იცინით?

მსოფლიო დღეს ისეთი სერიოზულია, როგორც არასდროს: -მანჩესტერ იუნაიტედი უკვე გამოვარდა ჩემპიონთა ლიგიდან, დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პოტენციური პრეზიდენტია და შესაძლებელია, რომ შიმშილის თამაშებს ფრანჩაიზის საფრთხე ემუქრებოდეს. კარგი დროა, რომ გემრიელად გავიცინოთ.

ცხოვრება ადვილი არ არის და მიუხედავად ამისა თუ დაემხობით და ცხარე ცრემლით იტირებთ და ამით სტრესს გაზრდით, უკეთ არ გახდებით.

რა არის გამოსავალი? გაიცინეთ. თქვენ გულიანი ხარხარი დაგეხმარებათ. ხმამაღლა სიცილი სისხლში ჟანგბადის დონეს ზრდის და სისხლის მიმოქცევას ხელს უწყობს, რაც სტრესს ავტომატურად ამცირებს. .ნუ მიიღებთ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად, მაშინ ის უკეთესი გახდება და თქვენც გულზე მოგეშვებათ.

გაზეთ Telegraph-ის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივი სიცილი სულ უფროდაუფრო გამოიყენება ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაში _ დეპრესიიდან ქრონიკულ ტკივილამდე. ის კიბოთი დაავადებულებსაც კი ეხმარება.

სიცილი ნამდვილად საუკეთესო წამალია

სიცილი ენდორფინებს ათავისუფლებს და სტრესის ჰორმონებ- კორტიზოლსა და ადრენალინს ამცირებს .მერილანდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ სიცილი სისხლძარღვების შიდა სარჩულს, ენდოთელიუმს აფართოებს, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. „იმუნური სისტემა უკეთ მუშაობს და ამასთან ეფექტურობა 40%-ით იზრდება” – გაუზიარა გაზეთ Telegraph-ს. სიცილისთერაპევტმა ჯული ვაითჰედმა.

ფსიქოლოგი რობინ დუნბარი, ოქსფორდის უნივერსიტეტში ადამიანის ევოლუციის პროცესს სწავლობს. New York Times-თან ინტერვიუში მ მან განაცხადა, რომ შედეგი მიიღწევა არა იუმორის ინტელექტუალური კმაყოფილების წყალობით, არამედ სიცილის, როგორც ფიზიკური ქმედების წაყალობით. „იმ კუნთების ჩვეულებრივი დაძაბვა, რომლებიც ყველასთვის ნაცნობი „ჰა-ჰა-ჰა“ წამოთქმაში მონაწილობს-ს ,-განაცხდა მან-ენდორფინების რაოდენობას და ტვინის იმ ქიმიურ ნივთიერებებს ზრდის, რომლებიც ადამიანს კარგ ხასიათზე აყენებს“.

ცნობილი სამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია, მაიოს კლინიკის მონაცემებით,- სიცილი არა მარტო აუმჯობესებს თქვენს ემოციონალურ მდგომარეობას, არამედ ეს პროცესი მართლაც იწვევს ცვლილებებს ორგანიზმში. სიცილი ჯერ ააქტიურებს, შემდეგ კი ანელებს სტრესზე თქვენს რეაქციას, გულის კუმშვის სიხშირე და არტერიული წნევა იზრდება“- აღნიშნავენ კლინიკის მეცნიერები. შედეგი? დაძაბულობის მოხსნის საუცხოო გრძნობა.

თქვენს ცხოვრებაში მეტი სიცილი რომ იყოს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ სასაცილო მომენტებს: დაიწყეთ კომიქსებით, იუმორისტული წიგნებითა და კომედიებით. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან, რომელთაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ., რომ მათი კარგი ხასიათი თქვენც გადმოგედოთ. და როცა რამე უსიამოვნება შეგხვდებათ, ჩამოჯექით და სიცილი დაიწყეთ. თქვენ სახლში დაბრუნება პიკის საათის დროს გიწევთ, ნერვიულობის ნაცვლად, იცინეთ. შეეცადეთ თქვენს პრობლემებზე გაიცინოთ. და თქვენ ნახავთ, რომ თქვენი სტრესი გაქრება,_ ამტკიცებს მეიოს კლინიკის მეცნიერები. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი სიცილი თავიდან ხელოვნური იქნება, უკან ნუ დაიხევთ. ეს თქვენს ორგანიზმს მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.

გოგონა სახელად იმედი

ზოგჯერ, საუკეთესო გზა გაჭირვებას რომ გაუმკლავდეთ მიკის გარეთ გამოშვებაა – სიტყვასიტყვით. ეს არი სწორედ ის, რაც ჰოუპ ლალიბერტმა და მისმა მშობლებმა გააკეთეს, რის შედეგად ზოგიერთი საეჭვო გმირების გაჩენას შეუწყვეს ხელი.

ჰოუფი ნაადრევად დაიბადა და ცერებრალური დამბლის, დადგენილი სიბრმავე და იშვიათი ფორმის ეპილეფსიის სამედიცინო პრობლემები ჰქონდა, დაბადეისთანავე იუწყება Today.com. ჰოუფს ასევე დანიშნული ჰქონდა სპეციალიზებული დიეტა და ფეხის ბრასლეტები ეკეთა.

როდესაც ახალი კომპლექტის დრო დადგა, ჰოუფმა გადაწყვიტა რაღაც განსხვავებული ეცადა- ჰოუფს სურდა მისი ბრასლეტების გაფორმება დისნეის ყაჩაღით და არა პრინცესით.

ნუ იმსჯელებ წიგნიზე მისი გარეკანით.

მოდით ასე შემხედოთ ამას, ფილმების საუკეთესო პერსონაჟები ხშირად ყაჩაღები არიან. მათ აქვთ წვნიანი კერძები, სამახსოვროდ გაცხარდებიან და, ზოგჯერ, დრამატულად ამთავრებენ. მახსენდება, მეფე ლომის ინტრიგანი, გესლიანი შრამი, რომელიც თავის ძმასა და დისშვილზე თავდასხმას აპირებს, ან ძალიან ემუქრება ურშულას პატარა ქალთევზას. მაშინ, რა თქმა უნდა, არსებობს მათ შორის ყველაზე, კაშკაშა, ზღაპრული და ფხუკიანი ყაჩაღი მათ შორის – კრუელა დე ვილი 101 დალმატინელის დიდებული („თუ იგი არ შეგაშინებთ, მაშინ არანაირი ბოროტი რამ არ შეგანიშებთ”).

მაგრამ, საჭირო იყო დახელოვნებული ოსტატის პოვნა. ასე რომ, ჰოუფი წავიდა ეჭვმიუტანელ ტატუს მხატვართან აარონ გუილემეტთან, რომელიც მხოლოდ ძალიან ბედნიერი იყო, რათა დახმარებოდა. „როდესაც მე პირველად შევუდექი ჰოუფის ბრასლეტის გაფორმებას, ვფიქრობდი, რომ ეს იყო გასაოცარი იდეა – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გავიგე, რა იყო გამოსახატავი,”განუცხადა ჟურნალისტებს გუილემეტმა, აშშ-ში

რამდენიმე მცდელობის შემდეგ, რომ გმირი გადაეტანა ბრასლეტზე, გუილემეტის დიზაინი საბოლოოდ ეტიკეტები გახდა, რომელიც კარგად ეწებება პლასტმასის ბრასლეტის მასალას და პოლიურეთანითაა დაფარული მათი აფხეკვისგან სადაცავად.

პატარა ჰოუფს ახლა შეუძლია ფეხით ისეირნოს გესლიანი ურსულათი ერთ ბრასლეტზე და ბოროტი კრუალა დე ვილით მეორეზე. ერთ-ერთი საბოლოო შეხებისას, გუილემეტმა დიზაინში ჰოუფის სახელიც ჩართო.

„ვკიოდი, როცა დავინახე,” განუცხადა ჰოუფმა Today.com. „მოხარული ვარ, როცა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ნებისმიერი საშუალებით შემიძლია დახმარება “, დასძინა გუილემეტმა.

როგორც ჩანს, ცოტა ფსიქიკური ტანვარჯიში და შეგიძლიათ ნებისმიერი რამ პოზიტიურ ძალად აქციოთ კარგისთვის; დისნეის ყველაზე საშიში ვილაინსი!

ერთად უკეთესია

გარდა იმისა, რომ ყოფითი მოვალეობების შესრულებაში დამხმარე გყავთ, სერიოზულ ურთიერთობებს სხვა უპირატესობებიც გააჩნია.რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, როცა საღამოებს ერთად სადმე კაფეში ან ბარში ატარებთ ან შეგიძლია თავს უფლება მისცე, რომ შაბათი დღე ტელევიზორთან მოიკალათო და საყვარელ სერიალს უყურო.თბილი და ხანგრძლივი ურთიერთობები-ეს ზრუნვაა, საყვარელ ადამიანზე.

უფრო მეტიც, დღეს თანამედროვე ცხოვრების შეშლილი რიტმის პირობებში, სიყვარული სტრესის გავლენის მძაფრ, ნეგატიურ გავლენას ამცირებს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობების დროს მცირდება სტრესის ჰორმონის-კორტიზოლის დონე. „ქორწინება და სოციალური მხარდაჭერა შესაძლოა სტრესისგან დამცავ ფარად იქცეს“. წერდა მკვლევარი დარიო მაესტრიპიერი. ჟურნალ“ სტრესში“.

პარტნიორთან სიახლოვეს, როგორც ემოციონალურს, ასევე ფიზიკურს შეუძლია ბედნიერების ჰორმონის-დოპამინის დონის გაზრდა. სხვა გამოკვლევების თანახმად, საყვარელი ადამიანის კოცნას შეუძლია ურთიერთობის გამყარება დოპამინის გამოთავისუფლების წყალობით, რომელც ნეირომედიატორია, ტვინის ცენტრის აკონტროლებს და სიამოვნებაზე აგებს პასუხს.

 დაამარცხეთ სტრესი სიყვარულით

როგორც წესი, ჩვენ მხოლოდ ხვევნა-კოცნით არ ვკმაყოფილდებით. გამოკვლევების თანახმად, რეგულარული სექსი ჯანმრთელობის მდგომარეობას აუმჯობესებს. 3000 ამერიკელის გამოკითხვამ, რომელთა ასაკი 57-85 წლებს შორის მერყეობდა, აჩვენა, რომ მათი ჯანმრთელობა, ვისაც რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვთ, გაცილებით უკეთესი იყო. სექსი დადებითად მოქმედებს გულსისხლძარღვოვან სისტემაზე. „ნებისმიერი ვარჯიში სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, თქვენ წარმოიდგინეთ სექსიც კი“. _ აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური სამსახური.

დაოჯახებულებს უფრო კარგი ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე მარტოხელებს. ცოლიან კაცებსა და ქმრიან ქალებს გულის შეტევა და ფსიქოლოგიური დაავადებები ნაკლებად ემართებათ და ამასთან ოპერაციის შემდეგ, სწრაფად იმკურნებიან. თუ თქვენ ჯანმრთელ და აქტიურ კაცთან ცხოვრობთ, მოსალოდნელია, რომ თქვენც ჯანმრთელი და აქტიური იქნებით.

ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებითვის, თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ის ადამიანი, რომელიც თქვენი თანამგზავრი იქნება ამ ცხოვრებაში.