პუნქტი (ფიქრი) და კადრი

ციფრულმა ეპოქამ ყველა „ფოტოგრაფად” აქცია. ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ არის ღილაკის დაჭერა, დამიზნება, შეხება, რამდენიმე გამოსახულების გამოგდება და მორჩა! სადღაც იქ თქვენ შექმენით უფრო მეტი, ვიდრე ნორმალური სურათი. დაამატეთ შერჩეულ ფილტრი და ნებისმიერი პოტენციური ხარვეზი გაქრება ერთ წამში, შეცვალეთ როგორც გინდათ, რომ გამოიყურებოდეს – ულტრა მკვეთრი, სეპია, განათებული, რაც გინდა დაარქვით.

ყველა მძიმე სამუშაო თქვენთვის კეთდება. ჯერ იმის სიმარტივე და ეფექტურობა რაღაც სასიცოცხლო და ჯადოსნური გაქრა ფოტოგრაფიის ხელოვნებიდან – მოთმინების დაკარგვა, სიმშვიდის გათვალისწინება, როგორც კი მიდიხართ სრულყოფილი სურათის მოსაძებნად; კონცენტრაციის დაკარგვა, როგორც კი თქვენ ზრუნავთ იდეალური კადრისთვის; გაკვირვების ნაკლებობა, როდესაც თქვენს სურათს მიიღებთ და წარმოდგენთ თუ თქვენ მას როგორ მიალურსმნებთ.

მაგრამ მსოფლიოში არსებული ტალღების მონაცემების წყალობით ამ თვისებებს ახალი ცხოვრება მიეცათ.

ორმოცი წლის წინ ფოტოგრაფიამ მიმართულება შეიცვალა , როდესაც ახალგაზრდა ინჟინერმა სტივ სესონმა პირველი ციფრული კამერა გამოუშვა შეერთებულ შტატებში. პროტოტიპი მძიმე და სქელი იყო , მაგრამ მან რევოლუცია გამოიწვია: მალე ძირითადი მწარმოებლები პატარა, ეფექტურ და შედარებით იაფ ციფრულ ფოტოკამერებს უშვებდნენ. ბაზარი აფეთქდა. 

ჩაბნელებული ოთახები მთელს მსოფლიოში თანდათან მოძველდა, რადგან ციფრულზე გადასვლა მომენტალურად მოხდა. კინოფირის ხვეულები მტვერს აგროვებდა მაღაზიის თაროებზე. სამრეწველო გიგანტები, რომლებიც ტონობით კინოფირებს აწარმოებდნენ დაიხურა. კინოფირი ნელ-ნელა კვდებოდა.

როგორც BBC Magazine-მა სტატიაში განაცხადა ციფრულის შესახებ: „არანაირი დასატენი კამერა კინო ფირის ხვეუელებით და დახვევით. არანაირი ფილმის გამო გარეთ გამოვარდნა სრულყოფილი მომენტისთვის. არანაირი ლაბორატორიიდან უკან დაბრუნება იმიტომ, რომ “სრულყოფილი” კადრი გაფუჭდა ცერით შემთხვევით ან მოჭარბებული წითელი თვალებით . არანაირი ნეგატივების დაფხაჭნა, დაკარგვა ან დამტვერიანება. არანაირი ჭკუიდან გადამყვანი მათემატიკა მოუხერხებელ, მექანიზმიან კამერაში სათანადოდ დაუცველი სურათის მიღებასთან სარძოლველად. “

ლონდონელმა ჩარლ აბისმა, რომელიც კინო ფირის ლაბორატორიაში მუშაობდა, მარცხი მწვავედ განიცადა. მაგრამ 2010 წელს მან და მისმა კოლეგამ ტორი ხამბაიტამ ჩამოყალიბეს კინო ფირი არ მომკვდარა, ალბათ უფრო მეტი იმედით, ვიდრე მოლოდინით. აბისმა განმარტა: „ჩვენ ყველა ვმუშაობდით კინო ფირთან და გვეშინია, თუ რა მოხდება მომავალში … რამდენადაც უკან დაბრუნება მშვენიერია.“

კინო ფირი არ მომკვდარა ყიდის კინო ფირიან კამერებს და საოცარად ააღორძინდნენ. Kodak-ის მწარმოებელი ეხლა ისევ კინო ფირების ხვეულებს აწარმოებს და ილფორდი გავრცელებული ინფორმაცით კარგ ფორმაშია ჯანმრთელობის მხრივ გაკოტრებიდან გადარჩენის ათი წლის შემდეგ . კინო ფირფიტის ახალი მწარმოებლები გერმანიასა და იტალიაში გამოჩდნენ.

ან, ფოროგრაფია და მოთმინების დაკარგული ხელოვნება

ფოტოგრაფები ლონდონიდან ნიუ იორკიდან, ბალტიმორიდან, იოჰანესგურგიდან, ტოკიოდან, ვანკუვერიდან და და სტოკჰოლმიდან გაერთიანდნენ კინო ფირის ტენდენცის ირგვლივ.

მაგრამ რა შეიძლება იდგეს ამ აღორძინების უკან?

გადაფასება 2000წლის შუა რიცხვებში დაიწყო – როგორც კი სმარტფონი გამოჩნდა ჯიბეში ჩასადებად შესაფერისი საკმაოდ მცირე კამერით. აბისი აცხადებს, რომ არსებობს ბევრი მიზეზები ამის უკან: „პირადად მე ფოტოგრაფიული პროცესის შენელება სიამოვნებას მანიჭებს. თუ თქვენ გიყვართ სურათების გადაღება, უნდა გინდოდეთ რომ ეს რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ხომ მართალია? “

დრო, რომელიც ფილმის გადაღებას სჭირდება, მაინც, ორმაგი პირის მქონე ხმალია: „რაც უფრო მეტ დროს ხარჯავთ გადასაღებად და დასარწმუნებლად, რომ ექსპოზიცია სრულყოფილია, მით უფრო მეტ ზეწოლას განიცდით თითოეული გადაღებიდან. ეს, დაკავშირებულია შეზღუდულ გამოსახულებებთან, რომელიც ფირის თითოეულ ხვეულაზე გაქვთ, რა თქმა უნდა უფრო მეტ ზეწოლას იწვევს თითოეული გადაღებისთვის “, _ განაცხადა აბისმა. „მაგრამ მე მჯერა, რომ, თავის მხრივ, ბევრად უკეთესს ფოტოსურათებს წარმოშობს… რა თქმა უნდა ეს უფრო მიზანმიმართული და გააზრებული პროცესია.”

ფოტოგრაფმა დავით გეფენმა განაცხადა ბლოგში Fstoppers-ის საიტზე: ” მე ვცხოვრობ ნიუ იორკში – ნებისმიერ დროს, როცა მაქვს შანსი მოთმინება ვავარჯიშო, ასე ვიქცევი. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ ნებისმიერი ტიპის ფოტოსურათის შესაქმნელად, უფრო მეტად ვაანალიზებ, რომ ეს უფრო ნაკლებ გადაღებას, შენელებასა და უფრო მეტ დაკვირდებას ეხება. რა თქმა უნდა, შეიძლება იყო დრო, როცა დიდი რაოდენობით გამოსახულების გადაღება გინდოდათ ყოველ წუთს, მაგრამ თუ თქვენ ცდილობთ გადმოცეთ გრძნობები და განწყობა გამოაფხიზლოთ, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ღირს ამისთვის ლოდინი, ყურება, ცოტათი ყურადღება და გონებაში ნათელი ხედვა იმისა, თუ რა უნდა გადაიღოთ, ვიდრე გამოსახულებების გადაღება და ყურება, ეცადეთ შექმნათ ის რის ვთქვასაც ცდილობთ. “

იტალიელმა პაულო მარჩეზმა, ახლა სან ფრანცისკოში დაფუძნებულმა განაცხადა, რომ მას მოეწონა კინო ფირის ‘ორგანული’ შეგრძნება და პროცესი: „ამით უკეთეს ფოტოსურათს იღებ. ციფრული მარტივია უბრალოდ უცებ იშორებ თავიდან, სინამდვილეში დროის დახარჯვის გარეშე ‘კადრს’ იღებ.

I Still Shoot Film საიტი ფოტოგრაფების მეორე წყაროა, რომელიც ამ ტენდენციას მოიცავს. ამ საიტზე სტატიაში ჰოლანდიელმა ფოტოგრაფმა რობ ჰორნსტრა, რომელმაც დოკუმენტური სტილის პორტრეტული მხატვრობა შექმნა ყოფილ საბჭოთა კავშირში და ძირითადად საშუალო და დიდი ფორმატის კინო ფირებით მუშაობს, ამბობს უზარმაზარი და ნელი საშუალო პარადოქსული საშუალებას მაძლევს, რომ უფრო მეტი სპონტანური სურათი გადავიღო. დრო, რომელიც საჭიროა ნიშნავს იმას, რომ ხალხი საბოლოოდ მოდუნდება და პოზირებას აღარ დაიწვებს.

რელაქსაციას უფრო შორს, უფრო ჩქარა მიჰყავხარ

ხალხის უმეტესობა და მოსადუნებლად დარბის, მაგრამ ხშირად სირბილის დროს მოდუნება ავიწყდებათ.ნებისმიერს სპორტში, ადამიანები მიდრეკილნი არიან დაიძაბონ და მთელი ყურადღება მიმართონ იმაზე, რასაც აკეთებენ. ამის გამო სხეული ერთ ადგილზე მოუხერხებელ პოზაში იყინება:გორაკიდან ველოსიპედით დაშვებისას ყბა დაჭიმულია, სირბილის დროს მხრები დაძაბულია და ჭადრაკის თამაშის დროს, შემდეგი სვლის მოფიქრებისას წარბები მომშვილდულია.

და მაინც საუკეთესო შედეგების მისაღწევად ყველაზე კარგი საშუალება მოდუნებაა. ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი მარათონები და ლიდერებს დააკვირდით: პირველ რიგში შენიშნავთ (გარდა იმისა, რომ გასაოცარი სისწრაფით დარბიან), ყველა მოშვებული და მშვიდი ჩანს გვეთანხმებით?

უეჭველია, მარათონის ლიდერებს გარკვეული სტრატეგია აქვთ, მაგრამ საუკეთესო მორბენლებმა სრულყვეს სირბილის დროს მოდუნების ხელოვნება. და ამიტომაც გრძელ დიტანციებზე ისე გამოიყურებიან, თითქოს ფუმფულა ღრუბლებიდან იღებენ სტარტს. 

იყავი მშვიდი და თქვენი სხეულის რეაქციას დააკვირდით.

ორგანიზმის სრულ მზადყოფნაში მოსაყვანად ერთ-ერთი ხერხი საკუთარ სუნთქვაზე კონცენტრაციაა. „ღრმა სუნთქვა თქვენს სხეულს ამშვიდებს და თქვენს კუნთებს მოძრაობსთვის ამზადებს,“ ამტკიცებს ლეგენდარული სერფინგისტი ლარი ჰამილტონი Men’s Journal -ისთვის მიცემულ ინტერვიუში. „როცა ჩემს სუნთქვაზე კონცენტრირება დავიწყე, უფრო ძლიერი სპორტსმენი გავხდი და ენერგიის ხარჯვისა და ტკივილის გაკონტროლება უკეთ შევძელი“.

ჰამილტონი ცხვირით ღრნა სუნთქვის პრაქტიკის მომხრეა. ამ დროს დიაფრაგმა დაბლა ეშვება- კუნთი, რომელიც ფილტვებს კუჭისგან ყოფს, მუცლის ღრუს გაფართოებას იწვევს, და მუცელზე წნევას ზრდის, რაც თავის მხრივ ფილტვების ჰაერით გავსებას უწყობს ხელს, გულს მეტი სისხლი მიეწოდება, შემდეგ კი პროცესი პირუკუ ვითარდება, თუ ოდესმე იოგასთან გქონიათ საქმე, იცით, რომ დიაფრაგმული სუნთქვა დაძაბულობას ხსნის და ადუნებს.

თქვენი სხეულის ქმედებაზე კონცენტრირება კიდევ ერთი ხერხია მოძრაობის დროს მოდუნებისთვის. სპორტული ფსიქოლოგი ჯერი ლინჩი. ჟურნალ Runner’s World-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს:“ თქვენ შეძლებთ უფრო სწრაფად და თანაბრად სირბილს, თუ ყურადღებას მიაქცევთ, რომ შეინარჩუნოთ მოდუნების მდგომარეობა და თავს არ აიძულებთ მთელი ძალა გამოწუროთ. ძალდატანება კუნთების დაძაბულობას იწვევს. დაძაბულობის გარეშე სპორტსმენი უკეთ დარბის.

ლინჩი თვლის, რომ ვისაც უკეთ უნდა მომზადება, ყოვედღიურად რელაქსაციის რამდენიმე სავარჯიშო უნდა გააკეთოს: ისეთი მარტივი პროცედურები, როგორიცაა საღამოს აბაზანის მიღება, ვიზუალიზაცია ან იოგა თქვენ დაგეხმარებათ სხეულისა და გონების მოდუნებაში.

სირბილის დროს ამ რჩვეას მიჰყევით და თქვენ საკუთარი რეკორდი გელოდებათ, ხელები მსუბუქად უნდა იყოს მოხრილი- ხსნის ლინჩი. ყურადღება მიაქციეთ, რომ სირბილის ტემპი ერთგვაროვანი იყოს. ნუ შეეცდებით გაზარდოთ ან შეამციროთ ნაბიჯების სირძე, რადგან ეს ენერგიის ამაო ფლანგვაა. დაფერთხეთ ხელები. მოადუნეთ მხრები, ხელები ქვემოთ დაუშვით და ოდნავ მოხარეთ, ზედმეტი დაძაბვის გარეშე“ და სულ მალე სტადიონის სარბენ ბილიკზე ან მარათონის ტრასაზე თავისუფლად იქროლებთ.