აკუნა მატატა ‘შფოთვა სკამ-საქანელას ჰგავს. რაღაცას გაკეთებინებთ, მაგრამ მას არსად არ მიყავხართ.’

ძალიან ძნელია, როცა ადამიანი მუდმივად შფოთავს. თუ მეტისმეტად შფოთავთ ეს გრძნობა მთელ თქვენს ენერგიას გართმევთ. თუ ცოტას შფოთავთ , შესაძლოა პრობლემის თავიდან ასცილებლად საჭირო ზომა ვერ მიიღოთ…

ამ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის წინ, ბოლოს და ბოლოს მზადებას იწყებთ და შედეგით საკმაოდ კმაყოფილი რჩებით, მაგრამ თქვენი სიტყვა იდეალური რომ იყოს, მეტი დრო გჭირდებათ.

იმ ღამით თქვენ დასვენება ვერ მოახერხეთ, ვინაიდან ყოველ საათში გეღვიძებოდათ მუცლის სპაზმის გამო.

დილით, დაღლილსა და შეფიქრიანებულს, აღარაფრის თავი გაქვთ. შიში გიპყრობთ, რადგან დრო იწურება. მერე კი თვალის ერთ დახამხამებაში ყველაფერი მთავრდება. თქვენ არაქათგაცლილი და დათრგუნული რჩებით. არ იცით საზოგადოებამ თქვენი სიტყვა როგორ მიიღო. მოახლოებული საათის გამო.

მოუსვენრობის ამ ორიკვირიანი მონაკვეთის თავიდან აცილება სულ მარტივად შეგეძლოთ თუ თქვენი შფოთვების მართვას კონსტრუქციულად მიუდგებოდით. თუ თქვენს შფოთვას დღის განსაზღვრულ მონაკვეთს დაუთმობთ, ეს საშუალებას მოგცემთ დღის დარჩენილი ნაწილი ნაყოფიერად გაატაროთ და თქვენს საზრუნავს სათანადო ყურადღება დაუთმოთ. 

ძალზედ მნიშვნელოვანია აღიაროთ, რომ თქვენი შიში საფუძვლიანია, მაგრამ გაზვიადება საჭირო არ არის. შფოთვა ისეთ საკითხზე, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ, მხოლოდ შეგბოჭავთ. ყურადღება მიაქციეთ ამის მოგვარებას როგორ შეძლებთ. თუ ფინანსური პრობლემები გაქვთ , იდეები გააანალიზეთ და პრობლემის გადაწყვეტაზე იფიქრეთ. და როცა გეგმის შედგენას დაიწყებთ, იგრძნობთ, რომ მხრებიდან დიდი ტვირთი მოგეხსნათ.

ვიცით, რომ ეს სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. თუ თვლით, რომ „ქრონიკულად მოუსვენარი ადამიანი“ ხართ, ეს ვარჯიში შეასრულეთ: გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების უველაზე ცუდი პერიოდი. ხომ შეძელით ამ სირთულის გადალახვა?! ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი ვართ, ვიდრე გვგონია. სიძლიერეს ძილი სჭირდება. დროც გვჭირდება, რომ დავსხდეთ, ამოვისუნთქოთ და შევაფასოთ ჩვენი საზრუნავი. თუ დავუშვებთ, შფოთვები მთელ სასიცოცხლო ძალას წაგვართმევს.

დაუმუშავებელი ბრილიანტი

ამბობენ, ბრილიანტი გოგონების საუკეთესო მეგობარია. მაგრამ, თუ მათ ღირებულებას გავითვალისწინებთ, ნახშირბადის მეტასტაბილური ალოტროპის ფლობამ და მასზე ზრუნვამ შესაძლოა შფოთვა და სტრესი გამოიწვიოს. თუ თქვენ არ გესმით, რას ვგულისხმობთ, უბრალოდ დაუკვირდით, როგორ ეძებს ვიღაც დაკარგულ საყურეს ან საქორწინო ბეჭედს; მერწმუნეთ, სასიამოვნო სანახაობა ნამდვილად არ არის.

ნივთის დაკარგვა ვიღაცას თავისთავად სთავაზობს გამოავლინოს საუკეთესო თვისებები და გმირი გახდეს. მაგალითად, უსახლკარო ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სამუდამოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ერთი ასეთი მბრწყინავი ქვა მის გზაზე აღმოჩნდა..

რამდენიმე წლის წინ, ბილი რეი ჰარისი კანზას სითიდან, რომელიც იმ დროს უსახლკარო იყო და ქუჩებში მათხოვრობდა, ინტერნეტის და ახალი ამბების სენსანცია გახდა თავისი კეთილი გულის წყალობით.

სიკეთე საპასუხო სიკეთეს იმსახურებს.

ქალმა შეცდომით ჩააგდო თავისი $ 4,000 ღირებულების ნიშნობის ბეჭედი ჰარისის ჭიქაში, რომელსაც იგი მონეტების შესაგროვებლად იყენებდა. მან ბეჭედი შეინახა, იმის ნაცვლად, რომ იუველირისთვის მიეყიდა. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ქალი მიხვდა ბეჭედი სად დაკარგა, სარა დარლინგი ჰარისთან მივიდა და ბეჭედი უკან დაიბრუნა.

მოგვიანებით, დარლინგმა და მისმა მეუღლემ შექმნეს ონლაინ შემოწირულობის გვერდი ჰარისის დასახმარებლად. ჰარისის სიკეთითა და პატიოსნებით აღელვებულმა 8000 -ზე მეტმა ადამიანმა დაახლოებით $ 192 000 შემოწირულობა გაიღეს. ჰარისმა სახლი ეყიდა, სამუშაო იშოვა და თავის დიდი ხნის წინ დაკარგულ ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც ის მკვდარი ეგონა. ჰარისის საქციელის წყალობით მსოფლიოს საზოგადოებამ ყურადღება მიაპყრო უბრალო, კეთილ საქმეებს.

„სიკეთეს შეუძლია დადებითი სოციალური შედეგების კასკადი გამოიწვიოს”, _ ამბობს სონია ლიუბომირსკი ფილოსოფიის დოქტორი, ფსიქოლოგიის პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტში. „ როცა სხვებს ეხმარებით, საპაუხოდ თქვენდამი კარგ დამოკიდებულებას, ,მადლიერებას და კეთილგანწყობას იღებთ. ამას გარდა, გაჭირვების შემთხვევაში ხალხი თქვენც დაგეხმარებათ. სხვების დახმარებას ძალუძს დააკმაყოფილოს ადამიანის საბაზო მოთხოვნილება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, სანაცვლოდ მოგაგებენ ღიმილს, გადაგიხდიან მადლობას და მეგობრობას შემოგთავაზებენ.

მოკლედ, თუ გინდათ, რომ კარგ ხასიათზე იყოთ, უბრალოდ იყავით კეთილი.

კვლევებმა დაადასტურა, რომ თუ ადამიანებს სჭირდები და მათთვის სარგებლობა მოგაქვს, ეს ბედნიერების მოპოვების გზაა._ თქვა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ჯო ლამბლმა სიდნეიდან გაზეთ Sydney Morning Herald-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

როცა სხვებისთვის რამეს აკეთებთ, ამით თქვენთვისაც სიკეთე მოგაქვთ.

ჩინეთში ჩატარებულ კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენი კეთილი საქმეებით შესაძლოა სხვებისთვის მიმზიდველი გახდეთ. 2014 წელს მეცნიერებმა ე.წ. „შარავანდის ეფექტი“ აღმოაჩინეს.. როცა ადამიანი თავის ხასიათის დადებით თვისებებს ამჟღავნებს, როგორიცააა მხიარულება და სიკეთეა, ის სხვებისთვის მიმზიდველი ხდება.

ჰარისმა მხოლოდ ის გააკეთა, რაც მისთვის სრულიად ბუნებრივი იყო. თუ მის კეთილ მაგალითს მიბაძავთ, თქვენ შეგიძლიათ დადებითი გავლენა მოახდინოთ სხვებზე და თან თქვენი ცხოვრებაც შეცვალოთ.

რასაც დათესთ, იმას მოიმკით.