ცხოვრების დადებითი წესი

ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ის ადამიანები აწყდებიან, ვინც საახალწლო დაპირებებს დაუფიქრებლად გასცემენ. ხშირად ეს დაპირებები რთული ან საერთოდ შეუსრულებელიც კია. არარეალური მიზნის დასახვიით თქვენ მარცხისთვის ხართ განწირული, რაც ცუდად აისახება თქვენს თავმოყვარეობაზე და ამან შეიძლება სტრესამდე და შფოთვამდე მიგიყვანოთ. თუმცა, კარგად გააზრებული და სრულიად მისაღწევი მიზანი მარტო ახალ წელს როდი შეეფერება. კარგად დაფიქრდით, მისაღწევ მიზნებს შეუძლია ახალი წელცა და მისი შემდგომი პერიოდი სიამოვნებად აქციოს.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მიზნის დასახვამ შეიძლება მიზანსწრაფულ ცხოვრებამდე მიგიყვანოთ, რომელსაც შინაგანი კმაყოფილების გრძნობა მოაქვს. ახალს წელს საათის გონგი ტრადიციულად გვიბიძგებს ჩავიფიქროთ სურვილები და გავცეთ დაპირებები.

მაგრამ მიზნების დასახვა ყოველთვის ორ შედეგს ვარაუდობს. გთავაზობთ 6 საშუალებას, რომ ყველაფერი ამჯერად ისე მოხდეს, როგორც თქვენ გინდათ.

იმისთვის, რომ მართლაც დიდ მიზანს მიაღწიოთ, თავიდან შედარებით მოკრძალებული მიზნები დასახეთ.

მთავარი ამოცანა: თამასის თანდათან აწევა. თუ მარათონის გარბენა გსურთა, 5 კილომეტრით დაიწყეთ. დაიწყეთ უფრო მარტივიდამ ეს ხომ ისედაც ცხადია, მაგრამ ადამიანები დაწყებულ საქმეს ტოვებენ და მეტად შორეულ მიზნებს ებღაუჭებიან.

მოითხოვეთ ის, რაც გჭირდებათ

არავინ იცის თქვენზე კარგად, თუ რა გჭირდებათ. ამის თქმა ერთადერთი გარანტირებული გზაა სხვებს შეატყობინოთ, რა გინდათ. რა თქმა უნდა, პასუხად შეიძლება უარი მიიღოთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი გარკვეული იქნება.

ნურავის მისცემთ პირობას, რომ გახდებით

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იმთავითვე მარცხისთვის იყავით განწირული, როცა მიზანს ისახავდით, რომ დღესასწაულებამდე წონაში დაიკლებდით. თუ ცოტათი მაინც ჰგავხართ ჩემს მეგობრებს, ამ დროის განმავლობაში აუცილებლად მოიმატებთ რამდენიმე ფუტს და თუ თქვენი პირვანდელი მიზანი 5 კგ-ს დაკლება იყო, ახლა 8 კგ გექნებათ მოსაკლები. და მანამდე დამარცხდებით, სანამპირვანდელ წონას დაიბრუნებთ.

ჩაიწერეთ მიზნები

„მომავალ წელს უფრო მეტს ვივარჯიშებ“- ვის არ დაუდია ასეთი პირობა?! მაგრამ სიტყვა და საქმე ორი სრულიად განსხვავეული რამაა. ჯობია თქვენი განზრახვა ჩაიწეროთ და შემდეგი ნაბიჯი გადადგით: სპეციალისტს სთხოვეთ დაგიწეროთ, რა მიზანი გაქვთ. დახარჯავთ რა ფულს პროგრამისთვის{ იქნება ეს დიეტა, ველოსპორტი, ცურვა თუ სპორტული დარბაზი), სავსებით მოსალოდნელია, რომ სიტყვას არ გატეხთ. ასევე დაგეხმარებათ კონკრეტული მიზანი: მინდა უფრო ძლიერი გავხდე. უფრო სწრაფად ვირბინო. უფრო მეტი კომბოსტო შევჭამო… გახსოვდეთ საბოლოო მიზანი და იარეთ მისკენ.

აირჩიეთ რამე ერთი

„წელს ჩემს მანქანას ყოველ შაბათს გავრეცხავ, ძაღლს დღეში ორჯერ გავასეირნებ, დილ-დილობით ახალ პროდუქტს ვიყიდი, ნაკლებ ყავას დავლევ. პურს თვითონ გამოვიცხობ …” ჰეი, მშვიდად! ჟეტონის წითელზე დადება შეიძლება კაზინოში საეჭვო სტრატეგია აღმოჩნდეს, მაგრამ როდესაც საქმე გადაწყვეტილებს მიღებას ეხება, გამოიყენეთ პრინციპი: რაც უფრო ნაკლები იქნება, მით უკეთესი. „ ბევრ ძალას დაკარგავთ, თუ მუდმივად ყურადღებას მიაქცევთ ცხოვრებაში რამდენიმე ცვლილებას ერთად: მაგ, იხეხოთ კბილები ზუსტად 2 წუთის განმავლობაში, მიიღოთ ბევრი ინფორმაცია მსოფლიო მოვლენების შესახებ და ა.შ.“. ამბობს იან ნიუბაი-კლარკი. ჯობია ერთი არსებითი ცვლილება აირჩიოთ და მთელი ყურადღება მასზე გადართოთ.

მოთმინება და ისევ მოთმინება

ყვეკლაფერი, რასაც თქვენთვის სარგებლობა არ მოაქვს, წამიერ სიხარულს განიჭებთ. რეალურ ცვლილებებს კი გარჯა და ძალისხმევა სჭირდება.“ სანამ მიხვდებით რა უპირატესობა აქვს შაქარზე და ფქვილზე უარის თქმას, ვარჯიშის ახალი რჟიმს, დროის შემცირებას, შეიძლება არა ერთი კვირა გავიდეს,_ ამბობს ლეგენდარული სერფერი , უზარმაზარი ზვირთების დამყრობი, ლერდ ჰამილტონი თავის ინტერვიუში. სინამდვილეში, თქვენ სანამ კარგად გახდებით, თავს ცუდად გრძნობთ. მთავარია არ დანებდეთ მარტო იმიტომ, რომ ცვლილება სწრაფად არ მოხდა. ბოლოს შედეგი გადება თქვენი მოტივაცია.

ასე, რომ მარტივი მიზნები დასახეთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იყავით კონცენტრირებული- და შესაძლოა 2016 ის წელი გახდეს, როცა თქვენ საკუთარ თავს სულ ახლებურად წარმოაჩენთ. 

სინქრონული დაკვრა

არავის არ ესმის Flow -ს კონცეფცია ისე ღრმად, როგორც მუსიკოსებს. მუსიკოსი ყოველთვის ამისკენ მიისწრაფვის, როგორც კი ხელში მედიატორს იღებს, უკრავს კლავიშებზე ან დასარტყამ იმსტრუმენტს შეეხება. ამას ისინი ჰარმონიულად დაკვრას ეძახიან.

ეს მისტიკური ტერმინი მუსიკალური ნაწარმოების მელოდიურსა და ბანის ხაზებს შორის რითმულ პარალელს ნიშნავს. მსმენელი შეიძლება ამას ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ თუ უკან დაიხევთ და მაყურებელს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რა რითმულად აქნევენ თავს, აბაკუნებენ ფეხებს,ხუჭავენ თვალებს. ყველა ეს მოძრაობა თითქოს ერთიან, აბსოლუტურად ჰარმონიულ მელოდიას ქმნის. ამიტომ ამბობენ, რომ მუსიკა ხალხს აერთიანებს სხვადასხვა ენისა და მრავალი ბარიერის მიუხედავად.სინქრონული დაკვრა -გასაღებია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება ამ მდგომარეობის მიღწევა, როგორც მუსკოსებითვის, ასევე მაყურებლებისთვისაც.

მუსიკოსთა აზრით, „სინქრონული დაკვრა- გუნდური სამუშაოა, სადაც ცალკეული ადამიანები და მათი უნარები ერთ, მონოლითურ ძალად იქცევა. სინქრონული დაკვრა-ეს დამაკავშირებელი ელემენტია, რაზეც მთელი ჯგუფი დგას. შეიძლება გაუზვიადებლად ითქვას, რომ ბასისტის და რამერის სინქრონულ დაკვრას ისეთი გამაოგნებელი ძალა აქვს, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. 

 ჰარმონია, რომელიც ჯგუფს ბენდად აქცევს

მაგალითი. ერთხელ მეგობარმა გოგონამ კონცერტზე დამპატიჟა. უკრავდა ბენდი, რომელიც ჩემთვის სრულიად უცნობი იყო. ბრწინვალე შოუ იყო. გაცილებით უკეთესი შოუ იყო, ვიდრე ჩემთვის საყვარელი ,ცნობილი ბენდების. თითქოს ყველა სიმღერას ჰიტად ქცევა ეწერა. კონცერტიდან გამოსვლითანავე შევიძინე მათი ალბომი, რომელმაც იმედი გამიცრუა. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ ცოცხლად დაკვრის დროს ჯგუფმა იმ სინქრონულობას ( ეს მეც ვიგრძენი) მიაღწია, რომელიც ვერ შეძლო სტუდიის ცივ და სტანდარტულ ატმოსფეროში.

წლების შემდეგ, ჩემმა კოლეგამ, რომელიც დიდი ბრუს სპრინგსტინის ფანი იყო (მისი თქმით-ყველაზე დიდი) – მოგვიანებით განმიმარტა: „სპრინგსტინი ერთსა და იმავე პროგრამას არასდროს იმეორებს. ეს არასდროს მომხდარა. მისმა ბენდმა ეს იცოდა და მისი კარგად ესმოდა. მას შეეძლო რეპერტუარი ნებისმიერ წამს შეეცვალა; ასობით სიმღერიდან ერთი აერჩია და მიუხედავად ამისა ჯგუფი მაინც ერთ რიტმში უკრავდა. ეს იმის დასტურია, თუ ერთმანეთს როგორ გრძნობდნენ და რატომ იყო ის მათი ბოსი. ამიტომ მისი მუსიკის გასაცნობად ყველაზე კარგი საშუალება მისი კონცერტზე დასწრება და ცოცხალი მუსიკის მოსმენაა“.

სპონტანური, ერთობლივი და უშუალო სრულყოფილების შეგრძნებაა სწორედ ის, რასაც ჩვენ „ ნაკადის გრძნობას“ ვეძახით.