თამაშები არა მხოლოდ ბავშვებისთვის

ჰკითხეთ ნებისმიერს, ვისაც ოდესმე Lego-ს კონსტრუქტორის დეტალზე ფეხი დაუბიჯებია ღვინით სავსე ჭიქით ხელში, შეუძლია თუ არა სათამაშო ასაშენებელ ბლოკებს შეშფოთების გამოწვევა და მაშინვე ხმამაღლა ნათქვამ „დიახს“ გაიგონებთ. მაგრამ ფსიქოლოგები, რომლებიც ქცევის დარღვევებზე მუშაობენ, მიუთითებენ, რომ კონსტრუქტორი ზრდასრული ადამიანებისთვის მედიტაციური რელაქსაციის წყაროა.

ის დრო გავიდა, როცა ითვლებოდა, რომ Lego მხოლოდ ბავშვის გასართობი იყო. ჯერ კიდევ 2014 წელს „ლეგო. ფილმი“ თავისი ცნობილი ხუმრობებითა და შიზოფრენიული პერსონაჟებით-ბოროტი პოლიციელი/კარგი პოლიციელი უფრო ზრდასრულ მომხმარებელზე იყო გათვლილი, ვიდრე ბავშვზე.

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი და ინგლისელი ვარსკვლავი დევიდ ბექჰემი ლეგოს დიდი მოყვარულია და აცხადებს, რომ დღის ბოლოს პლასტმასის სამშენებლო ბლოკები მას დამშვიდებაში ეხმარება. „როდესაცბავშვებისკოლიდან სახლში ბრუნდებიან, ხშირად მათი საყვარელი სათამაშოებით ვერთობითო“. განუცხადა მან ბრიტანელ ჟურნალისტებს გასულ წელს. „მათ უყვართ ლეგო. ჩემი აზრით Lego ზოგჯერ დამშვიდებაში მეხმარება “.

თამაშმა უკვე აჩვენა, რომ ტვინის ფუნქცია იზრდება.

„Lego გაცილებით მეტია, ვიდრე სათამაშო . ეს შემოქმედების შესაძლებლობაა. . ” Lego-ს აღმასრულებელი დირექტორი იურგენ ვიგ კნუდსტორპმა 2014 წელს გაზეთ Telegraph-ს განუცხადა: „ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი ზრდასრული ადამიანი ძალიან არის გატაცებული ამ კონსტრუქტორით. ლეგოთი ყველაზე გასაოცარი რამის გაკეთება შეგიძლიათ, რაზეც მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. ადამიანებს უყვართ რაღაცის შექმნა ეს სურვილი ყველა ადამიანს აქვს.

კნუდსტორფი- აცხადებს Huffington Post-ი თავის სიტყვებს საქმით ამტკიცებს, იყენებს რა ლეგოს, ის ადამიანებს ექსპერიმენტებისკენ უბიძგებს. მან შეიმუშავა ბიზნეს მეთოდი სახელად Serious Play, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელები ჯგუფურ სავარჯიშოებს ასრულებენ ლეგოს სპეციალური ნაკრებით. Serious Play ორგანიზატორებს ხელმძღვანელებთან მუშაობას შეასწავლის., რომელიც ამ პრაქტიკულ პროცესს იყენებს ნდობის მიზანსწრაფულობის, გაგების და დაინტერესების ფორმირებისთვის.

ფსიქოთერაპევტი ფილიპა პერი, ავტორი წიგნის „ როგორ შევინარჩუნოთ გონიერება,“ Guardian -ისთვის მიცემულ იმტერვიუში აცხადებდა, რომ თამაში ჩვენი ტვინის აქტივობას ეხმარება , წარმოსახვის სტიმულატორია და ამასთან მოქნილობის შენარჩუნებაში გვეხმარება. 

სამყაროში, სადაც ყველა სამუშაოთია დატვირთული და გამუდმებით გაისმის ტელეფონის ზარები, სულ უფროდა უფრო მეტს ესმის, რომ თამაშისთვის ცოტა დროის დათმობით, საკუთარ თავს საშუალებას ვაძლევთ ყოველდღური დამქანცველი რუტინისგან დავისვენოთ. გამოკვლევებნა ასევე ცხადყო, რომ თამაშს სტრესის მოხსნა, შემოქმედებითი პოტენციალის გაზრდა, ტვინის ფუნქციისა და სხვებთან ურთიერთობების გაუმჯობესება შეუძლია… ამასთან ადამიანებს შორის ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მოკლედ, აიღეთ ლეგოს ნაკრებები, წადით ოფისში და შექმენით გასაოცარი რამ, ინსტრუქცია საჭირო არ არის. მოდით, ვითამაშოთ.

ფრენის შიში არაფერია ბავშვის აღზრდასთან შედარებით

სიმაღლის გეშინიათ თუ არა, ფრენის დროს ყველა მაინც დაძაბულია, მაგრამ, რა უნდა იყოს იმაზე ცუდი, როცა ატირებული ბავშვის გვერდით ზიხართ? ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ ამ დროს ბავშვის მშობლები.

ჯორჯიას ისტორია ამის კარგი მაგალითია. სხვა ბევრი ახალგაზრდა დედის მსგავსად, მას არასოდეს უფრენია თავისი ოთხი თვის შვილთან ერთად და ამიტომ ნერვიულობდა. წინა ღამის უძილობით გატანჯული იყო, მაგრამ ეს ამად ღირდა. ჯორჯია მისი ოჯახისთვის ბავშვი პირველად ჩვენებას აპირებდა.

წარმატებით გადალახა დაბრკოლებები თვითმფრინავისკენ და ხელჩანთითა და გილზე აკრული ბავშვით თვითმფრინავში თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა. სგვერდთ მჯდომ მამაკაცის მაშინვე შეატყო გაღიზიანება: ის იძულებული იყო დედა-შვილის გვერდით მჯდარიყო.. ჯორჯიას პატარამ თითქოს იგრძნო ეს დაძაბულობა და წრიალი და ტირილი დაიწყო. ტიროდა და არ ჩუმდებოდა. იგრძნო, რომ მოთმინება ღალატობდა და ჯორჯიამ ბორტგამცილებელს ჰკითხა, სხვა თავისუფალი ადგილი ხომ არ იყო. საბედნიეროდ, თავისუფალი ადგილი აღმოჩნდა და ახალგაზრდა დედა ატირებულ ბავშვთან ერთად ქალის გვერდით აღმჩნდა, რომელიც მარტო მგზავრობდა.

ჯორჯია თავადაც ძლივს იკავებდა ცრემლებს და მოულოდნელად ქალმა ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ბავშვი ხელში აეყვანა. კეთილმა უცნობმა ბავშვის ფანჯრისკენ მიაბრუნა და რამდენიმე წამში ტირლი შეწყდა. ქალმა ბავშვი ნაზად დაარწია და თითქმის მგზავრობის ბოლომდე ბავშვი ხელში ჰყავდა.

ჯორჯია სიტყვებს ვერ პოულობდა, რომ მადლიერება გამოეხატა. მსგავსი ამბები ცხადყოფს, რა გავლენას ახდენს ადამიანური თვისებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გულითადობამ და სიკეთის გამოვლნამ მძიმე განსაცდელი სასიამოვნო მოგონებად აქცია. 

მნიშვნელობა არ აქვს, გასცემთ თუ იღებთ,: მრავალრიცხოვანმა სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ სიკეთის ქმნა დადებით ეფექტს ახდენს იმუნურ სისტემაზე და ტვინში სეროტონინის დონის ზრდაზე. სეროტონინი ბუნებრივი ნეირომედიატორია, რომელიც ამშვიდებს და ადამიანი კარგ განწყობაზე მოჰყავს. ითვლება, რომ სეროტონინი დადებითი ემოციის გამომწვევი ნივთიერებაა.

„ადამიანები, რომლებიცსიკეთეს ჩადიან უფრო ბედნიერები ხდებიან დროთა განმავლობაში”-ამბობს სონია ლუბომირსკი, ფილოსოფიის დოქტორი, რივერსაიდში კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, „როცა სხვების მიმართ კეთილი ხართ, სიხარულს გრძნობთ. სულით ძლიერი, პოტიმისტი და კეთილგანწყობილი ადამიანი ხდებით.

სიკეთე გადამდებია! დაისახეთ მიზნად და დღეში სულ ცოტა ერთი სიკეთე მაინც გააკეთეთ. შეიძლება მოხუცს ქუჩის გადაკვეთაში ან მძიმე ჩანთის წაღებაში დაეხმაროთ. ან უბრალოდ, მოლარეს ჰკითხოთ, დღემ როგორ ჩაიარა. კეთილ საქმეს ორმაგი სარგებელი მოაქვს. ამიტომ მომავალში, როცა იგრძნობთ, რომ უარყოფითი ემოციები გითრევთ, მოდუნდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და თქვენი თავი სხვის მდგომარეობაში წარმოიდგინეთ. ალბათ შედეგი ორივე მხარეს გაახარებს.

დაძაბულობა უკიდურეს ზღვრამდე …

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ძალიან ბევრი სტრესია. ადამიანების რაოდენობა იზრდება და შესაბამისად – ხმაურიც. მცირდება რესურსები და დრო. დახმარება გვჭირდება. და როგორც ჩანს, ეს დახმარება თიანინის სახით მოგვეცა.

ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, თიანინი ფართოდ გავცელებული პრობლემის-ნერვული სისტემის აგზნებასთან საბრძოლველად გამოიყენება ნერვული სისტემის მოუწესრიგებლობის დროს, ვითრდება ისეთი სიმპტომები როგორიცაა: შფოთვები, უძილობა, კონცენტრაციის უუნარობა, უკიდურესი მიდრეკილებები დამოკიდებულებებისადმი. ამასთან სხვადასხვა პრობლემის გაჩენის რისკი იზრდება, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ დარღვევას გამოიწვევს.

მიშვებულმა სტრესმა შესაძლოა ტვინის ქვეცნობიერ ფუნქციონირებაზე მოახდინოს გავლენა და აგრეთვე ნერვული ბოჭკოებისა (მოუსვენარი ფეხები) და ნერვული დაბოლოებების ( ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება) მრავალი სიმპტომის მიზეზი გახდეს.

სხვადასხვა საკვები ნივთიერება ნერვებს სტაბილიზაციასა და დამშვიდებაში ეხმარება. ყველაზე პოპულარულია: კალციუმი, მაგნიუმი, აცეტილკარნიტინი და კვერციტინი. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ თიანინიც ამ სიის შესანიშნავი წარმომადგენელია.

ერთი კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ თიანინის დღიური ნორმა-200მგ შფოთვებსა და არტერიულ წნევას ამცირებს და ამავე დროს განწყობილებას უუნჯობესებს იმ ადამიანებს, რომელთა ცხოვრება მუდმივ სტრესთან არის დაკავშირებული. აღმოჩნდა, რომ თიანინს ძალუძს ნერვული დაძაბულობისა და სტრესით გამოწვეული დატვირთვის შემცირება.

მთელი დღის განმავლობაში დაგროვებული ნერვული აგზნების გამო, ღამით ძილის პრობლემები ჩნდება. გამოკვლევა ჩატარდა იმ ბიჭუნებს შორის, რომელთაც ADHD-ს სინდრომით გამოწვეული დაავადებები ჰქონდათ. თიანინის 400მგ დოზის (დილით 200მგ, საღამოს-200მგ) მიღების წყალობით, მათ გაცილებით უკეთ ეძინათ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ როგორც კი დღის განმავლობაში ნერვული აღგზნება ცხრება, ღამით ძილი წესრიგდება.

შფოთვებისა და უძილობის ერთობლიობა პრობლემის სწრაფად მოგვარების ან დაკმაყოფილების “გონების ტანჯვის“ შემცირების, ე.წ. დროებითი შემსუბუქების მძლავრ სურვილს იწვევს. დროებითი შვების მოგვრა ბევრ ნივთიერებას შეუძლია, მათ რიცხვშია, მავნე საკვები, სიგარეტი, ალკოჰოლი, მარიხუანა და ა.შ. ამას დამოკიდებული ქცევის ფორმირებამდე მივყავართ.

ტვინის ძლიერმა აგზნებამ შესაძლოა ტვინის ქვეცნობიერი ფუნქციონირების სტაბილურობა დაარღვიოს. და ფსიქიკური ჯანმრთელობის უფრო სერიოზულ, სხვადასხვა ხარისხის დარღვევებამდე მიგვიყვანოს. ამის მაგალითია შიზოფრენია ან შიზოაფექტური აშლილობა, რომლის დროსაც რეალობის დამახინჯებული აღქმა ნერვიული სისტემის ძლიერ აქტიურობასთან არის დაკავშირებული. მეცნიერთა ჯგუფმა თიანინით რამდენიმე გამოკვლევა ჩაატარა პაციენტების მოცემულ ჯგუფში.

ნერვული სისტემის მდგომარეობის შეცვლას დრო სჭირდება. კვება ამ დროს ის იარაღია, რომელსაც ძალუძს ამ ცვლილებებს საჭირო მიმართულება მისცეს, დღეს ბევრი დადასტურებული მონაცემი არსებობს, თუ რა დადებით გავლენას ახდენს თიანინის გამოყენება აგზნებული ნერვული სისტემის მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ჯანმრთელობის ეს პრობლემა ბევრისთვის ცნობილია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სტრესი გადაიტანა. ჯობია ეს პრობლემები დაწყებით სტადიაზე მოვაგავაროთ, რადგან ამ პრობლემებს გამწვავების ტენდენცია აქვს, რასაც ადამიანი სხვადასხვა ნერვულ აშლილობამდე და ავადმყოფობამდე და აგრეთვე ფსიქიკური ჯანრთელობის უფრო სერიოზულ დარღვევებამდე მიჰყავს.

Coming together in Vienna

Vienna, the birthplace of Tranquini, recently played host to an event for Tranquini?s investors, partners and team members.

Some 120 people from 28 countries attended the conference and heard first-hand about our philosophy, current results and future direction, as well marketing and communications plans designed to maximise Tranquini?s exposure in current and new markets.