ლავანდის ზეგავლენას ხასიათსა და თვითშმეცნებაზე უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი უჩნდება მათ შორის.

ავსტრალიაში ჩატარებული ტესტირების შედეგად ჩამოყალიბდა საკმაოდ მყარი მტკიცებულება, რომ ლავანდის ეთერზეთს აქვს ფსიქოლოგიური ეფექტი.

არომათერაპიის ხარისხის შესაფასებლად მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს ორი ეთერზეთი, რომლებსაც წესით სხვადასხვა ეფექტი უნდა ქონოდა ადამიანის სიფხიზლეზე: დამამშვილებელი ლავანდა და გამომაფხიზლებელი როზმარინი.

ლავანდის არომათერაპიას დაქვემდებარებული ჯგუფს გამოეხატა ძილიანობა, როცა როზმარინის ჯგუფის სიფხიზლემ იმატა. ამასთანავე ყველა წევრმა ხაზი გაუსვა, სასიამოვნო სურნელის შედეგად გამოწვეულ ხასიათის დადებითისკენ ცვლას: ლავანდის ჯგუფის წარმომადგენლები ნაკლებად დათრგუნულად გრძნობდნენ თავს, ხოლო როზმარინის შემთვევაში – ნაკლებ შფოთს განიცდიდნენ, ვიდრე არომათერაპიამდე. 

მაგრამ ორივე ჯგუფი ერთ აზრზე იდგა, როცა საქმე შეეხო განწყობას: ლავანდისა და როზმარინის ჯგუფებმა გამოხატეს შესამჩნევი დადებითი ცვალებადობა ხასიათში, ვიდრე მათ, ვისაც საერთოდ არ გაუვლია არომათერაპია.

როცა საქმე ეხება ლავანდის დამამშვიდებელ ზემოქმედებას, როგორც ჩანს, მეცნიერები ემხრობიან არომათერაპიის ეფექტურობას. თუ ეს დღეს ღამით არ მოგგვრით მშვიდ ძილს მაშინ იქნებ ბალიშის ქვეშ დადებულმა ლავანდის ტოტმა გიშველოთ.

სიმღერა წვიმის დროს

შხაპი; თუ თქვენ ალფრედ ჰიჩკოკის მიერ არ ხართ ტრავმირებული, შხაპი ეს მარტო დარჩენისა და დამშვიდების საშუალებაა. თუ თქვენ დილით მარცხენა ფეხზე ადექით, ეს უტყუარი ხერხია დღე კალაპოტში დააბრუნოთ.

იმღერეთ გულში რაც დაგიგროვდათ!

იცით თუ არა, რომ შხაპის დროს თქვენ რაღაცის გაკეთება შეგიძლიათ და ეს პოზიტიური გამოცდილება ახალ დონესთან მიგიყვანთ. უბრალოდ, მოუშვით ონკანი. დადექით წყლის ჭავლის ქვეშ და საყვარელი მელოდია ხმამაღლა იმღერეთ.

სიმღერა ჩვენს აქტუალურ სიტუაციებთან და ემოციებთან გვაერთიანებს, ოღონდ ახლა პოზიტიურად და გვაგრძნობინებს, რომ სამყაროში მნიშვნელოვანი ადგილი გვიჭირავს. აბაზანაში სიმღერის დროს შეიძლება ვერ ავიღოთ მაღალი ნოტი და ვინმეს კრიტიკული შეფასების არ შეგვეშინდება. ეს უსაფრთხო ადგილია, სადაც შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.

მეცნიერების მრავალი დარგი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სიმღერა ნამდვილად ხსნის სტრესს. 

სიმღერას ბევრი ფაქტობრივი უპირატესობა აქვს. ყველაზე გავრცელებული და ალბათ ყველაზე ცნობილი დაძაბულობის მოხსნაა. კარლოს ფლეტესის თქმით, ამ დროს იმუნოგლობულინი ა-ს და ანტისხეულის რაოდენობა იზრდება და ამით სარგებლობა მოაქვს იმუნური სისტემისთვის. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ თქვენი გონება ამ დროს მუსიკით არის დაკავებული. მცირდება დაძაბულობა.

სიმღერის დროს აგრეთვე გამოიყოფა დოპამინი, ჰორმონი, რომელიც ბედნიერების ჰორმონად მიიჩნევა. ის დაძაბულობის შემსუბუქებას ხელს უწყობს. როცა დოპამინი თავისუფლდება, ის თავის მხრივ ათავისუფლებს იმუნოგლობულინ ა-ს, რომელიც იმუნოსისტემას აძლიერებს და სხავდასხვა კუთხით დაძაბულობას ამცირებს.

ამასთან ერთად სიმღერა სტრესის დონის შემცირებას უწყობს ხელს და თქვენ თავს უკეთ გრძნობთ. სიმღერის დროს ნაკლებად შფოთავთ. სიმღერის დროს ხმის ვიბრაცია ათავისუფლებს ენდორფინს, რომელიც ბედნიერების განწყობას წარმოქმნის და აგრეთვე ოქსიტოცინს, ჰორმონს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს, როგორც შფოთვას, აგრეთვე დაძაბულობას.

ეს ვინმემ იცოდა? როგორც ჩანს ძალიან ბევრმა. „Spotify”-ს გენერალური დირექტორის დანიელა ეკის თქმით 39 000 ფლეი-ლისტია, რომლებსაც ერთი სახელი „შხაპი„ აერთიანებთ და ყოველ დილით ეს ფლეი-ლისტები 550 000 ნაკადს იღებს. ეს სიტყვების თამაში არ გეგონოთ.

რას ღიღინებს ყველა ის ადამიანი როცა ამ რითმს ყვება? და აი ტოპ 20.

მნიშვნელობა არ აქვს, როგორი მუსიკა მოგწონთ: რიანა თუ ინსი–ვინსი სპაიდერი, აიღეთ პირსახოცი და ტანის გელი და შხაპისაკენ გაემართეთ.

ბარამბოს ძალა

Melissa officinales, ანუ ბარამბო. თქვენ ბოტანიკოსი არ ხართ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ საუკენეების განმავლობაში ბარამბო დამამშვიდებელ საშუალებად ითვლებოდა. მას აქვს სუსტი საძილე ეფექტი. ბარამბო ამშვიდებს, მაგრამ ადამიანი სიფხიზლეს არ ჰკარგავს.

ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგენილია, რომ ბარამბოს ექსტრატი თუ არ ხსნის, ასუსტებს სტრესს, ხსნის დაძაბულობას, და ჰიპერტონიულ წნევას დაბლა წევს. მისი მიღების შემდეგ იზრდება სიმშვიდის მაჩვენებელი და მცირდება დაძაბულობა.

მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ ბარამბოს ექსტრაქტი სწრაფად მოქნედებს და გამოიყენება სპაზმის სწრაფად მოხსნის საშუალებად. 300მგ ბარამბოს ექსტრაქტი წნევის შემცირებასთან ერთად გულის რიტმს აწესრიგებს.

ბარამბო სამედიცინო მიზნით ჩაის ან ექსტრაქტის ფორმით გამოიყენება. მას აქვს ზომიერი დამამშვიდებელი ეფექტი.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ბარაბო ეფექტურად ხსნის სტრესს, თუმცა მიუთითებენ, რომ კვლევები ისევ უნდა გაგრძელდეს.

ბარამბო გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე. აუმჯობესებს განწყობასა და ტვინის მოქმედებას.

სამეცნიერო თვალსაზრისით მოხდა ბარამბოს ანტიბაქტერიული ქმედების ჩვენება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ მას გაცილებით უფრო სუსტი ჩვენება აქვს, ვიდრე სხვა შესწავლილ მმცენარეებს.

ბარამბოს ექსტაქტს ასევე იყენებენ, როგორც ძლიერ ანტიოქსიდანტურ საშუალებად.

შეეგებეთ ოქროს ელვას

მედიცინისა და ჯანმრთელობის სფეროში დიდი მიღწევების მიუხედავად, მსოფლიოს მოსახლეობა სულ უფრო სწრაფად ბერდება. სინამდვილეში, მარტო იაპონიაში 60 000-ზე მეტი ადამიანია, რომელთა ასაკი ას წელს აცდა. მაგრამ დიდხანს ცხოვრება სულაც არ ნიშნავს ჯანმრთელად ცხოვრებას. ჰიდეკიჩი მიაძაკი ამ წესიდან გამონაკლისია

ჰადეკიჩი მიაძაკი, მეტსახელად ოქროს ელვა, მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კონკურენტულუნარიანი სპორტსმენია, მაგრამ ეს არ არის მისი მიზანი. ამ უნართან ერთად მას სურს, რომ ყველაზე სწრაფი იყოს. ამჟამად, ის სირბილში 100მ დისტანციაზე გინესის რეკორდსმენია 105 და მეტი ხნის სპორტსმენთა შორის.

მისი დღეგრძელობის საიდუმლო, მისი თქმით, ყოველდღიური ვარჯიში და სწორი კვებაა. შეგიძლიათ ამ ფაქტორებს საღი გონება და სიმშვიდე დაუმატოთ.

გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა:“ ყველა ექიმი გაკვირვებულია ჩემი ჯანმრთელობის გამო. რამდემიმე დღის წინ ექიმებმა გამოკვლევები ჩამიტარეს და დაასკვნეს, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ!“

შეიძლება იფიქროთ, რომ კმაყოფილია თავისი რეკორდით-29,83წამით უხუცესთა შორის, მაგრამ ასე არ არის. პენსიაზე გასვლა მის გეგმებში არ შედის. „ პენსიაზე გასვლას არ ვფიქრობ“- განაცხადა მიაძაკიმ.“ კიდევ რამდენიმე წელი მჭირდება, რათა ჩემს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო“.

„ჩემი რეკორდის გაუმჯობესება მინდა რამდენიმე წამით“._ განუცხადა მიაძაკიმ ჟურნალისტებს კიოტოში შეჯიბრის შემდეგ. „ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ. ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს მაწუხებდა. ექიმები გაკვირვებას ვერ მალავენ. 2-3 წელი კიდევ შევძლებ მუშაობას. უბრალოდ ნებისყოფის ამბავია“.

აქ ერთი საინტერესო საკითხი ჩნდება. როგორც ჩანს, გადამწყვეტ როლს თანაშობს მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. პოზიტიური დამოკიდებულება ჰიდეკიჩი მიაძაკს ძალას აძლევს პრობლემებს გაუმკლავდეს. იგი მზად არის დიდებისთვის ყველაფერი გააკეთოს.

მაშ ასეა: თუ ვინმე შემოგწუწუნებთ, რომ მოხუცია და რამის გაკეთება არ შეუძლია, უბრალოდ ოქროს ელვაზე-ჰიდეკიჩი მიაძაკიზე მიუთითეთ.

ინტელექტუალური თამაშები

თანამდეროვე სპორტულ სამყაროში აღარ არიან დაუნდობელი ბანდიტები, რომლებიც ნებისმიერ ფასად, ყველა წესის დარღვევით, გამარჯვების მიღწევას ცდილობენ. თანამედროვე სპორტი უფრო დახვეწილი და განათლებულია. დღეს ფეხბურთისთვის საკმარისი აღარ არის მხოლოდ სტადიონი, ბურთი და გუნდები. წარმატებისთვის სპორტსმენები სხვადასხვა დისციპლინას მიმართავენ. მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა ისეთმა ტექნიკამ, როგორიც ვიზუალიზაციაა, რომლის შესახებ გოლფის მოთამაშეებმა 1970 წლიდან იცოდნენ.

იფიქრეთ პოზიტიურ იდეებზე და ისწრაფეთ მათკენ.

„საერთოდ“-ამბობს სპორტული მედიცინის ექსპერტი ელიზაბეტ ქუინი,“ ვიზუალიზაცია – გონებაში იმ ხატის შექმნის ან განზრახვის წარმოდგენის პროცესია, რისი მიღწევაც ან შეგრძნობაც გინდათ.“

ის აღნიშნავს, რომ მართულმა ხატებმა, გონებაში გამეორებამ, ვარჯიშებმა ან მსგავსმა მეთოდებმა, შეიძლება მაქსიმალური ეფექტი მოგცეთ თქვენს საქმიანობაში.

ექვსგზის გამარჯვებული, ნიკ ფალდო, ვიზუალიზაციის განუხრელი მომხრეა. გოლფის მოთამაშე აღნიშნავს, რომ „ეს ყველაზე მძლავრი იარაღია, რაც ჩვენ გაგვაჩნია“. ჯეკ ნიკლაუსი, ტაიგერ ვუდსი და დღეს მსოფლიო კლასიფიკაციით პირველი ნომერი– ჯორდან სპიტი, თამაშში საუკეთესო შედეგების მისაღებად მუდმივად მიმართავენ ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმასა და ტექნიკას.

მაგრამ ეს პრაქტიკა მარტო გოლფის მოთამაშეებისთვის არ არის განკუთვნილი. სპორტის კერპებმა: მოჰამედ ალიმ და პელემ, მოგვიანებით კი მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხნელმა -უეინ რუნიმ, საქვეყნოდ განაცხადეს, რომ ვიზუალიზაციის მხურვალე მომხრეები არიან. „ თამაშის წინ, ღამით ვწევარ და ვიზუალიზაციას მივმართავ. წარმოვიდგენ, როგორ გამაქვს გოლები და წარმატებას ვაღწევ“. „თქვენ ცდილობთ, საკუთარი თავი თამაშის დროს წარმოიდგინოთ და ამისთვის მოემზადოთ.“

„ მკვეთრი ხატები, სახეები სპორტსმენს გონებრივად მომზადებაში ეხმარება, რაც მის თავდაჯერებას, კონცენტრაციას, მიზანდასახულობას და რეაქციის სისწრაფეს აუმჯობესებს. ეს მათ ეხმარება ნებისმიერი სიტუაციისთვის მომზადებაში“, აღნიშნავდა სპორტული ფსიქოლოგი სტივ ბალი „The Telegraf-ში. „ თქვენი გონების ცოცხალი ხატები, სახეები თქვენს კუნთებს ამზადებს, რომ რეალური თამაშის დროს ისევე იმოქმედოთ, როგორც წარმოსახვის დროს“.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სავარძელში უნდა ჩამოჯდეთ და კარგ ცხოვრებაზე იოცნებოთ. იფიქროთ წონაში მომატებაზე ან დაკლებაზე. რეალურად ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ სპორტული სამყაროს გამოცდილება გაიზიაროთ და ეს ცოდნა თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისკენ მიმართოთ. თანამედროვე ფსიქოლოგია ხაზგასმით აღნიშნავს: „ გამოკვლევებმა ცხადჰყო, გონების ვარჯიშმა შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი მოტივაცია, თავდაჯერებულობა და ეფექტურობა, შრომის ნაყოფიერება. მთავარია, თქვენი გონება წარმატებისა და კარგი შედეგებისკენ მიმართოთ“.

მაშ ასე, თუ თქვენ წარმატება გსურთ, ღრმად ისუნთქეთ, დაისახეთ მიზანი, რომ თქვენი ხილვები რეალობად იქცეს.

Indian Media Welcomes Tranquini at the Brand Launch

In the energetic city of Mumbai, Tranquini decided to create a positive buzz and encourage curiosity by inviting more than fifty journalists to the brand?s launch event. The product, the brand and the company had not been revealed to journalists prior to the launch, so Mr. Ahmed Elafifi, Founder & Chief Relaxation Officer, introduced the new functional drinks category to the Indian market and explained its natural ingredients and relaxing benefits. დაწვრილებით „Indian Media Welcomes Tranquini at the Brand Launch“